აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო
„სამშვიდობო და სამოქალაქო განათლების მხარდაჭერის პროგრამა"
პროექტი „საქმიანი არდადეგები"
პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებს მიეცემათ შესაძლებლობა ტურისტულ კომპანიაში „ნიუკაზი" გაიარონ სპეციალური ტრენინგ-კურსი, შეისწავლონ კონკრეტული მიმართულების/მარშრუტის გიდის/გიდის თანაშემწისათვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები, შედეგად საზაფხულო არდადეგების პერიოდში ჩაერთონ სხვადასხვა ტურისტული მიმართულების მუშაობაში შესაბამისი ფუნქციური დატვირთვით და მიიღონ ფინანსური სარგებელი.
პროექტში მონაწილეობის წესიდა პირობები:
. პროექტში მონაწილეობენ აფხაზეთიდან დევნილი 8-11 კლასის მოსწავლეები;
. აუცილებელი უნარ-ჩვევები:
· უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან რუსული);
· მაღალი აკადემიური მოსწრება;
· კომუნიკაბელურობა;
· გუნდური მუშაობის უნარი;
· მაღალი მოტივაცია;
· სიახლეებისადმი ადვილად შეგუების უნარი.