ტელეფონი: 143 (ზარი უფასოა) ან (+995 32) 214 00 83
ელ.ფოსტა: mofa@abkhazia.gov.ge
მისამართი: მიხეილ თამარაშვილის ქუჩა №15ა, 0186, თბილისი, საქართველო
2026 წლის პროგრამები
1. მიკრომეწარმეობის ხელშეწყობა
აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს გრანტის გაცემას სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში უკვე დამტკიცებული და სრულად ათვისებული სესხის 25%-ის ოდენობით.
სამიზნე აუდიტორია: „მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 ივლისის #229 დადგენილებით განსაზღვრული, სსიპ „აწარმოე საქართველოს“ მიერ განხორციელებული, მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი მეწარმე სუბიექტი, რომელსაც მინიჭებული აქვს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი ან „მეწარმეთა შესახებ“ კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული პირი, რომლის 50% ან მეტ წილს ფლობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ ვადაში სრულად აქვს ათვისებული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული სესხის სრული ოდენობა. პოტენციური ბენეფიციარი უფლებამოსილია, საგრანტო განაცხადი წარადგინოს სამინისტროში არაუგვიანეს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სესხის დამტკიცებიდან 24 თვის ვადაში.
პოტენციური ბენეფიციარის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოსადგენი დოკუმენტები:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
- ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID/პასპორტი) / იურიდიული პირის შემთხვევაში, 50% ან მეტი წილის მფლობელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID/პასპორტი)
- ბენეფიციარის / იურიდიული პირის შემთხვევაში, 50% ან მეტი წილის მფლობელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი
- ცნობა სსიპ “აწარმოე საქართველოდან” / მონიტორინგის შედეგის ამსახველი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს „მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ბენეფიციარის მონაწილეობასა და სესხის თანხის სრულად და მიზნობრივად ათვისებას.
შენიშვნა: სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სესხის დამტკიცების თარიღისა და სესხის მოცულობის მითითებით. - იურიდიული პირის შემთხვევაში, შესაბამისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
შენიშვნა: წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამასდტურებელიდოკუმენტის წარმოდგენას არ საჭიროებს იურიდიული პირის დირექტორი. - საბანკო რეკვიზიტები (ელექტრონული ვერსია);
2. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის თხილის შესაწამლი აპარატის თანადაფინანსება
აღწერა: პროგრამა უზრუნველყოფს თხილის შესაწამლი აპარატების შეძენაზე თანადაფინანსებას - ტექნიკის ღირებულების 80%-მდე, ბაღის ზომის მიხედვით.
პროგრამა ხელს უწყობს თხილის მოვლა-მოყვანის გაუმჯობესებას, სარგებლის გაზრდასა და დევნილი ფერმერების ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. თანადაფინანსება გაიცემა ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის სახით, რაც გულისხმობს, ბენეფიციარის მიერ მიმწოდებლისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სრულ ანაზღაურებას და შემდგომ ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების თანხის ანაზღაურებას.
სამიზნე აუდიტორია: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებსაც გააჩნიათ ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ შექმნილ თხილის კადასტრში შეტანილი თხილის ბაღი და მონაწილეობა აქვთ მიღებულია(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში, შესაბამისად უზრუნველყოფილი იყვნენ სასუქის შესაბამისი ოდენობით და მფლობელობაში გააჩნია ერთიანად ან ჯამურად 0,2 ჰექტრიდან ერთიანად 3 ჰექტრამდე ფართობის, სსიპ – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი.
პოტენციური ბენეფიციარის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა)პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) დევნილის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოდან“ ან ამონაწერი ლიბერთი ბანკიდან, რომ ნამდვილად არის ა(ა)იპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის 2025 წლის ბენეფიციარი, ბენეფიციარის ანგარიშზე ასახული ქულების მითითებით;
დ) შესასყიდ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ პოტენციური ბენეფიციარისთვის გამოწერილი ინვოისი ქართულ ენაზე.
*ინვოისი გაცემული უნდა იყოს უშუალოდ განაცხადის წარმომდგენ პოტენციურ ბენეფიციარზე და უნდა შეიცავდეს მხარეთა რეკვიზიტებს (საიდენტიფიკაციო კოდი, დასახელება, მისამართი) და ინფორმაციას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მახასიათებლების შესახებ ( მოდელი, სიმძლავრე, ავზის მოცულობა და სხვა მახასიათებლები).
** სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში;
*** ინვოისში მითითებული უნდა იყოს მისი მოქმედების ვადა;
ე) საბანკო რეკვიზიტები;
ვ) მიკრო/მცირე/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით სარგებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი;
3. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის - მოტობლოკის თანადაფინანსება
აღწერა: პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი იღებს თანადაფინანსებას ახალი მოტობლოკის შესაძენად, რომლის ღირებულების 80%-მდე (არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით) ფინანსდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ. პროგრამა მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას და მიმართულია მცირე მიწათმოქმედი დევნილების ეკონომიკური აქტიურობისა და თვითდასაქმების წახალისებაზე. თანადაფინანსება გაიცემა ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის სახით, რაც გულისხმობს, ბენეფიციარის მიერ მიმწოდებლისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სრულ ანაზღაურებას და შემდგომ ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების თანხის ანაზღაურებას. ბენეფიციართა თანადაფინანსება ხორციელდება რიგითობის პრინციპით, ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის სრულ ამოწურვამდე.
სამიზნე აუდიტორია: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებსაც მფლობელობაში გააჩნიათ ერთიანად ან ჯამურად 0,2 ჰექტრიდან ერთიანად 3 ჰექტრამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი.
წინაპირობები: პოტენციურ ბენეფიციარს მფლობელობაში უნდა გააჩნდეს სსიპ – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ერთიანად ან ჯამურად 0,2 ჰექტრიდან ერთიანად 3 ჰექტრამდე. მფლობელობის ფორმა შეიძლება იყოს:
- საკუთრება/თანასაკუთრება;
- იჯარა განაცხადის წარმოდგენიდან სულ მცირე 3 წლის ვადით;
თანადაფინანსების პირობები: პროგრამის ფარგლებში სამინისტროს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე განისაზღვრება:
- 7 და მეტი ცხენის ძალის სიმძლავრის წვრილღერძიანი (30 მმ-მდე) სასოფლო -სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის შემთხვევაში – ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 80%, არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით;
- 7 და მეტი ცხენის ძალის სიმძლავრის მსხვილღერძიანი (30 მმ-დან) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის შემთხვევაში – ტექნიკის ღირებულების არაუმეტეს 80%, არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით;
შეზღუდვები: ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას შემდგომი კალენდარული წლის ბოლომდე არ გაასხვისოს, გაცვალოს ან საკუთრებაში არ გადასცეს სხვა პირს პროგრამის ფარგლებში შესყიდული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა - მოტობლოკი.
პოტენციური ბენეფიციარის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) დევნილის მოწმობის ასლი;
გ) განაცხადის წარმოდგენის მომენტამდე 1 წლის განმავლობაში განახლებული სსიპ – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო 0,2 ჰექტრიდან 3 ჰექტრამდე ფართობის (ერთიანად ან ჯამურად) მიწის ნაკვეთის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი;
დ) შესასყიდ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ პოტენციური ბენეფიციარისთვის გამოწერილი ინვოისი ქართულ ენაზე.
*ინვოისი გაცემული უნდა იყოს უშუალოდ განაცხადის წარმომდგენ პოტენციურ ბენეფიციარზე და უნდა შეიცავდეს მხარეთა რეკვიზიტებს (საიდენტიფიკაციო კოდი, დასახელება, მისამართი) და ინფორმაციას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის - მოტობლოკის მახასიათებლების შესახებ ( მოდელი, სიმძლავრე, ღერძის ზომა და სხვა მახასიათებლები).
** სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში;
*** ინვოისში მითითებული უნდა იყოს მისი მოქმედების ვადა;
ე) საბანკო რეკვიზიტები;
ვ) მიკრო/მცირე/ფიქსირებული გადასახდის გადამხდელის სტატუსით სარგებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი
4. ბიზნეს პროცესების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის თანადაფინანსება
აღწერა: პროგრამის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ ბიზნეს პროცესების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის თანადაფინანსება. მხარდაჭერა მოიცავს შესაბამისი პროგრამის შეძენისა და დანერგვის ხარჯების თანადაფინანსებას, რაც მიზნად ისახავს საწარმოო და საოპერაციო პროცესების გაუმჯობესებას, რესურსების ეფექტიან მართვას და ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდას.თანადაფინანსება გაიცემა ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის სახით, რაც გულისხმობს, ბენეფიციარის მიერ მიმწოდებლისთვის პროგრამული უზრუნველყოფის სრულ ანაზღაურებას და შემდგომ ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების თანხის ანაზღაურებას. ბენეფიციართა თანადაფინანსება ხორციელდება რიგითობის პრინციპით, ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის სრულ ამოწურვამდე.
თანადაფინანსება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ მიიჩნევა „გრანტად“ და მასზე არ ვრცელდება შესაბამისი საგადასახადო შეღავათები.
სამიზნე აუდიტორია: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე, რომელსაც მინიჭებული აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული პირის- დევნილის სტატუსი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი (გარდა არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირისა), რომლის 50% ან მეტ წილს ფლობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული პირი;
წინაპირობები: პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის თანადაფინანსების კომპონენტით გათვალისწინებული თანადაფინანსების მისაღებად პოტენციური ბენეფიციარი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა პირობას:
- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე;
- ახორციელებს სამეწარმეო/ბიზნეს საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ფორმით;
- წარმოადგენს მიკრო, მცირე ან საშუალო ბიზნეს სუბიექტს, რომლის საქმიანობაც საჭიროებს ცალკეული ბიზნეს პროცესების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებას;
- წარმოადგენს მოქმედ საწარმოს/ბიზნეს სუბიექტს, რომელსაც გააჩნია ფაქტობრივი ოპერაციული საქმიანობა განაცხადის წარდგენის მომენტისთვის;
- არ იმყოფება ლიკვიდაციის, გაკოტრების ან საქმიანობის შეჩერების რეჟიმში;
- არ აქვს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვადაგადაცილებული საგადასახადო ან სხვა საჯარო დავალიანება.
- განაცხადის წარდგენამდე 1 კალენდარული წლის განმავლობაში, ბიზნეს სუბიექტის ბრუნვა არ არის 10 000 ლარზე ნაკლები და არ აღემატება 100 000 ლარს.
თანადაფინანსების პირობები: ბიზნეს პროცესების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში თანადაფინანსება გაიცემა პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტისა და მისი დანერგვის მომსახურების შესყიდვის დაფინანსების მიზნით, არაუმეტეს სერვისის ღირებულების 80%, არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით;
პროგრამული უზრუნველყოფა შეიძლება მოიცავდეს შემდეგ მიმართულებებს (ცალკეულად ან კომბინირებულად):
- ფინანსური აღრიცხვისა და ბუღალტრული მართვის პროგრამული გადაწყვეტები;
• მარაგებისა და საწყობის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა;
• გაყიდვებისა და შეკვეთების მართვის სისტემები;
• შესყიდვებისა და მიმწოდებლებთან ურთიერთობის მართვის პროგრამული გადაწყვეტები;
• მომხმარებელთა მომსახურებისა და ურთიერთობის მართვის ციფრული ინსტრუმენტები;
• სამუშაო პროცესებისა და ოპერაციული დაგეგმვის პროგრამული გადაწყვეტებს.
ქვეპროგრამის კომპონენტის ფარგლებში არ ფინანსდება სასტუმროს მართვის პროგრამული უზრუნველყოფა.
პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის თანმდევი მომსახურებები მოიცავს:
- სისტემის საწყის კონფიგურაციასა და ბენეფიციარის საქმიანობის სპეციფიკაზე მორგებას;
- ფუნქციურ პარამეტრიზაციასა და სამუშაო პროცესებზე ადაპტაციას;
- არსებული მონაცემების ასახვასა და სტრუქტურირებას;
- მომხმარებლების ტრენინგს და საკონსულტაციო მომსახურებას;
- სატესტო რეჟიმში გაშვებასა და ექსპლუატაციაში მიღებას;
პროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება:
- კომპიუტერული ტექნიკის, სერვერების, პერიფერიული მოწყობილობებისა და სხვა ფიზიკური აქტივების შეძენა;
- ინტერნეტისა და სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარჯები;
- ზოგადი IT მომსახურება, რომელიც არ უკავშირდება უშუალოდ პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას;
- ვებგვერდის შექმნა, დიზაინი და ციფრული მარკეტინგის მომსახურებები;
- დომენის, ჰოსტინგისა და სხვა მსგავსი მომსახურებების შესყიდვა;
- პროგრამული უზრუნველყოფის განახლება, რომელიც არ უკავშირდება პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ დანერგვას;
- ტექნიკური მხარდაჭერის ღირებულება;
- ნებისმიერი სხვა ხარჯი, რომელიც არ არის უშუალოდ დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის ფუნქციონალურ დანერგვასთან.
პოტენციური ბენეფიციარის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) განაცხადის შემოტანამდე 1 თვით ადრე განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID/პასპორტი) / იურიდიული პირის შემთხვევაში, 50% ან მეტი წილის მფლობელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID/პასპორტი);
გ) ბენეფიციარის / იურიდიული პირის შემთხვევაში, 50% ან მეტი წილის მფლობელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ცნობა სსიპ შემოსავლების სამსახურიდან საგადასახადო დავალიანების შესახებ;
ე) შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატის ბრუნვის შესახებ ან/და კომერციული ბანკის მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი პერიოდის განმავლობაში კომერციული საქმიანობით მიღებული შემოსავლის შესახებ;
ვ) ცნობა მოვალეთა რეესტრიდან სახელმწიფოს წინაშე დავალიანების არ ქონის თაობაზე;
ზ) მიკრო/მცირე/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით სარგებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესასყიდ პროგრამულ უზრუნველყოფაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ პოტენციური ბენეფიციარისთვის გამოწერილი ინვოისი ქართულ ენაზე;
ი) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.
5. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საოჯახო და მცირე ზომის სასტუმროების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის თანადაფინანსება
აღწერა: თანადაფინანსების ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ თანადაფინანსება საოჯახო და მცირე ზომის სასტუმროების მართვის პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად. მხარდაჭერა მოიცავს შესაბამისი პროგრამის შეძენისა და დანერგვის ხარჯების თანადაფინანსებას, რაც მიზნად ისახავს განთავსების ობიექტების მართვის ეფექტიანობის, სერვისის ხარისხისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას. თანადაფინანსება გაიცემა ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის სახით, რაც გულისხმობს, ბენეფიციარის მიერ მიმწოდებლისთვის პროგრამული უზრუნველყოფის სრულ ანაზღაურებას და შემდგომ ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების თანხის ანაზღაურებას. ბენეფიციართა თანადაფინანსება ხორციელდება რიგითობის პრინციპით, ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის სრულ ამოწურვამდე.
თანადაფინანსება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არ მიიჩნევა „გრანტად“ და მასზე არ ვრცელდება შესაბამისი საგადასახადო შეღავათები.
სამიზნე აუდიტორია: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი ან ამავე კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული პირი, რომლის 50% ან მეტ წილს ფლობს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მქონე პირი და რომელიც ოპერირებს ტურისტულ სექტორში, საოჯახო ან მცირე ზომის სასტუმროს (არაუმეტეს 10 ნომრისა) სახით და რომელთანაც პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია გაფორმდეს თანადაფინანსების ხელშეკრულება;
წინაპირობები: პოტენციურ ბენეფიციარს მფლობელობაში უნდა გააჩნდეს სსიპ – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ის უძრავი ქონება, სადაც განთავსებულია საოჯახო ან მცირე ზომის სასტუმრო (არაუმეტეს 10 ნომრისა). მფლობელობის ფორმა შეიძლება იყოს:
- საკუთრება/თანასაკუთრება;
- იჯარა განაცხადის წარმოდგენიდან სულ მცირე 3 წლის ვადით;
თანადაფინანსების პირობები: სამინისტროს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე განისაზღვრება:
ა) 5 ნომრამდე სასტუმროს შემთხვევაში არაუმეტეს 80%, არაუმეტეს 1500 ლარის ოდენობით;
ბ) 5-დან 10 ნომრამდე არაუმეტეს 80%, მაგრამ არაუმეტეს 1800 ლარის ოდენობით;
პოტენციური ბენეფიციარის თანამონაწილეობას შეიძლება წარმოადგენდეს საკუთარი ფულადი სახსრები ან სესხი.
პოტენციური ბენეფიციარის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID/პასპორტი) / იურიდიული პირის შემთხვევაში, 50% ან მეტი წილის მფლობელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ID/პასპორტი);
გ) ბენეფიციარის / იურიდიული პირის შემთხვევაში, 50% ან მეტი წილის მფლობელი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) განაცხადის წარმოდგენის მომენტამდე 1 წლის განმავლობაში განახლებული სსიპ – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონების მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.
მფლობელობის ფორმებია:
- საკუთრება/თანასაკუთრება;
- იჯარა განაცხადის წარმოდგენიდან სულ მცირე 3 წლის ვადით;
ე) მიკრო/მცირე/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით სარგებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) შესასყიდ პროგრამულ უზრუნველყოფაზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ პოტენციური ბენეფიციარისთვის გამოწერილი ინვოისი ქართულ ენაზე;
ზ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტები.
6. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის პესტიციდებისა და აგროქიმიკატების თანადაფინანსება
აღწერა: პესტიციდებისა და აგროქიმიკატების თანადაფინანსება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებზე გაიცემა 500 ლარი/1 ჰა პროპორციით (მინიმუმ 100 ლარი, მაქსიმუმ 1500 ლარი). ბენეფიციარს შეუძლია თანხის მიღება წელიწადში მაქსიმუმ 3 ტრანშად, თითოეული ტრანშის შემთხვევაში, შესყიდვის ღირებულების არაუმეტეს 80%-ის ფარგლებში.
თანადაფინანსება გაიცემა ბენეფიციარის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის სახით, რაც გულისხმობს, ბენეფიციარის მიერ მიმწოდებლისთვის პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სრულ ანაზღაურებას და შემდგომ ბენეფიციარისთვის თანადაფინანსების თანხის ანაზღაურებას. ბენეფიციართა თანადაფინანსება ხორციელდება რიგითობის პრინციპით, ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის სრულ ამოწურვამდე.
სამიზნე აუდიტორია: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებსაც მფლობელობაში გააჩნიათ ერთიანად ან ჯამურად 0,2 ჰექტრიდან ერთიანად 3 ჰექტრამდე ფართობის, სსიპ – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი.
წინაპირობები: პოტენციურ ბენეფიციარს მფლობელობაში უნდა გააჩნდეს სსიპ – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო (ერთიანად ან ჯამურად) 0,2 ჰექტრიდან (ერთიანად) 3 ჰექტრამდე ფართობის მიწის ნაკვეთ(ებ)ი, რომელზეც გაშენებულია ერთწლიანი ან/და მრავალწლიანი კულტურები. მფლობელობის ფორმა შეიძლება იყოს:
ა) საკუთრება/თანასაკუთრება;
ბ) იჯარა განაცხადის წარმოდგენიდან სულ მცირე 3 წლის ვადით;
თანადაფინანსების პირობები: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის პესტიციდებისა და აგროქიმიკატების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში თანადაფინანსების ლიმიტის მოცულობა ერთ ბენეფიციარზე განისაზღვრება - 500 ლარით ყოველ 1 ჰა მიწის ნაკვეთზე პროპორციით, შესაბამისად მინიმუმ 100 და მაქსიმუმ 1500 ლარის ოდენობით. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის პესტიციდებისა და აგროქიმიკატების თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარს თანადაფინანსების მიღება შეუძლია მაქსიმუმ 3 ტრანშად კალენდარული წლის განმავლობაში. ლიმიტის ფარგლებში, თითოეული ტრანშის მოცულობა განისაზღვრება ბენეფიციარის მიერ ერთი შესყიდვის ფარგლებში შეძენილი პესტიციდებისა ან/და აგროქიმიკატების არაუმეტეს 80%-ის ოდენობით.
პოტენციური ბენეფიციარის მიერ ელექტრონული ფორმით წარმოსადგენი დოკუმენტები:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) დევნილის მოწმობის ასლი;
გ) განაცხადის წარმოდგენის მომენტამდე 1 წლის განმავლობაში განახლებული სსიპ – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო 0,2 ჰექტრიდან 3 ჰექტრამდე ფართობის (ერთიანად ან ჯამურად) მიწის ნაკვეთის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი:
მფლობელობის ფორმებია:
▪ საკუთრება/თანასაკუთრება;
▪ იჯარა განაცხადის წარმოდგენიდან სულ მცირე 3 წლის ვადით;
დ) პირველი ტრანშით შესასყიდ პესტიციდებსა ან/და აგროქიმიკატებზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ პოტენციური ბენეფიციარისთვის გამოწერილი ინვოისი ქართულ ენაზე.
*ინვოისი გაცემული უნდა იყოს უშუალოდ განაცხადის წარმომდგენ პოტენციურ ბენეფიციარზე, უნდა შეიცავდეს მხარეთა რეკვიზიტებს (საიდენტიფიკაციო კოდი, დასახელება, მისამართი) და ინფორმაციას პესტიციდების და აგროქიმიკატების მახასიათებლების შესახებ ( მწარმოებელი, ქიმიური დასახელება, შემადგენლობა, რაოდენობა/მოცულობა/ზომის ერთეული და სხვა მახასიათებლები).
** პესტიციდების და აგროქიმიკატების ღირებულება წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში;
*** ინვოისში მითითებული უნდა იყოს მხოლოდ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ჩამონათვალი;
ე) საბანკო რეკვიზიტები (ელექტრონული ვერსია);
ვ) მიკრო/მცირე/ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსით სარგებლობის შემთხვევაში, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი;
სსიპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ პროგრამები
