აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

ვახტანგ ყოლბაიამ ზუგდიდში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს საახალწლო ნობათი გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ შობა-ახალი წელი ზუგდიდში მცოხვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს მიულოცა და გარკვეული კატეგორიის დევნილ ოჯახებს საახალწლო ნობათი გადასცა.

აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერითა და სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ორგანიზებით სხვადასხვა სახის პროდუქტი დევნილ მრავალშვილიანმა დედებმა, აფხაზეთის ომის ვეტერანებმა და მარტოხელა დედებმა მიიღეს. დახმარება სულ 70-მდე დევნილ ოჯახს გაეწია.

წინასაახალწლოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის „სოლიდარობის ფონდის" და მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ორგანიზებით საახალწლო ნობათი ათასამდე დევნილმა ოჯახმა მიიღო. საქველმოქმედო აქციის მხარდამჭერები იყვნენ ადგილობრივი ბიზნეს-კომპანიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო პირები და სასწავლო დაწესებულებები.