ცხელი ხაზი 143
აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით კინოთეატრ ,,რუსთაველში ‘' აფხაზეთიდან დევნილი ქართველი და აფხაზი ბავშვებისთვის ფილმის ,,გაღმა ნაპირის" კინოჩვენება მოეწყო. ფილმის ჩვენებას აფხაზი ბავშვები პირველად დაესწრნენ.
საქველმოქმედო აქციაში 100- მდე დევნილმა მოზარდმა მიიღო მონაწილეობა. ბავშვებისათვის კინოჩვენება კინოთეატრ ,,რუსთაველისა'' და ფილმის რეჟისორის გიორგი ოვაშვილის მხარდაჭერით ჩატარდა.