მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თენგიზ ნასარიძემ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თენგიზ ნასარიძემ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მემორიალთან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ვეტერანები იმყოფებოდნენ.