აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო "წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ 2025 წლის II ეტაპის განხორციელებას იწყებს.
პროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ განსაკუთრებული მიღწევებით, ნიჭიერებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ახალგაზრდები აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების სტუდენტები, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები, ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების რეზიდენტები.
სტუდენტებს შეუძლიათ საჭირო დამატებითი დოკუმენტაცია წარადგნინონ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში (მისამართი: თბილისი, დ. უზნაძის ქ. №68).
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე: 143