აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2017 წლის 31 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს, 2017 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხთა და პრაქტიკული ღონისძიებების ნუსხა. აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულების პროექტი „აკადემიკოს ილია ვეკუას დაბადების 110 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებების შესახებ".

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა, დევნილთა საქმეების, იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტებმა წარმოადგინეს 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2017 წლის სამუშაო გეგმა. ანგარიშთან დაკავშირებით, თანამომხსენებლებმა მთავრობის წევრებს წარუდგინეს რეკომენდაციები და მოსაზრება გამოთქვეს, რომ საჭიროა ოპტიმიზაციის პროცესის გაგრძელება.