მთავარი/სამინისტრო/იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო/ახალი ამბები
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო

ახალი ამბები

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა - დავით ფაცაციამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მინისტრის აპარატის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
ანგარიში ეხებოდა მინისტრის აპარატის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობას, ასევე წარდგენილი იყო მინისტრის აპარატის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდასთან დაკავშირებული ხედვები, მიმდინარე რეფორმები და დაგეგმილი პროექტები.

მოხსენების დასრულების შემდეგ, დავით ფაცაციამ დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე წლის 24 მარტს ZOOM პლატფორმის საშუალებით გაიმართება ლექცია თემაზე - „ქოუჩინგი წარმატებისთვის“.
 
ქოუჩინგი და ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება არის მომავლის მოდელირების ტექნოლოგიები. გონების ვარჯიში, მუშაობა საკუთარ თავზე, საკუთარ მიზნებზე და შესაძლებლობებზე, შიშები და წინააღმდეგობები, მოტივაცია და რესურსები - ამ მიმართულებებით გაცნობიერება და თვითგანვითარება გვეხმარება წარმატების მიღწევაში.
ლექციის თემებია: რამდენად გაცნობიერებულად ცხოვრობ? რა მიზანი გაქვს? შინაგანი კონფლიქტები და შიშები, ფასეულობები, ქმედება და პროგრესის მართვა.
 
სპიკერი: ირინა ჭოჭუა, ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში, საერთაშორისო ასოციაცის წევრი The Society of Neuro-Linguistic Programming™, სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი ICF-ის სტანდარტებით, “ქოუჩინგ ლაბის” დამფუძნებელი.
 
დრო: 24 მარტი, 16:00 სთ.
ხანგრძლივობა: 1 სთ.
ლექცია ჩატარდება დისტანიურად ZOOM პლატფორმის საშუალებით
მონაწილეობა უფასოა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა - 23 მარტი.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: რ ე გ ი ს ტ რ ა ი ა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიება „ხელოვნება გვაერთიანებს“ გაიმართა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - რუსლან აბაშიძემ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის მოადგილე - დავით გვაძაბიამ. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთზე ლექსები წაიკითხეს სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა - ნანა ხურითმა და მერაბ ყოლბაიამ.

ღონისძიებაზე მოეწყო, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებშ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მიერ შექმნილი 2021 წლის კალენდრის გამოფენა-პრეზენტაცია.

კალენდარში ასახულია პოეტების მიერ ქართულ-აფხაზურ თემაზე შექმნილი ლექსები და მისი მიზანია ქართველებისა და აფხაზების უნიკალური ურთიერთოებების წარმოჩენა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი - დავით ფაცაცია, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული ჟურნალისტის, აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელის - ალექსანდრე ბერულავას მეუღლესა და საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას მეუღლეს ეწვინენ და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილის, ბელა კოპალიანის, მოადგილეების, დავით გვაძაბიასა და დემურ კეკელიას, მინისტრის აპარატის თანამშრომლების მონაწილეობით სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ თბილისსა და რეგიონებში აფხაზეთის ომში მონაწილე ქალბატონებს და სამშობლოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულთა ოჯახის წევრებს.
ღონისძიება ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.

დღეს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად ვაკის პანთეონში ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.

,,ჟიული შარტავა იყო ადამიანი, რომელმაც ბოლომდე იბრძოლა, არ დატოვა სოხუმი და   თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, სიძლიერეს, მომავალს და ამით  ერთგულების, თავდადებისა და გაუტეხლობის სიმბოლოდ იქცა. 

ჩვენი ვალდებულებაა, არასოდეს დავივიწყოთ სამშობლოს ერთგული შვილები, რომლებმაც  სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს ღირსებას  და გავაგრძელოთ იმ იდეებისთვის ბრძოლა, რისთვისაც ჟიული შარტავა სიცოცხლის ბოლო წუთამდე დარჩა სოხუმში.

დიდება სამშობლოსთვის თავდადებულ გმირს!" - აღნიშნა დავით ფაცაციამ.

 
დავით ფაცაცია აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ჯუმბერ ბეთაშვილის მეუღლეს, ნელი ბეთაშვილს სახლში ესტუმრა და დედის დღე მიულოცა.
ჯუმბერ ბეთაშვილი იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი, ომის დროს კი სახელმწიფო მდივანი.
1993 წლის 27 სექტემბერს - სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზეთის მინსტრთა საბჭოს შენობაში ჯუმბერ ბეთაშვილი ჟიული შარტავასა და მის თანმხლებ პირებთან ერთად გაიყვანეს, შემდეგ ხელებშეკრული სანაპიროსკენ წაიყვანეს და ძველი საოლქო პარტიული კომიტეტის შენობასთან დახვრიტეს.
,,დედის დღე - ასევე, განსაკუთრებით მინდა მივულოცო საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა დედებსა და მეუღლეებს. თქვენ ყველაზე ძლიერი და ღირსეული ქალბატონები ბრძანდებით, რადგან ჩვენი სამშობლოს დასაცავად ყველაზე ძვირფასი გაიღეთ. სწორედ თქვენი და თქვენნაირი ქალბატონების გმირობისა და გამძლეობის მაგალითია საქართველოს მთელი ისტორია.” - აღნიშნა დავით ფაცაციამ.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით სასაჩუქრე პაკეტები გადაეცემათ თბილისსა და რეგიონებში აფხაზეთის ომში მონაწილე ქალბატონებს და სამშობლოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულთა ოჯახის წევრებს.

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე, საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

გურამ გაბესკირია 1947 წლის 2 მარტს, ქალაქ სოხუმში დაიბადა. 1992 წელს გურამ გაბესკირია სოხუმის მერი გახდა, ხოლო 1993 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს და თავდაცვის საბჭოს წევრი. 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, აფხაზმა სეპარატისტებმა პოლკოვნიკი გურამ გაბესკირია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დახვრიტეს.

2017 წლის 27 სექტემბერს, გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ დავით ფაცაციასთან და აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორ ბესიკ სილაგაძესთან ერთად თბილისში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა. მთავრობის წარმომადგენლებმა ეკლესიის მრევლს, აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიებაში ასევე ტაძრის წინამძღვარი მამა ლევან ჯანაშია მონაწილეობდა.

ღონისძიება აფხაზეთის სულიერების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და მსგავსი სახის საქველმოქმედო აქციები მომავალშიც გაგრძელდება.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში ფოტოგამოფენები „საბჭოთა ოკუპაციის 100 წელი“,  „აფხაზეთი დღეს“ და „მუჰაჯირობა“ მოეწყო, ასევე გაიმართა მუჰაჯირობასთან დაკავშირებული პუბლიკაციის პრეზენტაცია.

გამოფენა მისასალმებელი სიტყვით გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მიმართა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ.

ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მალხაზ თორია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი (გეგა) შენგელია, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი კოტე ბასარია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ბოლოს მინისტრმა დავით ფაცაციამ ზუგდიდის სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრის ბენეფიციარებს სასაჩუქრე პაკეტები გადასცა.

დღეს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარე - რუსლან აბაშიძესთან ერთად საქართველოს იუსტიციის მინისტრს ბატონ გოჩა ლორთქიფანიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამართლებრივ გამარჯვებაზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველომ მიმდინარე წლის 21 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით მიაღწია.
ასევე, იმსჯელეს მნიშვნელობაზე ქვეყნის დეოკუპაციის პროცესში და გადაწყვეტილების აღსრულებისთვის საჭირო იმ ღონისძიებებზე, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აქვს დაგეგმილი.
საუბარი, ასევე შეეხო, ურთიერთთანამშრომლობის გზებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

გილოცავთ სახელმწიფო დროშის დღეს!

საქართველოს სახელმწიფო დროშა არის სიმბოლო საქართველოს ისტორიული გზის – ქრისტიანული ბრძოლის, ბრძოლის თავისუფლებისათვის, ღმერთისათვის, ღირსებისათვის და საქართველოს ერთიანობისათვის. ამ დროშის ქვეშ შეიქმნა დიდი ქართული სახელმწიფო, რომელმაც ყველა დამპყრობელი დაამარცხა და კვლავაც დაამარცხებს, რადგან გაუტეხელია ქართული სული და ღირსეული ქართველების სამშობლოსადმი სიყვარული.
კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ ქართულ ჯარს და ყველა ღირსეულ ქართველს, რომელიც ყოველთვის და ყველგან მზად არის დაიცვას ჩვენი დიდებული სამშობლო – საქართველო!

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთიდან დევნილ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს მარინა გადელიას სახლში ესტუმრა, შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, მიმდინარე წლის 14-22 დეკემებერს, გაიმართება ვებინარები აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის.
ტრენინგები ხორციელდება კემბრიჯის განათლების ცენტრის თანადგომით.
ტრენინგების მიზანია ახალგაზრდებისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისა და ინტერესის სფეროში დახელოვნების ხელშეწყობა, ტრენინგებით გათვალისწინებული საკითხებით მსმენელის დახმარება, გაეცნოს და შეარჩიოს მისთვის შესაფერისი კარიერული განვითარების ინსტრუმენტები და ტექნიკა, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს აფხაზეთის მოსახლეობის სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესებს.
მონაწილეები ტრენინგების განმავლობაში გაეცნობიან შემდეგ საკითხებს:
1. ჯანსაღი ახალგაზრდობის პოლიტიკა- 14 დეკემბერი
2. როგორ შევარჩიოთ პირველი სამსახური - 16 დეკემბერი
3. გზა პირველი ბიზნეს იდეიდან მის განხორციელებამდე - 18 დეკემბერი
4. როგორ შევადგინოთ ბიზნეს გეგმა - 22 დეკემბერი.
ტრენინგების განხორციელების განრიგი: 14 – 22 დეკემბერი. თითოეული მოდულის ხანგრძლივობაა 2 საათი.
ტრენინგები ჩატარდება დისტანციურად.
ტრენინგებში მონაწილეობა უფასოა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 12 დეკემბერი.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:  რეგისტრაცია 
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ემიგრაციაში მცხოვრები მოზარდებისა და საქართველოში მცხოვრები მათი თანატოლებისთვის დამზადდა ჰუდები.
 
ჰუდები, ფონდის "დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის" პირველი საერთაშორისო დიასპორული ონლაინ-სკოლის მოსწავლეთათვის დამზადდა, მათთვის შერჩეული სპეციალური დიზაინით - აფხაზეთის ქალაქების სახელწოდებების წარწერებითა და მხარზე საქართველოს რუკით.
 
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო, მოსწავლეებისთვის შერჩეული საჩუქრების, ჩვენს სამშობლოში გადაცემა ვერ მოხერხდება, თუმცა ისინი 20-მდე ქვეყანაში გაიგზავნა ადრესატებთან.
 
აღსანიშნავია, რომ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი და ფონდი "დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის" აფხაზეთის თემის პოპულარიზაციისთვის მომავალშიც გეგმავენ საერთო პროექტების განხორციელებას.