აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

13 იანვარს, ქ. ქუთაისში, საქართველოს პარლამენტმა საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე 200 დევნილ მოზარდს უმასპინძლა.

13 იანვარს, ქ. ქუთაისში, საქართველოს პარლამენტმა საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე 200 დევნილ მოზარდს უმასპინძლა.  ბავშვებს 2017 წლის დადგომა მოულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს პარლამენტის თავმჯდომარემ ბატონმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის წევრებმა, რის შემდეგაც საზეიმო ღონისძიებამ ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გადაინაცვლა, სადაც ბავშვებს წარმოუდგინეს სპექტაკლი „ჭინჭრაქა“. 

ღონისძიებაში, რომლის ორგანიზებაში   ჩართული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობა, მონაწილეობა მიიღეს სამტრედიის მუნიციპალიტეტში განთავსებულმა 6-დან 12 წლამდე ასაკის მოზარდებმა და ქ. ქუთაისში მოქმედი აფხაზეთის, N5 და ჟიული შარტავას სახელობის N6 საჯარო სკოლების აღსაზრდელებმა.