აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ახალი ამბები
წარმომადგენლობამ ორი დალოგინებული ბენეფიციარი ოჯახში მოინახულა

დღეს,  წარმომადგენლობის თანამშრომელმა ირინე წიფიანმა, ზეპირი მომართვების საფუძველზე, ორი დევნილ მოქალაქესთან ოჯახებში ვიზიტი  განახორციელა. კერძოდ,  ქუთაისში, ნიკეას პირველი შეს. #12-ში მცხოვრები ნატო გობეჩია (პირველი ჯგუფის ინვალიდი) და წყალტუბოში, სანატორიუმ "მეტალურგში" მცხოვრები ავთანდილ ბაბლიძე  (მეორე ჯგუფის ინვალიდი) მოინახულა. დევნილი მოქალაქეები რამდენიმე წელია ლოგინად ჩავარდნილი არიან და დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირთ. ისინი  წარმომადგენლობაში მოქმედი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით დაგაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების  გაცემის" პროგრამით გათვალისწინებული ერთჯერადი მატერიალური დახმარების მიმღები ბენეფიციარები არიან, თუმცა, ამჯერად, დახმარება  ინვალიდის ეტლების შეძენასთან დაკავშირებით ითხოვეს. ირინე წიფიანმა მოქალაქეებს კანონით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად აუღო ზომები ეტლების დასამზადებლად. წარმოამდგენლობა მათ წერილობით უშუამდგომლებს აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინაშე და  მომზადებული შესაბამისი  დოკუმენტების საფუძველზე,  სამინისტროს დაფინანსებით მათ დაუმზადდებათ და გადაეცემათ ინვალიდის ეტლები.

წარმომადგენლობა ზესტაფონში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლები ლელა სახელაშვილი და თინათინ ზუხბაია ზესტაფონში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლებულ ობიექტებში (ქალაქის პოლიკლინიკა, უზნაძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საავადმყოფო, მაღლაკელიძის #5,  მაღლაკელიძის #11)  მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.

წარმომადგენლობის მიერ დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ  მთავრობის, აფხაზეთის  ა/რ ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უშუალოდ წარმომადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებით გათვალისწინებული სოციალური, მცირე სარემონტო  და სხვა პროგრამების შესახებ.  შეხვედრაზე უზნაძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა  დაზიანებული ჟოლობების პრობლემა წამოჭრეს, რაზეც წარმომადგენლობის თანამშრომლებისაგან განემარტათ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებით უნდა მიმართონ "აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების კომისიას."

წარმომადგენლობის თანამშრომლებმა, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თხოვნით ობიექტებზე, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრეს საინფორმაციო ფურცლები, სადაც  მითითებულია  აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს  საკონტაქტო ინფორმაცია (ოფიციალური  ფეისბუქ გვერდი და ცხელი ხაზი) და ასევე დევნილი მოსახლეობის კანონიერი უფლებების დაცვისა და მზაობა მათ წინაშე წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტის საქმეში  დახმარების გასაწევად.

შეხვედრაზე, ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის სხვა პრობლემების შესახებაც  და  დაისახა გზები მათი მოგვარებისათვის.

წარმომადგენლობის თანამშრომლები, ასევე, შეხვდნენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის თანამშრომლებს და გაცვალეს ინფორმაციები ზემოაღნიშნული პროგრამების შესახებ.

წარმომადგენლობაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გამცემი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა

2020 წლის 18 თებერვალს წარმომადგენლობაში იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში დროებით განსახლებული, აფხაზეთიდან დევნილი, ერთჯერადი მატერიალური დახმარების გამცემი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით დაგაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების  გაცემის წესის“ შესაბამისად, განხილული განცხადებებიდან ბენეფიციართა სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, კომისიამ გადაწყვიტა დაეკმაყოფილებინა 149 დევნილი ბენეფიციარი, რაზეც კვარტალური ბიუჯეტიდან გაიხარჯა 23000 ლარი. კომისია დარჩენილი განცხადებების განსახილველად კვლავ შეიკრიბება.

 

წარმომადგენლობა წყალტუბოში სანატორიუმ "გეოლოგში" მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

მიმდინარე წლის 12 თებერვალს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა წყალტუბოში, სანატორიუმ  "გეოლოგში" განსახლებულ დევნილებს შეხვდა. შეხვედრის დროს სან. გეოლოგში მცხოვრებმა დევნილებმა აღნიშნეს, რომ  იმყოფებიან გაუსაძლის საყოფაცხოვრებო პირობებში, რის დასტურადაც მოიყვანეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის  ეროვნული ბიუროს 2018 წლის წერილობითი დასკვნა. დასკვნაში წერია, რომ   „ვიზუალური დათვალიერებით სანატორიუმ "გეოლოგის" შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, შექმნილია აუტანელი და მობინადრეების ჯანმრთელობისთვის საშიში ანტისანიტარიული მდგომარეობა, ხოლო გასასვლელით  დაკავშირებული შენობის ტექნიკური მდგომარეობა ავარიულია და ექვემდებარება დემონტაჟს ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული პროექტის საფუძველზე" (ამონაწერი დასკვნიდან).

შეხვედრაზე დევნილებმა აღნიშნეს, რომ მათი უმთავრესი პრობლემა ბინებით უზრუნველყოფაა და  აღნინული საკითხის გასარკვევად და სასწრაფოდ მოსაგვარებლად ითხოვენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების ახალშექმნილი სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ადგილზე შეხვედრას. წარმომადგენლობის მხრიდან აღინიშნა, რომ აღნიშნული საკითხის თაობაზე დევნილებს გაუწევს წერილობით შუამდგომლობას აფხაზეთის მთავრობის ზემდგომ სტრუქტურებში. ამავდროულად, მოისმინეს დევნილი მოსახლეობის სხვა  პრობლემების შესახებაც  და  დაისახა გზები წამოჭრილი პრობლემების მოგვარებისათვის.

წარმომადგენლობის თანამშრომელთა მიერ დევნილებს მიეწოდათ ინფორმაციები აფხაზეთის ა/რ  მთავრობის, აფხაზეთის  ა/რ ჯანდაცვის სამინისრტოს, უშუალოდ წარმომადგენლობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებით გათვალისწინებული სოციალური, მცირე სარემონტო  და სხვა პროგრამების შესახებ.

დევნილებთან შეხვედრას ესწრებოდნენ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია, ხელმძღვანელის მოადგილე ნათია კოპალიანი, დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ლეკვეიშვილი და  უფროსი სპეციალისტი თეიმურაზ კუხალაშვილი.

ქუთაისში დევნილი ბავშვებისათვის სპექტაკლის "ბრემენელი მუსიკოსები" ჩვენება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის ა/რ მთავრობის განათლებსა და კულტურის სამინისტროს და იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის  ორგანიზებით ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის სპექტაკლის "ბრემენელი მუსიკოსები" ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და წარმომადგენლობის თანამშრომლები. სპექტაკლის ბოლოს 500 - მდე მოზარდს საჩუქრად ტკბილეული გადაეცა.

წტალტუბოში, სანატორიუმ "მეგობრობაში" გაჩენილ ხანძარს ორი დევნილი ემსხვერპლა

მიმდინარე წლის 8 იანვარს გამთენიისას, ქ. წყალტუბოს სანატორიუმ „მეგობრობის“ ერთ-ერთ ოთახში, სავარაუდოდ გაუფრთხილებლობით, გაჩნდა ხანძარი, რომელსაც ემსხვერპლა ორი დევნილი მოქალაქე  ლეილა ზაქარაია და ვალენტინა პერევერზევა. ამჟამად, მიმდინარეობს გამოძიება ხანძრის გამომწვევი და მოქალაქეების გარდაცვალების ზუსტი მიზეზების დასადგენად. გარდაცვლილები იყვნენ სოციალურად დაუცველები, მათ შორის ვ. პერევერზევა მარტოხელა მოხუცებული, ხოლო ლეილა ზაქარაიას დარჩა ორი შვილიშვილი. ზაქარაიას ოჯახისათვის შესაძლებლობის ფარგლებში მატერიალური დახმარების გასაწევად შუამდგომლობა აღიძრა აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიმართ. ხოლო, ვინაიდან ქ-ნ ვ. პერევერზევას არ გააჩნია ნათესავები, მისი დაკრძალვის ხარჯებს გაიღებს ქ. წყალტუბოს მერია.

წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბესიკ ჭანტურია დაინიშნა.

იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბესიკ ჭანტურია დაინიშნა. თანამშრომელთა წინაშე ახალი ხელმძღვანელი წარადგინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრმა კონსტანტინე კუჭუხიძემ და მინისტრის მოადგილეებმა დავით მიქავამ და გურამ მისაბიშვილმა. ბესიკ ჭანტურია წარმომადგენლობაში სხვადასხვა წლებში მუშაობდა  ახალგაზრდობის საკითხებში სახელმწიფო მრჩევლად,  დევნილებთან ურთიერთობის, სოციალურ საკითხთა და  რეგიონული მართვის სამსახურის უფროსად,  აპარატის უფროსად, ბოლოს კი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.

ბესიკ ჭანტურიას ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა. აქციის ფარგლებში იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ საკურატორო რეგიონის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის დევნილებს საახალწლო ნობათი გადასცა და ახალი წელი მიულოცა.

წარმომადგენლობაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების მორიგი სხდომა გაიმართა

2019 წლის 4 დეკემბერს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმოადგენლობაში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გამცემი კომისიის მეთექვსმეტე სხდომა გაიმართა. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით დაგაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების  გაცემის წესის“ შესაბამისად, განხილული განცხადებებიდან ბენეფიციართა სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, კომისიამ გადაწყვიტა დაეკმაყოფილებინა 32 დევნილი ბენეფიციარი, რაზეც კვარტალური ბიუჯეტიდან გაიხარჯა 3950 ლარი. მიმდინარე წელს სულ დაკმაყოფილდა  896 დევნილი ბენეფიციარის განცხადება რაზეც დაიხარჯა  125000 ლარი. ამ დროისათვის განსახილველ განცხადებათა  რაოდენობა და წლიური ფინანსური ასიგნებები ამოწურულია.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინსტროსა და სამშნებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2" -ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ზესტაფონში იმყოფებოდა, სადაც  აფხაზეთის ა/რ მთავრობის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მეომორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმის მიზანია აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად ერთობლივი საერთაშორისო და ახალი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება, მოხალისეების ჩართულობის ხელშეწყობა სასწავლო პროცესში, სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის განხორციელება, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად სამუშაოების მაძიებელთა პროფესიული მომზადების სახელმწიფო პროგრამის განხორციელება და მათში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირთა ჩართულობა.

შეხვედრას ესწრებოდნენ  იუსტიციისა და სამოქალაქო საკითხებში აფხაზეთის ა/რ მინისტრი დავით ფაცაცია; აფხაზეთის ა/რ განათლებისა კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ქვაჩახია; აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი ნანა გოგოხია; ზესტაფონის მუნიციპალუტეტის მერი გიორგი გოგლიჩიძე, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ა/რ ში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და წარმომადგენლობის თანამშრომლები.