2019 წლის 18 დეკემბერს, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ და ევროპის უნივერსიტეტის ენებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ფიქრია თორიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
     მემორანდუმის მიზანია:
- აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების შერჩევა ინგლისური, რუსული, გერმანული და ჩინური ენების შესწავლის უზრუნველსაყოფად;
 
-  მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებზე თანამშრომლობა;
 
-  სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისა და პროფესიულ ინფორმაციული რესურსების გაზიარება;
 
-  ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების, კონკურსებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება.