აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

იმერეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქრები გადაეცათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით თერჯოლა, ზესტაფონი, ჭიათურა, საჩხერე, ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიება შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ჩართულობით 3-დან 8 წლამდე ასაკის, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები (სოციალური სარეიტინგო ქულა 30000-ზე ნაკლები), აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის განხორციელდა.