აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

„COVID-19-ის გავრცელების რისკის შემცირებაში შეტანილი წვლილისათვის

„COVID-19-ის გავრცელების რისკის შემცირებაში შეტანილი წვლილის, ერთგულების, დაუღალავი შრომისა და თავდადებისათვის“ საქართველოს წითელი ჯვრის სიგელი გადაეცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეს ირმა კეკელიძეს. სიგელს ხელს აწერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე.

ირმა კეკელიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოხალისეთაგან ერთ-ერთია, რომელიც „წითელი ჯვრის“ მიერ იყო დატრენინგებული და სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდა. აპრილ-მაისის ურთულეს დღეებში ირმა კეკელიძე ქ. თბილისის სხვადასხვა რაიონის სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს პირველადი მოხმარების საგნებისა და პროდუქტების ამანათებს ურიგებდა და საჭიროების შემთხვევაში პირველად სამედიცინო დახმარებას უწევდა.

აქცია თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის“ ორგანიზებით და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიმდინარეობდა.