აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2014 წლის 24 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

მთავრობის სხდომაზე განხილული ყველა საკითხი დამტკიცდა.

განსახილველ საკითხთა შორის იყო „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მოხელეთა ვაკანტურ თანამდებობაზე დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებისა და საქართველოს ეროვნული გმირის (სიკვდილის შემდეგ), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ" - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულების პროექტები. ასევე განიხილეს „აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის შესახებ" - აფხაზეთის ა/რ მთავრობის დადგენილების პროექტი.