აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

დავით ფაცაცია აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს პირადად ესტუმრა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, თავის პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს პირადად ესტუმრა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათები გადასცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებითა და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით საახალწლო ნობათები მთელი საქართველოს მასშტაბით, 800-მდე აფხაზეთიდან დევნილმა პირმა მიიღო.

ნობათები მიიღეს დედ-მამით ობოლმა არასრულწლოვანებმა, 90 წელს გადაცილებულმა, სოციალურად დაუცველმა, მარტოხელა მშობლის სტატუსისა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებმა.

სადღესასწაულო საჩუქრები გადაეცათ ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებსა და მრავალშვილიან ოჯახებს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღების გამოჩენა ამ ადამიანების მიმართ, განსაკუთრებით კი წინასაახალწლო დღეებში, როცა ყოველ ოჯახს დამატებით უამრავი საჭიროება უჩნდება.

მინდა თითოეულ მათგანს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი და ვუსურვო ულევი ბედნიერება, სიკეთე და ჯანმრთელობა. დაე, 2023 წელი გახდეს ჩვენი სამშობლოს გაერთიანების წელი, რაც შექმნის ახალ შესაძლებლობებს უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“ - დავით ფაცაცია.