მთავარი/სამინისტრო/ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო/ახალი ამბები
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სამინისტროს პროგრამებში ჩართულ ბავშვებთან და მათ მშობლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა არსებული საჭიროებები და სამინისტროში მოქმედი პროგრამები განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ ბავშვებს თანამშრომლებთან ერთად საჩუქრები გადასცა. ასევე მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა მხარდამჭერ კომპანიას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით აფხაზეთიდან დროებით დევნილ დედებს ჩაჩავას კლინიკაში გინეკოლოგიური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ.
სამინისტროსა და ჩაჩავას კლინიკას შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ზოგიერთი პათოლოგიის დროულ გამოვლინებასა და მათ პრევენციას.
აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მერაბ მარაქველიძემ ქალბატონებს დედის დღე მიულოცა, სიმბოლურად ყვავილები გადასცა და ჯანმრთელობა უსურვა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და შპს ,,მაღალტექნოლოგიურ ჰოსპიტალ მედცენტრს“, შპს ,,ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტს“, და შპს ,,ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკას” შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე მერაბ მარაქველიძემ,საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ხათუნა ვარშანიძემ და სამედიცინო ცენტრის დირექტორმა მედეა ქაჯაიამ მოაწერეს.
“აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული პოლიკლინიკების განვითარება და ახალი პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. დღევანდელი მემორანდუმის გაფორმების მიზანი აღნიშნულს ემსახურება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი დროებით დევნილი საზოგადოების ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება”- განაცხადა მერაბ მარაქველიძემ.
მემორანდუმი ითვალისწინებს სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის გადამზადებას, დროებით დევნილი მოსახლეობის მომსახურებას ფასდაკლებით და სამედიცინო ცენტრ “დიომედის” ზუგდიდის ფილიალის გინეკოლოგიური კაბინეტის სრულ აღჭურვას.
შეხვედრის მიმდინარეობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩეველი მეგი ჯაში ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად აფხაზეთიდან დროებით დევნილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათები გადასცა.
“აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით აფხაზეთიდან დროებით 1500-მდე დევნილ ოჯახს საახალწლო ნობათი დაურიგდა. მნიშვნელოვანია ჩვენი დროებით დევნილი საზოგადოების მხარდაჭერა, რასაც ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მაქსიმალურად ვუზრუნველვყოფთ. ასევე, დროებით დევნილ მოსახლეობას გადავეცი საინფორმაციო ბუკლეტები, სადაც დეტალურად არის მოცემული ინფორმაცია იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო 2025 წელს განახორციელებს”-განცხადა ლაშა ქარდავამ.
ბროშურაში 2025 წლის პროექტებთან და პროგრამებთაბ ერთად მოცემულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცხელი ხაზის ნომერი 143, რომელზე დარეკვით დევნილი მოქალაქეები მათთვის საჭირო კითხვებზე სწრაფ და სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებენ.

აფხაზეთიდან დროებით დევნილი ვეტერანების ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალურუ დაცვის სამინისტროსა და სს “გეფას” შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ და მედიკამენტების განყოფილების ხელმძღვანელმა ილონა ბენდელიანმა მოაწერეს.

“დღეს მორიგი მემორანდუმი გაფორმდა სააფთიაქო ქსელ გეფასთან, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან სოციალურ მხარდაჭერას ვეტერანებისთვის მედიკამენტებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. სამინისტრო გააფართოებს თანამშრომლობას სხვა სააფთიაქო ქსელებთან, რათა სრულად იქნეს მოცული დროებით დევნილი მოსახლეობა”-განაცხადა ლაშა ქარდავამ.

მემორანდუმი ითვალისწინებს „ჯიპისის“ და „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელებში აფხაზეთიდან დროებით დევნილი ვეტერანებისთვის 2000-მდე მედიკამენტზე 30%-იან ფასდაკლებას, ასევე, წარმოდგენილ არამედიკამენტების სრულ ასორტიმენტზე 10%-იან ფასდაკლებას.

მომსახურების გაწევა კვირის ნებისმიერ დღეს იქნება შესაძლებელი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ⤵️

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მხარდაჭერით, დროებით დევნილ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
 
ყურადღება გამახვილდა ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე პაციენტებზე, რომლებსაც ჩაუტარდათ კარდიოლოგიური კვლევის სრული გამოკვლევა.
 
“მემორანდუმის საფუძველზე მიმდინარე წელს რამდენიმე აქცია ჩატარდა, რომლის ფარგლებში 300-ზე მეტმა ქრონიკული დაავადებების მქონე დროებით დევნილმა მიიღო უფასო სამედიცინო მომსახურება. მსგავსმა თანამშრომლობამ კლინიკებთან დადებითი შედეგი გამოიღო, შესაბამისად სამინისტრო მომავალ წელს გააფართოებს თანამშრომლობის არეალს - განაცხადა ლაშა ქარდავამ”.
 
ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, მინისტრის მოადგილე მანონა გეჯუა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
 
“აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან კარგი და საქმიანი შეხვედრა შედგა. მნიშვნელოვანია სამინისტროებს შორის აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობდეს, რათა ერთობლივი ძალისხმევით გადაიჭრას დევნილ საზოგადოებაში ჯანდაცვითი და სოციალური მიმართულებით არსებული გამოწვევები-განაცხადა ლაშა ქარდავამ”.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებულ პროექტებზე იმსჯელეს და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე შეთანხმდნენ.
 
საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებს და ამ მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო აქტიური თანამშრომლობის და მუდმივი კომუნიკაციის აუცილებლობაზე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 
დოკუმენტს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.
“ბათუმის მერიასთან მემორანდუმს მოეწერა ხელი. ჩვენი მიზანია თანამშრომლობის განვითარება აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და ბათუმის მერიას შორის, რაც დადებით გავლენას მოახდენს აფხაზეთიდან დროებით დევნილი საზოგადოების ჯანმრთელობასა და სოციალურ მდგომარეობაზე-განაცხადა ლაშა ქარდავამ”.
 
მემორანდუმი ითვალისწინებს მჭიდრო და ეფექტურ თანამშრომლობას ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებაში, ორმხრივად საინტერესო ღონისძიებებზე მიწვევას და პროგრამების განხორციელებაში ხელშეწყობას.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩეველი მეგი ჯაში და ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა.
“ბათუმის მერიასთან მემორანდუმს მოეწერა ხელი. ჩვენი მიზანია თანამშრომლობის განვითარება აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და ბათუმის მერიას შორის, რაც დადებით გავლენას მოახდენს აფხაზეთიდან დროებით დევნილი საზოგადოების ჯანმრთელობასა და სოციალურ მდგომარეობაზე-განაცხადა ლაშა ქარდავამ”.
მემორანდუმი ითვალისწინებს მჭიდრო და ეფექტურ თანამშრომლობას ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებაში, ორმხრივად საინტერესო ღონისძიებებზე მიწვევას და პროგრამების განხორციელებაში ხელშეწყობას.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩეველი მეგი ჯაში და ბათუმის მერის მოადგილე ლელა სურმანიძე ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ქვემო ქართლის რეგიონში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
აქციის ფარგლებში ბენეფიციარებს მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტების კონსულტაცია ჩაუტარდათ და ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მანონა გეჯუა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებს "დიომედი აფხაზეთის" პოლიკლინიკაში უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწიათ.
 
100-ზე მეტ ბენეფიციარს 10-მდე სხვადასხვა პროფილის, თბილისის წამყვანი კლინიკების, მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ, ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
 
"სამინისტროში მოქმედი "მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევების" პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში მცხოვრები ჩვენი დევნილებისთვის, რათა გავზარდოთ მათი ხელმისაწვდომობა სხვადასხვა სამედიცინო მომსახურებებზე. მსგავსი აქციები ხელს უწყობს სამინისტროში მოქმედი სხვა პროგრამების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობას, რაც საერთო ჯამში დადებითად აისახება ჩვენი დევნილების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე”, - განაცხადა ლაშა ქარდავამ.
 
ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, პირველი მოადგილე მერაბ მარაქველიძე, მოადგილე მანანა გეჯუა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ლევან თევზაიასთან ერთად ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ
მოსახლეობას შეხვდა.
 
“აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად რეგიონებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებთან ჩვენი ვიზიტები გრძელდება. შეხვედრის ფარგლებში მოსახლეობას ვაცნობთ დევნილთა მხარდაჭერის მიმართულებით არსებულ პროგრამებს და სამომავლო გეგმებს, ასევე ვისმენთ მათ საჭიროებებს და ვახდენთ თითოეული პრობლემის იდენტიფიცირებას”- განაცხადა ლაშა ქარდავამ.
 
შეხვედრის მიმდინარეობას აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის დელეგატი ზაზა ლომინაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე პოლიკლინიკების რეფორმირების საკითხი წარადგინა, რის საფუძველზეც მინისტრის ინიციატივით სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეში არსებულ “დიომედი აფხაზეთი”-ს პოლიკლინიკებში ჯვარის, ზუგდიდისა და ხობის ფილიალში სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
 
“სამინისტრომ დაიწყო მუშაობა მის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიკლინიკების რეფორმირების საკითხზე. პირველ რიგში ჩვენი მიზანია ძირეულად შევისწავლოთ პოლიკლინიკებში არსებული სიტუაცია და ერთობლივად ვიზრუნოთ თითოეული პრობლემის და საჭიროების გადაჭრაზე. სამუშაო ვიზიტები გაგრძელდება და ეტაპობრივად ყველა პოლიკლინიკაში არსებულ ვითარებას გავეცნობით”- განაცხადა ლაშა ქარდავამ.
 
“დიომედი აფხაზეთი”-ს პოლიკლინიკების დირექტორმა ნინო დოხნაძემ სამუშაო ჯგუფთან და მინისტრის პირველ მოადგილე მერაბ მარაქველიძესთან ერთად მოისმინა პრობლემური საკითხები და საჭიროებები, ასევე პოლიკლინიკების წარმომადგენლებს გააცნო რეფორმირებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები.
აფხაზეთის ა/რ მთავრობის სხდომაზე გაცემული დავალების შემდეგ, დევნილ მოსახლეობასთან მინისტრთა კაბინეტის წევრების შეხვედრები გრძელდება.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა ხონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
 
“შეხვედრის ფარგლებში დეტალურად გავეცანი ხონში მცხოვრები აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს. აქვე, მინდა, მადლობა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას მოქალაქეებისა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულებისთვის. ჩვენი მიზანია ერთობლივი ძალისხმევით მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადავჭრათ ის პრობლემები, რომლებიც დევნილი მოსახლეობის წინაშე დგას”, - განაცხადა ლაშა ქარდავამ.
 
შეხვედრის მიმდინარეობას აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, მინისტრის მოადგილე ელისო გვასალია, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს წევრი ბაჩანა ბასილაია ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ვაზიანის სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
 
აქციის ფარგლებში ბენეფიციარებს მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტების კონსულტაცია ჩაუტარდათ და ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
 
ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მანონა გეჯუა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.