მთავარი/სამინისტრო/იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო
სამუშაო შეხვედრა დეპარტამენტის თავმჯდომარესთან

2019 წლის 25 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძესთან შემდგარ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ  აფხაზეთის ა.რ იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი,აფხაზეთის ა/რ მთავრობის აპარატის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი რევაზ ცინარიძე,აფხაზეთის ა/რ მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან ურთიერთობის და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი აქუბარდია,აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ა/რ წარმომადგენლობის იურიდიული  კადრებისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსი დავით ჭედია , დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი ბულისკერია და დავით მიქავა, სამმართველოს უფროსი რომან კოკაია.

სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა საკითხი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში სარემონტო აღდგენითი სახის სამუშაოების ჩატარების წესი, პროცედურები, სარემონტო აღდგენითი სამუშაოების უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები და სხვა პროცედურული საკითხები.