აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ეკა ხოფერია ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილ გარბენს დაესწრო

საერთაშორისო ოლიმპიური დღის აღსანიშნავად, აფხაზეთის რეგიონალური ოლიმპიური ორგანიზაციისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, ლისის ტბის მიდამოებში, ტრადიციული ოლიმპიური გარბენი და სხვა სპორტული შეჯიბრებები ჩატარდა.

ოლიმპიურ გარბენში თბილისისა და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

I, II, III ადგილებზე გასულებს, გოგონებსა და ვაჟებს შორის, შესაბამისი ხარისხის მედლები, თასები და სერტიფიკატები გადაეცათ.

ოლიმპიური გარბენის გამარჯვებულებს მედლები და სიგელები გადასცეს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა, აფხაზეთის რაგიონალური ოლიმპიური ორგანიზაციის თავმჯდომარემ ირაკლი ცხოვრებაშვილმა.