აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად ნანა გაბელია დაინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად ნანა გაბელია დაინიშნა

ახლადდანიშნული მინისტრი თანამშრომლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ წარუდგინა. წარდგენას აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია და სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ეკა ხოფერიას განათლების სფეროში 3 წლის განმავლობაში გაწეული ეფექტიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

ნანა გაბელიას საჯარო სექტორში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი 2021 წლიდან დღემდე იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.