მთავარი/სამინისტრო/განათლებისა და კულტურის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
გიორგი ძაძამიამ ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, ალილოს სადღესასწაულო მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათები გადასცა.

თეატრალიზებული სადღესასწაულო მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა.

დღის განმავლობაში შეგროვილი ნობათები, ტრადიციულად, ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებს გადაეცემათ.