აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

დავით ფაცაცია როდოსის მერს- ანტონის კამბურაკისს შეხვდა

საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი - დავით ფაცაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე - ანზორ მარგიანი საბერძნეთის ქალაქ როდოსის მერს - ანტონის კამბურაკისს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა პრიორიტეტულ მიმართულებებზე, უკვე არსებულ პარტნიორობასა და შემდგომი თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული ღონისძიებების ერთობლივად განხორციელების მიზნით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა ქალაქ როდოსის მერს - ანტონის კამბურაკისს თანადგომისა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საერთაშორისო ბანაკის განხორციელების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე - გურამ მისაბიშვილი და სსიპ - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი - სალომე დოლიძე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.