აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

რუსლან აბაშიძემ ახლადდანიშნული მინისტრები თანამშრომლებს წარუდგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ განათლებისა და კულტურის და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა ახალი მინისტრები თანამშრომლებს წარუდგინა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად ეკა ხოფერია, ხოლო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრად ლევან თევზაია დაინიშნენ.