აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2014 წლის 9 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

დღის წესრიგით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე გატანილი იყო სამი საკითხი:

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პროექტი: „ინფორმაცია 2015-2018 წლისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ";

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი: „სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღებისა და სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ" და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 19 ნოემბრის №21 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ";

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი: „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის 16 აპრილის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ".

მსჯელობისა და განხილვის შემდეგ მთავრობამ სამივე საკითხი დაამტკიცა.

სხდომაზე აგრეთვე განიხილეს მთავრობის სამომავლო გეგმები.