დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა მიერ გასატარებელი ღონისძიებები საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად „საგანგებო მდგომარეობასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“.
მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული პროგრამების შესახებ.
სხდომაზე, ასევე, განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმირების მიმდინარეობის შესახებ.
სხდომაზე, ასევე, განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
მთავრობის წევრებმა განიხილეს აფხაზეთის მთავრობის განკარგულების პროექტი „დევნილთა საცხოვრებლებში მცირეფასიანი სარემონტო სამუშაოების უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს მიერ შესყიდვების გამარტივებული წესით განხორციელების თაობაზე.
სხდომაზე ასევე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელებთან ერთად აფხაზეთის მთავრობის წევრებს უწყების მიერ 2021 წლის 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. სხდომაზე სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების და პროექტების შესახებ ისაუბრეს.
უწყების მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელდა „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის“ და „აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერის“ პროგრამები. განსაკუთრებული მიღწევების მქონე მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ფინანსური ხელშეწყობისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით სამინისტროში გრძელდება დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები, ასევე, „აკადემიკოსს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია“გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების დისციპლინების პოპულარიზაციისთვის. მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით „აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა 4 სამეცნიერო ნაშრომი.
კულტურულ ფასეულობათა დაცვის მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, აფხაზეთის ისტორიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით მოეწყო ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“ და ჩატარდა კვირეული „აღმოაჩინე აფხაზეთი“.
კერძო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა აფხაზეთის საჯარო სკოლებს და განახლდა მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრ „თეთრი ტალღას“ და აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსაბლ „აფხაზეთის“ ხელმძღვანელებმა ისაუბრეს საანგარიშო პერიოდში მათ მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე.
სხდომის ბოლოს მონაწილეებმა განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის მიმართულებით უწყების სამომავლო გეგმებსა და აქტივობებზე ისაუბრეს.
სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, აფხაზეთის მთავრობის აპარატის და განათლებისა და კულტურის სამინისროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
სხდომაზე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ მინისტრის მოადგილე მურად აბლოთიასთან ერთად აფხაზეთის მთავრობის წევრებს უწყების მიერ 2021 წლის 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მინისტრმა სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით განხორციელებული პროგრამების, ინიციატივებისა და პროექტების შესახებ ისაუბრა.
მიმდინარე წელს სამინისტროში პირველად 5-დან 15-მდე გაიზარდა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების რაოდენობა. გაიზარდა, ასევე, სამინისტროს პროგრამული დაფინანსების მაჩვენებელი და შემუშვდა დევნილთა საჭიროებებზე მორგებული ახალი პროგრამები. საანგარიშო პერიოდში უწყების მიერ „დევნილთა სოციალური დახმარების პროგრამის“ ფარგლებში ფინანსური დახმარება გაეწია 1857, ხოლო „აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძლების ვეტერანების მხარდაჭერის“ პროგრამით 279 დევნილ ოჯახს. „დევნილთა დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფის“ პროგრამით ისარგებლა 56, ხოლო „განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირების“ პროგრამით 34 ოჯახმა. ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში, პეკინის 41-ში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის, სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს მიერ, კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით, განახორციელა საქველმოქმედო აქტივობები ათეულობით უკიდურესად შეჭირვებული და მრავალშვილიანი დევნილი ოჯახისთვის.
სამინისტროს დევნილთა მომსახურების სააგენტოს მიერ საერთო სარგებლობის ფართების დაკანონების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 50 ობიექტზე მომზადდა აზომვითი ნახაზი. დევნილთა სამართლებრივი დახმარებისა და კონსულტაციის ცენტრში იურიუდიული კონსულტაცია გაიარა 208 ბენეფიციარმა, განსახლების ობიექტებში ჩატარდა კომპლექსური კვლევები და სადეზინფექციო სამუშაოები, 96 ობიექტზე შეფასდა და განხორციელდა აღწერითი სამუშაოები, დევნილთა განსახლების 280 ობიექტს ჩაუტარდა დეზინფიცირება.
სააგენტომ ასევე მოიპოვა მცირე გრანტი სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსგან, რომლის ფარგლებში ხონის მე-4 საჯარო სკოლაში მოეწყობა კომპიუტერული ლაბორატორია.
სხდომის ბოლოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ შედეგები შეაჯამა და მთავრობის წევრებთან ერთად უწყების სამომავლო ხედვებსა და გეგმებზე ისაუბრა. სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკური, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და აფხაზეთის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლევან ჩაკვეტაძემ, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მთავრობის წევრებს უწყების მიერ 2021 წლის 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. სხდომაზე აფხაზეთიდან დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით განხორციელებული პროგრამების შესახებ ისაუბრეს.
2021 წლის საანგარიშო პერიოდში სამინისტროს 4 მიზნობრივი პროგრამის (ამბულატორიული დახმარების, სოციალური მხარდაჭერის, ჰოსპიტალური დახმარებისა და სამედიცინო პერსონალის გადამზადების) და მასში შემავალი 13 ქვეპროგრამის ფარგლებში ჩატარდა კომპიუტერული ტომოგრაფიული, ბირთვულ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული, ინსტრუმენტული, ლაბორატორიული და ენდოსკოპიური გამოკვლევები, აბილიტაცია და სამკურნალო რეაბილიტაცია, ოფთალმოლოგიური პროფილის პათოლოგიათა ამბულატორიული ოპერაციული მკურნალობა, მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება და გეგმური კორონალური ანგიოგრაფია. საერთო ჯამში აუცილებელი სამედიცინო სერვისის მიღება 2 534 ბენეფიციარმა შეძლო.
სამინისტროში წელს პირველად ამოქმედდა საჯარო სკოლების მოსწავლეთა მრავალპროფილური სკრინინგული კვლევის საპილოტე პროგრამა, რომლის სამიზნე ჯგუფს გამყოფი ხაზის სოფლების და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები წარმოადგენენ.
საქმიანობის ეფექტიანობის განსაზღვრის მიზნით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, მიმდინარე წლის მარტში დაფუძნდა აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტო. სააგენტო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები, მოქალაქეობის არმქონე პირთა საკონსულტაციო-სადიაგნოსტიკო მომსახურების ანაზღაურების, მედიკამენტების მხარდაჭერის და სარიტუალო მომსახურების ანაზღაურების პროგრამებს ახორციელებს.
აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამები უზრუნველყოფს საქართველოს ცენტრალური ჯანდაცვითი პროგრამების მიღმა დარჩენილი მომსახურებების სრულ დაფინასებას და ჰოსპიტალური მომსახურების მიმართულებით თანადაფინანსებას. პროგრამული ბიუჯეტის მიხედვით ამბულატორიული და ჰოსპიტალური დახმარების პროგრამები ოკუპირებულ აფხაზეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ ყველა მოქალაქეზე ვრცელდება, მიუხედავად მათი ეთნიკური კუთვნილებისა.
სხდომის ბოლოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ შედეგები შეაჯამა და მთავრობის წევრებთან ერთად უწყების სამომავლო ხედვებსა და გეგმებზე ისაუბრა. გასვლით სხდომას აფხაზეთის მთავრობის აპარატის და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომაზე ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა ივანე დოლიძემ მთავრობის წევრებს უწყების მიერ 2021 წლის 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
საანგარიშო პერიოდში უწყების მიერ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებისა და ფერმერების ხელშეწყობის მიზნით, არაერთი პროგრამა და პროექტი გამხორციელდა, მათ შორის, საქართველოს მთავრობის ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში. სამინისტროში იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერად შეიქმნა პროექტებისა და ბიზნეს წინადადებების ერთიანი ბაზა. საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით თბილისსა და რეგიონებში გაიხსნა მცირე საწარმოები, სადაც აფახაზეთიდან დევნილები დასაქმდნენ. უწყების მიერ საანგარიშო პერიოდში დამუშავდა სხვადასხვა სახის სტატისტიკური ინფორმაცია და მომზადდა საინფორმაციო ბიულეტენები.
გასვლით სხდომაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, მთავრობის წევრები, აფხაზეთის მთავრობის აპარატის და აფხაზეთის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომაზე იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ მთავრობის წევრებს უწყების მიერ 2021 წლის 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
საანგარიშო პერიოდში უწყების ძირითადი საქმიანობა შემდეგი მიმართულებებით განხორციელდა: საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარება, დევნილებისთვის უფასო სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზების ძიების პროცესში და აფხაზური კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებისა და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარება.
სხდომის ბოლოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ შედეგები შეაჯამა და მთავრობის წევრებთან ერთად უწყების სამომავლო ხედვებსა და გეგმებზე ისაუბრა.
გასვლით სხდომას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის მთავრობის აპარატის და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
მთავრობის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის შესახებ.
განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022-2025 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა - პრიორიტეტების დოკუმენტი.
სხდომაზე მოისმინეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ინფორმაცია „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების“ პროექტთან დაკავშირებით.
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის წევრებს 2021 წლის იანვარში ოკუპირებულ გალის რაიონში მომხდარი სტიქიური უბედურების (ხანძრის) შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის გაწეული მიზნობრივი დახმარებების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
მოისმინეს ანგარიში სავალდებულო სამხედრო სამსახურში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული წვევამდელების 2021 წლის საგაზაფხულო გაწვევის შედეგების შესახებ.
სხდომაზე მოისმინეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ 2010 წლის სახელმწიფო სტრატეგიის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ და თანმდევი „ჩართულობის სამოქმედო გეგმის“ განახლების, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული საჭიროებებისა და განსახორციელებელი პროექტების წინადადებების შემუშავების თაობაზე.
ასევე, განიხილეს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
სხდომაზე მთავრობის წევრებმა მოისმინეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ინფორმაცია მინისტრის აპარატის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში წარმოდგენილი საკანონმდებლო აქტების პროექტების აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში განხილვის შედეგების შესახებ.
განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022-2025 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა - პრიორიტეტების დოკუმენტი და სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრებმა მთავრობის წევრებს 2021 წლის იანვარში ოკუპირებულ გალის რაიონში მომხდარი სტიქიური უბედურების (ხანძრის) შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის გაწეული მიზნობრივი დახმარებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
სხდომაზე მოისმინეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ინფორმაცია აფხაზეთის მთავრობის ჩართულობით „ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის“ ძირეული ასპექტების შესრულების თაობაზე და სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წინადადებები.
ასევე, განიხილეს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
მთავრობის წევრებმა მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს ინფორმაცია 2021 წლის 7 აპრილს მდინარე ენგურზე საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას ტრაგიკულად დაღუპული მოქალაქეებისა და მათი ოჯახების წევრებისათვის დახმარების აღმოჩენის შესახებ.
განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტები დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების, აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის და გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწესებისა და მინიჭების წესში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ასევე, ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის დაწესების შესახებ.
სხდომაზე განიხილეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები.
ასევე, განიხილეს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
სხდომაზე მოისმინეს ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე 2021 წლის იანვრის თვეში მომხდარი სტიქიის - ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის შესწავლისა და აღმოფხვრის მიზნით შექმნილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დახმარებას გაუწევს.
სხდომაზე ასევე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.