2018 წლის 11 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები დაესწრნენ სანდრო ახმეტელის თეატრში სპექტაკლს „დედა“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა მოზარდებში.
მიმდინარე წლის 5 იანვარს, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში ჩატარდა „აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი კომისიის“ რიგით მესამე სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლები.
2018 წლის 25 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტში ,,პროფკავშირული ორგანოების არჩევნების შესახებ” ინსტრუქციის მოთხოვნათა შესაბამისად ჩატარდა დეპარტამენტის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის დამფუძნებელი კრება. კრებაზე არჩეულ იქნა პროფკავშირის კომიტეტი, პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, სარევიზიო კომისია და ხაზინადარი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თანამშრომლები აგრძელებენ აქტიურ ჩართულობას ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობაში.
ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება. იმ ქველმოქმედთა სახელები, რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში.
ქ. თბილისში, “ვახუშტის” ხიდთან, გრძელდება ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებებს შორის, ხუთშაბათობით, აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მოხალისე თანამშრომლები.
ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება. იმ ქველმოქმედთა სახელები, რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ქ. ვანში, სოლომონ მეორის ქუჩა №35-ში, ყოფილი პროფსასწავლებლის შენობაში, დევნილთა ჩასახლების ობიექტზე შემდეგი სარემონტო სამუშაოები: სახურავზე დამონტაჟდა თოვლის შემაკავებლები და მიმაგრდა საწრეტი ძაბრები საწრეტ მილებთან ერთად.
2017 წლის 28 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, აფხაზეთის ა/რ განათლების სამინისტროში, მოძრაობა ,, ვიზრუნოთ ერთმანეთზე’’-ს ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ შემდეგ კატეგორიებზე: აფხაზეთის ომის მეორე ჯგუფის ინვალიდებზე, დედ-მამით ობოლ არასრულწლოვნებზე, 4 და მეტ არასრულწლოვან შვილიან ოჯახებზე, 90 წელს გადაცილებულებზე და ბავშვობიდან ინვალიდებზე საახალწლო საჩუქრები დარიგდა. საახალწლო-საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ და ამავე უწყების თანამშრომლებმა.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩა, I შესახვევი, №8-ში, ყოფილი ინვალიდთა სწარმოს შენობაში დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტის შენობის მომიჯნავე 2 პარაპეტის გადახურვა.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, კომპაქტური ჩასახლება „იპოდრომის“ ეზოს მავთულ-ბადით შემოკავება.
ქ.თბილისში, “ვახუშტის” ხიდთან, გრძელდება ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებებს შორის, ხუთშაბათობით, აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მოხალისე თანამშრომლები.
ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება. იმ ქველმოქმედთა სახელები, რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ქ. ქუთაისში, გუმათის მარცხენა დასახლებაში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის გუმათის №2 საჯარო სკოლა-პანსიონის შენობის ფანჯრების ჩამსხვრეული მინების შეცვლა.
მიმდინარე წლის 5 დეკემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში ჩატარდა ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოოდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის“ მორიგი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლები.
ასევე, შედგა სამუშაო შეხვედრა „აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი“ და „აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განსაზღვრის მიზნით“ შექმნილ კომისიების წევრებთან, სადაც განხილულ იქნა მიმდინარე საკითხები.
აფხაზეთის ა/რ დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გ. ბულისკერიამ და სამმართველოს უფროსმა რ. კოკაიამ აფხაზეთის ომში დაღუპულ მეომართა უკვდავსაყოფად წიგნის „მარადისობაში მომავლისათვის“ ახალ გამოცემასთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში სამუშაო შეხვედრა გამართეს.
ასევე, განიხილეს „სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2017 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ივლისის №366 დადგენილების შესრულების მიზნით მიღებული სამხედრო სავალდებულო სამსახურში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეთა საშემოდგომო გაწვევის მიმდინარეობა. წარმომადგენლობას, ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურების მიზნით, დაევალა, უზრუნველყოს შესაბამისი დამატებითი ღონისძიებების გატარება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის, ყოფილი „საწარმოო კომბინატის“ შენობის გადახურვა თუნუქის ტალღოვანი ფილებით.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ქ. ქუთაისში, სოხუმის ქუჩა, I ჩიხი, №13-ში, ყოფილი ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე არსებული წყლის ავზიდან დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ობიექტებისათვის წყლის მიმწოდებელი ტუმბოს შეცვლა.