თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ პრეზენტაცია გაიმართა.
1941 წელს აფხაზურ ენაზე დაბეჭდილი ,,ვეფხისტყაოსნის’’ ფოტოტიპური ვერსია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით გამოსცა.
რუსთაველის უკვდავი ქმნილება 1941 წელს ცნობილმა აფხაზმა მწერალმა დიმიტრი გულიამ თარგმნა, წიგნის რედაქტორი იყო აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია. გამოცემის ორიგინალი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის იშვიათი ბეჭდური გამოცემების ფონდში ინახება.
წარდგენას კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე უძღვებოდა. გამოცემის მნიშვნელობაზე ქართულ-აფხაზური ურთიერთობის განმტკიცების თვალსაზრისით, ისაუბრეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნინო წერეთელმა და სხვ.
გამომსვლელებმა ნიშანდობლივად მიიჩნიეს, რომ აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსანი“ განმეორებით 80 წლის თავზე დაიბეჭდა და მისი პრეზენტაცია თამარ მეფის ხსენების დღეს შედგა.
დავით ფაცაცია ქ. თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ წარდგენას დაესწრო.
თარგმანი ცნობილ აფხაზ მწერალს დიმიტრი გულიას ეკუთვნის და ის 2021 წელს, 1941 წელს გამოცემული აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ 80 წლის თავზე დაიბეჭდა.
"გილოცავთ თამარობას, თამარ მეფის ხსენების ამ ღირსშესანიშნავ დღეს!
დღეს, ქ. თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული აფხაზურენოვანი „ვეფხისტყაოსნის“ წარდგენას დავესწარი, რომლის თარგმანი ცნობილ აფხაზ მწერალს დიმიტრი გულიას ეკუთვნის.
სიმბოლურია, რომ წიგნის პრეზენტაცია თამარ მეფის ხსენების დღეს შედგა, რადგან სწორედ მისი მეფობის ხანაში შეიქმნა ეს უნიკალური ნაწარმოები.
მადლობას ვუხდი შოთა რუსთაველის მსოფლიო ლიტერატურის შედევრის - „ვეფხისტყაოსნის“ აფხაზურენოვანი გამოცემის ორგანიზატორებსა და შემსრულებლებს ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში მონაწილეობისთვის, რომლითაც ქართველებისა და აფხაზების მრავალსაუკუნოვანი უნიკალური ურთიერთობა და საერთო კულტურა კიდევ ერთხელ წარმოჩნდა." - დავით ფაცაცია.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ სტუდენტებთან შეხვედრისას დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელების საკითხებზე ისაუბრა.
„ოკუპირებულ ტერიტორიაზე დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელება კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. დეზინფორმაციასთან ბრძოლა და მოვლენების ობიექტური გაშუქება კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდებმა აქტიურად უნდა იმოქმედონ ჰიბრიდული ომის ყველა მიმართულებით. მინისტრის აპარატის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდების ხელშეწყობაა და არსებულ რეალობაში დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ სწორედ ახალგაზრდების ჩართულობას ვეყრდნობით. მომავალშიც აქტიურად ვიმუშავებთ ამ საკითხებზე”-განაცხადა მინისტრმა.
სტუდენტებს ნანა გაბელიამ აფხაზეთის მთავრობის საქმიანობა გააცნო და მინისტრის აპარატის გეგმებზე ისაუბრა. მან სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, ასევე საინტერესო იდეებისა და პროექტების მხარდასაჭერად მზაობა გამოთქვა.
შეხვედრას სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია, მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელის წევრის, სოფია კვიციანის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო კონცერტს - „სოფოსთვის“ დაესწრო.
კონცერტი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიმიტრი ჯაიანის სახელობის დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები, სოფოს მეგობრები და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.
აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის მომღერალ სოფია კვიციანს რამდენიმე თვის წინ ჰოჯკინის ლიმფომა დაუდგინდა. მას ჩაუტარდა ოპერაცია, მაგრამ საჭიროებს მკურნალობის გაგრძელებას, რაც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
ახალგაზრდა ხელოვანის გადასარჩენად საზოგადოების დიდი ნაწილი გაერთიანდა, კამპანიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაც შეუერთდა. საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება სოფოს დასახმარებლად.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ არტემ კოპალიანს, შოთა გვილავას და კონსტანტინე ყარამანიშვილს გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და კომპანია „კარფურის“ მხარდაჭერით განხორციელდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრო, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავს ულოცავს! ქედს ვიხრით თითოეული მათგანის თავდადების წინაშე და პატივს მივაგებთ გარდაცვლილთა ხსოვნას.
ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრომ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაუწია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრომ შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს - 300 ლარი გადაურიცხა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, მინისტრმა ნანა გაბელიამ და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, საბა ფიფიამ.
ნანა გაბელიამ შეხვედრის მონაწილეებს ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღეს, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიაზე დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელება. დეზინფორმაციასთან ბრძოლა და მოვლენების ობიექტური გაშუქება უპირველესია კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის პროცესში. ახალგაზრდები სწორედ ის ძალაა, რომელმაც აქტიურად უნდა იმოქმედოს ჰიბრიდული ომის ყველა მიმართულებით. მინისტრის აპარატი მომავალშიც აქტიურად იმუშავებს ამ საკითხებზე“- აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, მინისტრის აპარატის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ახალგაზრდების ხელშეწყობაა. ,,არსებულ რეალობაში, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენ სწორედ ახალგაზრდობას და მათ პროცესებში ჩართულობას ვეყრდნობით. ასევე, აქტიურად უნდა გავაძლიეროთ დიასპორების როლი სამშვიდობო პროცესებში“.
პანელურ დისკუსიებში აქტიურად მონაწილეობდნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მინისტრის „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს“ წევრები და მოწვეული სტუმრები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად, ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში საქართველოს ეროვნული გმირის, მამია ალასანიას საფლავი ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მის ხსოვნას.
მამია ალასანია 1943 წლის 6 მაისს ანაკლიაში დაიბადა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იყო საინფორმაციო სადაზვერვო ბიუროს უფროსის მოადგილე. 1992-93 წლებში სამოქალაქო დაპირისპირების აღმოფხვრის მიზნით იგი სამეგრელოში გაიგზავნა. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.
2018 წლის 5 თებერვალს მამია ალასანიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სოფელ ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია და აფხაზეთის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა მოისმინეს დევნილთა საჭიროებები, მოსახლეობას გააცნეს ის პროგრამები და პროექტები, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ღონისძიების ფარგლებში დევნილ ბავშვებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის სულიერების ცენტრის ორგანიზებით საჩუქრები გადაეცათ. შეხვედრას, ასევე, აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორი ბესიკ სილაგაძე ესწრებოდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე „პროფესიული განათლება წარმატებისთვის“ გამოფენას დაესწრო. გამოფენა კოლეჯ „სპექტრის“ ღია სივრცეში მოეწყო, სადაც მომავალ სტუდენტებსა და დამსაქმებლებს სამშენებლო ინჟინერიის ის პროფესიები გააცნეს, რომელთა შესწავლა კოლეჯში იქნება შესაძლებელი.
საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო კერძო სექტორის საინფორმაციო სტენდები და მოეწყო GIZ-ის საინფორმაციო ბროშურის პრეზენტაცია. სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა სპეციალური აქტივობები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი როინ (მათე) ტაკიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰუბერტ ქნირში და თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ონურ სევიმი.
ღონისძიების ფარგლებში, თემაზე „დუალური განათლება - გერმანული გამოცდილება - საქართველოსთვის“ გერმანიის ელჩთან მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გაიმართა.
გამოფენა ყოველწლიურად „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით იმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე სოფელ ვაზიანში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებმა მოისმინეს დევნილთა საჭიროებები, მოსახლეობას გააცნეს ის პროგრამები და პროექტები, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ღონისძიების ფარგლებში დევნილ ბავშვებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის სულიერების ცენტრის ორგანიზებით საჩუქრები გადაეცათ. შეხვედრას, ასევე, აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორი ბესიკ სილაგაძე ესწრებოდა.
სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ აცხადებს კონკურს და განაცხადების მიღებას ქვეპროგრამის - „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა“ - ფარგლებში, რომლის მიზანია აფხაზეთიდან დევნილთა ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერება და ბიზნეს-პროექტების მხარდაჭერა, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური აქტივებით და აღჭურვილობით უზრუნველყოფის გზით (საერთო ჯამში, მაქსიმუმ 7.000 ლარისა და არა უმეტესი 2 ერთეულისა). ქვეპროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია: აფხაზეთიდან დევნილ ფიზიკურ პირს, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ და სამეწარმეო საქმიანობას და გააჩნია ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. აფხაზეთიდან დევნილი პირის მიერ დაფუძნებულ კომპანიას ან კომპანიას, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილები არიან დასაქმებული, და ამ იურიდიულ პირებს არ გააჩნიათ საგადასახადო დავალიანება.
ქვეპროგრამისა და კონკურსის პირობები, ეტაპები, კრიტერიუმები და შესავსები განაცხადის ფორმა იხილეთ ლინკზე:
განაცხადების მიღება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით ხორციელდება 4 მაისის 12:00 საათიდან 1 ივნისის 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ ან ელ. ფოსტაზე Saagento.ek@gmail.com
სსიპ-„აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ მხარდაჭრითა და ასოციაციის - „ჩვენ“ ორგანიზებით სასტუმრო „ბილტმორში“ აფხაზეთიდან დევნილი და უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვებისთვის პროექტი-„მშვიდობა მსოფლიო ბავშვებს“ განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც აკადემია „გვირილას“ მოსწავლეების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.
ღონისძიება აკადემია „გვირილას“ 30 წლის იუბილეს მიეძღვნა და მასში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთიდან დევნილმა 70-მდე და უკრაინიდან ლტოლვილმა 30-მდე ბავშვმა, რომლებსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ინიციატივით „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომისიისგან“ (IHRC) მიღებული ჰუმანიტარული დახმარება - სათამაშოები გადაეცათ.
ღონისძიებაზე აკადემია „გვირილამ“ მუდმივი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრს დავით ფაცაციას ჯილდო - „ოქროს არწივი“ გადასცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სსიპ - “აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს“ დირექტორი სალომე დოლიძე და სამინისტროს თანამშრომლები.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
მხარეები ინიციატივებისა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით შეთანხმდნენ ერთობლივი პროექტების, სასწავლო-საგანმანათლებლო, სამეცნიერო ღონისძიებებისა და კვლევების განხორციელებაზე.
სტუდენტებთან შეხვედრისას მინისტრმა ისაუბრა ახალგაზრდების ჩართულობისა და აქტიურობის მნიშვნელობაზე, უპასუხა დასმულ შეკითხვებს და საინტერესო იდეებისა და პროექტების მხარდასაჭერად მზაობა გამოთქვა.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩატარდა. ჩემპიონატში აფხაზეთის საჯარო და ოკუპირებული ტერიტორიის სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე რაულ შენგელია (81 ქულა). მან ამ გამარჯვებით „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეტალონი მოსწავლის" ტიტული და საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მე-2 ადგილზე გავიდა აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის მოსწავლე დიანა გოგია (80 ქულა), მე-3 ადგილზე კი აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი გოდულაძე (77 ქულა).
ინტელექტ-ჩემპიონატის პირველ ათეულში გასულ მოსწავლეებს სამინისტროს სიგელები, ხოლო ყველა მონაწილეს „ეტალონის“ დიპლომები გადაეცა.
ჩემპიონატს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ლობჟანიძე,