აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

2024 წლის 16 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

მთავრობის წევრებმა განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულების პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ“.

სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ქონების განკარგვისა და საწარმოთა მართვის სააგენტოს მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.