მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ბანაკი “შემოქმედებითი ტური ანაკლიაში” დახურვის ღონისძიება გაიმართა

აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებით ანაკლიაში ახალგაზრდული ბანაკის „შემოქმედებითი ტური ანაკლიაში“ დახურვის ღონისძიება გაიმართა, სადაც აფხაზეთიდან დევნილმა 40-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

ბანაკის მონაწილეები ჩართულები იყვნენ სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობებში, მათ შორის გამოცდილება მიიღეს გუნდური მუშაობის, ლიდერობის, საჯარო გამოსვლის ტექნიკების, პირველადი დახმარების და პროექტების მართვის მიმართულებით.

ბანაკის დახვურვის ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად დაესწრო, სადაც ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს და ისაუბრეს ახალგაზრდული ბანაკების მნიშვნელობასა და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე.

ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს წარმოდგენილი ქონდათ სამომავლო ხედვები და პროექტები აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ინტეგრაციისა და დაახლოების თემაზე.

შეხვედრას ასევე აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია ესწრებოდა.