ცხელი ხაზი 143
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია ვარკეთილში, კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა ობიექტს სტუმრობდა. გიორგი ბარამიამ იძულებით გადაადგილებულ პირებს შობა-ახალი წელი მიულოცა და ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საახალწლო საჩუქარი 40-მდე ბავშვმა მიიღო. აღნიშნულ ობიექტზე 32 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. გიორგი ბარამიას ინიციატივით, საჩუქრებს მთელი საქართველოს მასშტაბით კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები 4000-მდე დევნილი ბავშვი მიიღებს.
საქველმოქმედო აქცია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის „კეთილი სამარინელი საქართველოში" მხარდაჭერითა და აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზებით ხორციელდება.