მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლაშა დოლბაძემ მონაწილეობა მიიღო გამწვანების აქციაში.
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გლდანის რაიონში, აფხაზეთიდან დროებით დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ადგილზე გამწვანების აქცია გაიმართა.
 
გამწვანების აქციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლაშა დოლბაძემ, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და დევნილმა ოჯახებმა მიიღეს მონაწილეობა.
 
ღონისძიების ფარგლებში საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სხვადასხვა სახეობის დეკორატიული ხე-მცენარე დაირგო.
 
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა და მისი მიზანია ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ამაღლება, საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება და დევნილთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.