აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

წარმომადგენლობა ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში განთავსებულ დევნილ მოსახლეობას შეხვდა

სამოქმედო რეგიონში განთავსებულ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრების პროგრამის ფარგლებში, რომელის მიზანს დევნილთა ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მათ წინაშე არსებული პრობლემების შესწავლა და აღმოფხვრის ხელშეწყობა წარმოადგენს,  იმერეთის, გურიის , რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა, მიმდინარე წლის 1 მარტს შეხვდა ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას.

პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა და თანმხლებმა თანამშრომლებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია და ბეჭდური მასალა იმ სერვისების შესახებ, რომლებიც გათვალისწინებულია სახელმწიფო სტრუქტურების პროგრამებით და რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ დევნილმა ბენეფიციარებმა. მოისმინეს და ადგილზე შეისწავლეს ის პრობლემები, რომლებიც მათი განსახლების ობიექტებში არსებობს. ძირითადად ისინი კომუნალური ხასიათისაა და ზოგიერთი მათგანის გამოსწორება შესაძლებელია წარმომადგენლობის რესურსებით. არის ისეთი სახის პრობლემები, რომლებიც სხვა წყაროების მოზიდვით უნდა მოგვარდეს, რაზედაც მოქალაქეებს   მიეცათ შესაბამისი განმარტებები და რეკომენდაციები. ასევე კომპეტენციის ფარგლებში გაეცა პასუხები დევნილთათვის საინტერესო შეკითხვებს.