აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2016 წლის 10 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა წარმოადგინეს მათი უწყებები მიერ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაწეული საქმიანობის ანგარიში.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ანგარიშში, ხაზი გაესვა აფხაზეთის მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროგრამებს, მათ შორის: აფხაზეთდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებთა ამბულატორიული დახმარების პროგრამა, აფხაზეთდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათი ოჯახის წევრთა, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრებთა ჰოსპიტალური დახმარების პროგრამა, აფხაზეთდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასვლითი პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების პროგრამა და აფხაზეთდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სარეაბილიტაციო მკურნალობის პროგრამა.