აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ზესტაფონში მცხოვრებ ელისო ჯაოშვილის დევნილ ოჯახს საყოფაცხოვრებო ნივთები გადაეცა.

2020 წლის 3 ოქტომბერს, ზესტაფონში მცხოვრებ, მრავალშვილიან ელისო ჯაოშვილის ოჯახს (ა)იპ ,,საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის” ორგანიზაციის მიერ, აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით შეძენილი ავეჯი, იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სახსრებით შეძენილი ლინოლიუმი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები გადაეცა.

 ოჯახის საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ბატონი ივანე დოლიძე, ა(ა)იპ ,,საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის”დირექტორი, ბატონი ვახტანგ ფოჩხუა, იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიოებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია და უწყების სხვა თანამშრომლები.