აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2016 წლის 27 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომის დღის წესრიგში შეტანილი იყო და განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების 9 თვის შედეგები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონპროექტი და  მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის შესახებ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტად განისაზღვრა ჯანდაცვა, სოციალური მიმართულება და განათლების სფერო.

ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, არსებული შესაძლებლობიდან გამომდინარე 2017 წლის ბიუჯეტის პროექტშიც მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა სოციალურ პროექტებს, ჯანდაცვისა და განათლების მიმართულებების დაფინანსებას. განხორციელდება აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების შესაბამისი პირობების გაუმჯობესება.