აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სენაკში, ეგრისის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს, იმერეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა დისპენსერი და სადეზინფექციო ხსნარი გადასცეს.

 იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე ნათია კოპალიანი, დევნილებთან ურთიერთობის, სოციალური პროგრამებისა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსი რომან ყოლბაია სამტრედიაში, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტში - ს\ს ბალნ\კურორტი სამტრედია (მისამართი - სამტრედია, ეგრისის ქ. N 56) მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

 დევნილთა უმთავრესი მოთხოვნა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად შენობა შეფასებულია როგორც ნგრევადი, მესამე კატეგორია. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების სააგენტოსგან აქვთ სიტყვიერი თანხმობა განსახლების საკითხის უახლოეს პერიოდში გადაწყვეტაზე. შენობა იმდენად ავარიულია, რომ ძლიერი ქარის დროს კედლებიდან აგურები და სამშენებლო ნარჩენები ცვივა.

 კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩასახლებას გადაეცა დისპენსერი (ერთი ცალი) და სადეზინფექციო ხსნარი (ხუთლიტრიანი ბიდონი - ერთი ცალი). შეხვედრის ბოლოს ითქვა, რომ ტერიტორიული ორგანო გარკვეული პერიოდულობით შეხვდება დევნილ მოსახლეობას და გაცვლიან ინფორმაციებს.