აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2014 წლის 18 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

მთავრობის სხდომაზე გატანილი და მიღებულ იყო შემდეგი საკითხები: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ", „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე", „აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე".

მთავრობის სხდომაზე მოწონებულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინადადება რუსთავში ჩასახლებული  დევნილების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსწავლელი ჯგუფის შექმნის თაობაზე. სამუშაო ჯგუფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი რეგიონალური მართვის საკითხებში კონსტანტინე კიჭუხიძე უხელმძღვანელებს, რომლის შემადგემლობაში იქნებიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფი შეხვედრებს გეგმავს თვითმართველობების ხელმძღვანელებთან, რათა მათთან შეთანხმებით ოპერატიულად და უფრო ეფექტურად იქნეს გადაჭრილი დევნილი მოსახლეობის პრობლემები.