აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ და კომპანია "ჰიპიმ" 11 თვის ბავშვს მისთვის საჭირო საკვების გარკვეული რაოდენობა და ჰიგიენური საშუალებები გადასცა

აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს და "ჰიპის" ერთობლივი აქციის ფარგლებში ჟვანიას კლინიკაში მყოფ სპეციალური საჭიროების ბავშვს საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები გადაეცა.

"ჩვენს სამინისტროს დისტანციურად მომართა დევნილი, დღენაკლული ბავშვის დედამ, ბავშვი საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას და მზრუნველობას, ხანგრძლივი და ინტენსიური მკურნალობის შემდეგ. აქცია ბავშვთა კვების კომპანია "ჰიპის" უაშუალო ჩართულობით წარიმართა, რომელიც დაუყოვნებლივ გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას და დედას საჩუქრად გადასცა ბავშვისთვის საჭირო კვების გარკვეული რაოდენობა", - აცხადებს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მაკა ონიანი.

აქციის ფარგლებში სპეციალური საჭიროების ჩვილს კომპანია "ჰიპის" წარმომადგენლობა საკვებ პროდუქტებს კიდევ გადასცემს.