აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან ერთად, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით წარმოდგენილ სპექტაკლს “ზღვის თეატრს” დაესწრო.
რეჟისორ ალექსანდრე ელოშვილის წარმოდგენა დევნილობაში მყოფი ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდა მსახიობების ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელთაც სურთ ქალაქში ახალი თეატრი შექმნან.
სპექტაკლს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ეროვნული გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.