აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ტელეფონი: (+995) 551 08 09 84

ელ.ფოსტა: contactus@mhsa.gov.ge

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი №16, სართული 6, 0186, თბილისი, საქართველო

 

2024 წლის პროგრამები

 ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილთა ამბულატორიული დახმარების პროგრამა (9 ქვეპროგრამა)

 

1. ბავშვთა და მოზრდილთა რეაბილიტაცია:

მომსახურება მოიცავს:

  • ფიზიკური თერაპია  (ვარჯიში, მასაჟი);
  • ჰიდროკინეზო თერაპია;
  • აპარატურული ფიზიოთერაპია;
  • ბინაზე მომსახურება.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს: რეაბილიტაციის 1 კურსი შედგება 20 სეანსისგან და ითვალისწინებს არჩევითად (საჭიროებისამებრ) ფიზიკურ თერაპიას (მასაჟი, ვარჯიში), აპარატურულ ფიზიოთერაპიას, ჰიდროკინეზოთერაპიას.

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.

2. კლინიკურ-ლაბორატორიული  კვლევები:

  • ლაბორატორიული  კვლევები;
  • ენდოსკოპიური კვლევები;
  • ინსტრუმენტული კვლევები;

ქვეპროგრამა ითვალისწინებს: ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი (კონკრეტული შემთხვევა) ფინანსდება თანადაფინანსების გზით ქვეპროგრამით დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში. 

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.

3. ბავშვთა და მოზრდილთა სტომატოლოგია:

ბავშვთა სტომატოლოგიური მომსახურება:

  • თერაპიული და ქირურგიული მომსახურების დაფინანსება  ბავშვებში;
  • ზედა და ქვედა ყბის პლასმასის მოსახსნელი პროტეზით მომსახურება მოზრდილებში.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს: ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი (კონკრეტული შემთხვევა) ფინანსდება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ  სამედიცინო დაწესებულებასთან გაფორმებული  ხელშეკრულების საფუძველზე. 

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი, რომელიც არის სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ან/და მრავალშვილიანი (4+) ოჯახის წევრი.

4. მხედველობის ორგანოს სკრინინგი:

    • ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია (მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა (რეფრაქციის დადგენა, რეფრაქტომეტრია), ტონომეტრია, წინა და უკანა საკნების ოფთალმოსკოპია);
    • რქოვანას ტოპოგრაფია;
    • ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფია;
    • კომპიუტერული პერიმეტრია.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს: ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი (კონკრეტული შემთხვევა) ფინანსდება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ სამედიცინო დაწესებულებასთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე.  

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.

5. რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობა:

  • დადასტურებული უშვილობის დიაგნოზის მქონე პაციენტთა ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებული მომსახურების თანადაფინანსება;

ქვეპროგრამა ითვალისწინებს: ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი (კონკრეტული შემთხვევა) ფინანსდება თანადაფინანსების გზით ქვეპროგრამით დამტკიცებული ლიმიტის მიხედვით.

პროგრამით მოსარგებლეები: დადასტურებული უშვილობის დიაგნოზის მქონე აფხაზეთიდან დევნილი პირი;

6. აფხაზეთიდან დევნილთა მრავალპროფილური სკრინინგი:

  • სხვადსხვა პროფილის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ ბენეფიციართა ადგილზე გამოკვლევა;

ქვეპროგრამის მიზანია:  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის   სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა და  შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს:  თბილისსა და რეგიონებში (სამეგრელო-ზემო სვანეთი,  იმერეთი,  აჭარა, კახეთი, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი) გასვლით სამედიცინო პროფილაქტიკურ გასინჯვებს.

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.

7. ონკოპაციენტთა სამედიცინო მომსახურება:

  • მედიკამენტური (ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნოთერაპია და ა.შ) მკურნალობის   თანადაფინანსება;
  • სხივური თერაპიის თანადაფინანსება;
  • რადიოაქტიური იოდით მკურნალობის თანადაფინანსება;
  • ავთვისებიანი სიმსივნის გენეტიკური კვლევის თანადაფინანსება:
  • ბიოფსია და მასთან დაკავშირებული მომსახურებები.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს: ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი (კონკრეტული შემთხვევა) ფინანსდება ქვეპროგრამით დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში თანადაფინანსების გზით.

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.

8. ბავშვთა აბილიტაცია:

  • ოკუპაციური თერაპია;
  • ქცევითი თერაპია
  • მეტყველების თერაპია;
  • ფსიქოთერაპია.

ქვეპროგრამის მიზანია: განსაკუთრებული საჭიროების მქონე 2-დან 16 წლამდე ასაკის პირთა ფსიქო-მოტორული ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერებისა და საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს: აბილიტაციის ერთი კურსი შედგება 20 სეანსისგან (10 დღე) და მოიცავს (დანიშნულებისამებრ) ოკუპაციურ ან/და ქცევით ან/და მეტყველების ან/და ფსიქოლოგიურ თერაპიას.

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან 2-დან 16 წლამდე ასაკის  დევნილი პირი.

9. მაღალტექნოლოგიური კვლევები:

  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • პოზიტრონულ- ემისიური ტომოგრაფია (PET/CT);
  • სცინტიგრაფია.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს: ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი (კონკრეტული შემთხვევა) ფინანსდება ქვეპროგრამით დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში თანადაფინანსების გზით და  ითვალისწინებს  გამოკვლევას პაციენტის მიერ შერჩეულ კლინიკაში.   

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.

 

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილთა სტაციონარული მომსახურების პროგრამა (3 ქვეპროგრამა)

 

1. დიაგნოსტიკისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსების ხელშეწყობა:

  • დიაგნოსტიკისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს: როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში მცხოვრებ დევნილთა მომსახურების დაფინანსებას. ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი (კონკრეტული შემთხვევა) ფინანსდება  თანადაფინანსების გზით ქვეპროგრამით დამტკიცებული ლიმიტის მიხედვით.

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.

2. ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება:

  • ღვიძლის ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებულლი გამოკვლევები ;
  • თირკმლის ტრანსპლანტაციასთან   დაკავშირებულლი გამოკვლევები;
  • ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციასთან   დაკავშირებულლი გამოკვლევები.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს: ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი (კონკრეტული შემთხვევა) ფინანსდება ქვეპროგრამით დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში თანადაფინანსების გზით და  ითვალისწინებს  მომსახურებას პაციენტის მიერ შერჩეულ კლინიკაში. 

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი.

3. საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება:

ქვეპროგრამის მიზანია: აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა საზღვარგარეთ მკურნალაობაზე  ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 

ქვეპროგრამა ითვალისწინებს: აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა საზღვარგარეთ მკურნალობა იმ შემთხვევაში,    თუ  შესაბამისი დარგის პროფესიული ასოციაციის ან ექსპერტის წერილობითი დასკვნა  დაადასტურებს, რომ მოთხოვნილი სამედიცინო სერვისის  მიღება საქართველოში  შეუძლებელია საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში სერვისის  არარსებობის გამო ან/და პირისათვის სერვისის/საჭიროების მიღება რეკომენდებულია საზღვარგარეთ. ბენეფიციარისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ეპიზოდი (კონკრეტული შემთხვევა) ფინანსდება ქვეპროგრამით დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში თანადაფინანსების გზით და  ითვალისწინებს  მომსახურებას პაციენტის მიერ შერჩეულ კლინიკაში.   

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილი პირი, რომელთა აუცილებელი სამედიცინო მომსახურება ვერ ხერხდება საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში სერვისის საქართველოში არარსებობის გამო ან/და პირისათვის სერვისის/საჭიროების მიღება რეკომენდებულია საზღვარგარეთ; სპეციალისტი/ექსპერტის დასკვნის შესაბამისად და საჭიროებს საზღვარგარეთ  სამედიცინო მომსახურების თანადაფინასებას.    

 

პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისას უპირატესობა ენიჭება შემდეგ პრიორიტეტულ ჯგუფებს:

  • სოციალურად დაუცველი პირი;
  • შშმ სტატუსის მქონე პირი;
  • 18 წლამდე ასაკის პირი;
  • ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პირი;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები;
  • პენსიონერი;
  • მარჩენალდაკარგული სტატუსის მქონე პირები, მათ შორის, ომში დაღუპულის ოჯახის წევრი (მეუღლე).

 

აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტო (4 ქვეპროგრამა)

 

1. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე  პირთა საკონსულტაციო-სადიაგნოსტიკო მომსახურების ანაზღაურების პროგრამა:

ქვეპროგრამის მიზანია: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა სამედიცინო მომსახურების (ექიმის კონსულტაცია და ამბულატორიული კვლევები) დაფინანსების უზრუნველყოფა  შესაბამისი ლიმიტის ფარგლებში.

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები.

2. სარიტუალო მომსახურების ანაზღაურების პროგრამა:

ქვეპროგრამის მიზანია: საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გარდაცვლილ ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეთა სარიტუალო მომსახურება და ტრანსპორტირება ენგურის ხიდამდე (რუხი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). 

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები.

3. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები, მოქალაქეობის არმქონე პირთა სარეაბილიტაციო მომსახურება:

ქვეპროგრამის მიზანია: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები, მოქალაქეობის არმქონე პირების სარეაბილიტაციო მკურნალობის ანაზღაურებას, რომელიც არ ფინანსდება რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამით.  

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები.

4. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირთა რეფერალური მომსახურების თანადაფინანსება:

ქვეპროგრამის მიზანია: რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე ბენეფიციარებისთვის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში. განსაკუთრებით მძიმე პაციენტთა ტრანსპორტირება ენგურის ხიდამდე. 

პროგრამით მოსარგებლეები: ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები.

 

ელ.ფოსტა: acmi.abkhazia@gmail.com

ტელეფონი: (+995) 577 09 25 51

მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზ. №16, სართული 6, თბილისი, საქართველო