აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

ვახტანგ ყოლბაია პროექტის მონაწილე დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია პროექტის მონაწილე დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, დადებითად შეაფასა ჩატარებული სამუშაო და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართულობას ისეთ პროცესებში, რომელიც ნდობის აღდგენასა და შერიგებას ემსახურება. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის მინისტრი დავით გვაძაბია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანი, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის მინისტრის მოადგილე ბელა კოპალიანი, სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" დირექტორი გიგა გაბელაია და ამავე ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბელა სარია.

ზემოთაღნიშნული პროექტი ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრის" თანამშორომლობით განახორციელდა, რომლის მიზანი იყო, ერთი კვირის განმავლობაში ზუგდიდსა და მის შემოგარენში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდების არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვა, მოზარდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, გუნდური უნარ -ჩვევების გამომუშავება, ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობისა და აქტიური მოქალაქეობის წახალისება, კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების განვითარება, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. კვირეული გაიმართა ზუგდიდსა და თბილისში. პროგრამის პარალელურად მოეწყო კულტურულ -შემეცნებითი ტურები. პროექტის დასრულების შემდეგ შემაჯამებელი შეხვედრები ჩატარდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, სსიპ ,,საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში".

სოხუმის დაცემიდან 23 წელი გავიდა

1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 23 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა (გია) გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდებმა პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს.

90-იანი წლებში აფხაზეთში განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 300 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა.

ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ ყვავილებით შეამკო საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას საფლავი.

მამა ზურაბმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა პატივსაცემად გადაიხადა პარაკლისი

11 საათზე ავტოქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუთაისის წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა ზურაბმა (სუბელიანი)  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა პატივსაცემად გადაიხადა პარაკლისი, ესწრებოდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი რატიელ ხეჩიკაშვილი, მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ქალაქის მერიის, რეგიონის ვეტერანთა დეპატრამენტის ხელმძღვანელი პირები, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა, ლტოლვლთა და განსახლების სამმართველოს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლები, კადეტთა ლიცეუმის ხელმძღვანელი ზაზა კეკელია და ლიცეუმის კურსანტები.

არასამთავრობო ორგანიზაციები, დევნილთა პოლიკლინიკა, აფხაზეთის ომის ვეტერანები და დევნილი საზოგადოება. სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს მემორიალი და გაიხსენენს 23 წლის წინანდელი 27 სექტემბრის ტრაგედია და პატივს მიაგებს აფხაზეთის ომში დაღუპულთ ხსოვნას.

წყალტუბოში, იმ ადგილას, სადაც წლებია საზოგადოება იკრიბება 9 აპრილსა და აფხაზეთის ომში დაღუპულთა პატივსაცემად, გაკეთდა ახალი მემორიალი.

მიმდინარე  წელს, წყალტუბოში, იმ ადგილას, სადაც წლებია საზოგადოება იკრიბება 9 აპრილსა და აფხაზეთის ომში დაღუპულთა პატივსაცემად, გაკეთდა ახალი მემორიალი. 27 სექტემბერს მოხდა მემრიალის გახსნა, პარაკლისი ჩაატარა წყალტუბოს ეკლესიის წინამძღვარმა მამა გიორგიმ (ხარაბაძე). ღონისძიება დაიწყო 11 საათზე.  მათ ყვავილებით შეამკეს მემორიალი.

მემორიალთან შეიკრიბა ქალაქის თვითმმართველობისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, იმერეთის, გურიის, რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა,   აფხაზეთის ომის ვეტერანები და დევნილი საზოგადოება. წარმოადგინეს თეატრალიზებული წარმოდგენა, წაიკითხეს ლექსები აფხაზეთზე.

ხონის სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე არსებულ მემორიალზე შეიკრიბა ადგილობრივი თვითმმართველობა

ხონის სამხედრო დასახლების ტერიტორიაზე არსებულ მემორიალზე 12:30 საათზე შეიკრიბა ადგილობრივი თვითმმართველობა, იმერეთის, გურიის, რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობა,   აფხაზეთის ომის ვეტერანები და დევნილი საზოგადოება. გვირგვინით შეამკეს მემორიალი.

მემორიალზე იმყოფებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ვახტანგ ყოლბაია,  პატივი მიაგო საქარტველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალს. იქვე გაესაუბრა დამსწრე დევნილ მოქალაქეებს მოისმინა მათი პრობლემები და აღუქვა დახმარება. საღამოს 6 საათზე კი დაესწრო აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა თეატრის „თეთრი ტალღა“ სპექტაკლს „გამარჯობა სოხუმო“, რომელიც ჩატარდა ხონის თეატრში. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა აფხაზეთის ა.რ. განათლებისა და კულტურის მინისტრი ბ-ნი დ. ჯაიანი.

27 სექტემბერი აღინიშნა ქ. ქუთაისის დევნილთა სკოლებშიც

27 სექტემბერი აღინიშნა ქ. ქუთაისის დევნილთა სკოლებშიც. 12 საათზე სკოლის ეზოებში მოსწავლეთა მონაწილეობით მოეწყო ტეატრალიზებული წარმოდგენა აფხაზეთზე, ასევე, წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, წაიკითხეს ლექსები და საკუთარი ნოველები აფხაზეთზე.

აფხაზეთის მთავრობისა და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დევნილებს სიმინდის მოსავლის აღებაში დაეხმარნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გილიგაშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ბასარიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჩიკვაიძემ სიმინდის მოსავლის აღებაში მიიღეს მონაწილეობა.

მიწის დამუშავებას დევნილები ახორციელებენ და მოწეული მოსავალიც დევნილ ოჯახებზე გადანაწილდა.

მიწის ნაკვეთი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას სარგელობის უფლებით გადმოეცა.

ბათუმში ჟიული შარტავასადმი მიძღვნილი წიგნის „მამულისათვის თავდადებული“ პრეზენტაცია გაიმართა

„ქართულ-აფხაზური საგას" ორგანიზებით, ბათუმის ხელოვნების ცენტრში, საქართველოს ეროვნული გმირის - ჟიული შარტავასადმი მიძღვნილი წიგნის, „მამულისათვის თავდადებული" - პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი „ქართულ-აფხაზურმა საგამ" ბათუმის მერიის მხარდაჭერით გამოსცა.

მასში აღწერილია ჟიული შარტავას დამოკიდებულება აჭარის და სრულიად საქართველოსადმი. წიგნში 70-მდე ავტორის წერილია. ისინი იცნობდნენ, თანამშრომლობდნენ და მეგობრობდნენ ჟიული შარტავასთან.

წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, ბათუმის მერე გიორგი ერმაკოვი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები დიმიტრი ჯაიანი, დავით გვაძაბია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, მთავრობის აპარატის წარმომადგენლები, აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელი ზურაბ ლომთათიძე, „ქართულ აფხაზური საგის" ხელმძღვანელი პროფესორი ნათელა დუმბაძე და სხვა საზოგადო მოღვაწეები. საღამოს ნათელა დუმბაძე უძღვებოდა.

წიგნის პრეზენტაციის შემდეგ, ბათუმში, ჟიული შარტავას სახელობის გამზირზე ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკეს . ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, ბათუმის მერმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჟიული შარტავას მეგობრებმა. ღონისძიებას აჭარაში მცხოვრები აფხაზებიც ესწრებოდნენ.

ა/ო „აფხაზინტერკონტმა“ წყალტუბოში მრგვალი მაგიდა მოაწყო

2016 წლის 23 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სასტუმრო „პრომეთეში“ ა/ო „აფხაზინტერკონტი“ მოაწყო მრგვალ მაგიდას, რომელიც დაეთმო წყალტუბოში  კვლევებით გამოვლენილ დევნილთა სოციალური პრობლემების განხილვას. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი გიორგი სანთელაძე, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები.

ვახტანგ ყოლბაია მსოფლიო რელიგიათა ალიანსის ყოველწლიურ მშვიდობის სამიტს დაესწრო

2016 წლის 17-19 სექტემბერს კორეის რესპუბლიკის მშვიდობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (HWPL) კორეის რესპუბლიკის დედაქალაქ სეულში მსოფლიო რელიგიათა ალიანსის მე-2 ყოველწლიური მშვიდობის სამიტი გამართა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ მთავრობის ხელმძღვანელები, რელიგიური ლიდერები, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, კერძო სექტორის წარმომადგენლები, ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციები მსოფლიოს 120 ქვეყნიდან. მათ შორის საქართველოდან სამიტში მონაწილეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია იღებდა.

სამიტში 200-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი მონაწილეობდა და მისი მიზანი იყო ,,მშვიდობის დამყარებისა და ომის შეწყვეტის დეკლარაციის შესახებ" სტრატეგიისა და სამუშაო გეგმის შემუშავება, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგებლების მიერ გამოცდილების გაზიარება მსოფლიო მშვიდობის გამოწვევებსა და უსაფრთხოების პერსპექტივებზე. ფორუმის მონაწილეებმა ასევე განიხილეს მსოფლიოში არსებული კონფლიქტები, ერთმანეთს გაუზიარეს კონფლიქტის შედეგები და მიაწოდეს ინფორმაცია მის გადასაჭრელად გადადგმული ქმედითი ნაბიჯების შესახებ.

აღნიშნულ ფორუმზე მონაწილეთა წინაშე სიტყვით წარსდგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია.

სეულის მსოფლიო რელიგიების ალიანსის ყოველწლიური სამიტი მშვიდობის ფესტივალით დასრულდა.

წყალტუბოში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პროგრამის „დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“ ფარგლებში განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაცია გაიმ

2016 წლის 22 სექტემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ჩატარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პროგრამის „დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა“ ფარგლებში განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების პრეზენტაცია.  შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლობები

2017 წლის „სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ უკეთ ორგანიზების მიზნით

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა და საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კიკალიშვილმა ხელი მოაწერეს 2017 წლის „სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“  ორგანიზების მობილურობის გასაუმჯობესებლად შემუშავებულ მემორანდუმს.

როგორც ცნობილია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ორგანიზებული 2016 წლის „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა“ წარმატებით დასრულდა.

ოლიმპიადაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობდა საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის 1200-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის 60000 ათასზე მეტი ორივე სქესისა და სხვადასხვა ასაკის მოსწავლე. გაიმართა 6000-ზე მეტი სპორტული შეჯიბრი, გამოვლინდნენ პერსპექტიული და ნიჭიერი ბავშვები, რომლებიც აიყვანეს ქვეყნის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებებში. 2016 წლის „სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში“ წარმატებით იასპარეზეს ასევე აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა.

2017 წლის „სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ჩატარებისა და საშეჯიბრო სისტემის დახვეწის მიზნით,  საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ შეიმუშავა  „სასკოლო სპორტული ოლიმპიადის“ 2017 წლის განახლებული დებულება, ხოლო რეგიონებში ოლიმპიადის ორგანიზების მობილურობის გაუმჯობესების მიზნით  - ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან.

დიმიტრი ჯაიანმა და ლევან კიკალიშვილმა მემორადუმის ხელმოწერამდე დაწვრილებით ისაუბრეს აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების შესაბამისი მიღწევებზე და განიხილეს მომავალი თანმშრომლობის დეტალები. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია და სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე.

ვახტანგ ყოლბაიას მილოცვა სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით ვულოცავ სომეხ ხალხს, სომხეთის ხელისუფლებასა და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მის აღმატებულება იური ვარდანიანს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილეს. სომხეთის რესპუბლიკას ვუსურვებ მშვიდობასა და სტაბილურ განვითარებას, რომელიც ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს როგორც შიდასახელმწიფოებრივი კეთილდღეობის, ასევე რეგიონში მშვიდობის და კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცების საქმეში.

აფხაზეთის ვ. არქანიას არტ-გალერეაში სანკტ-პეტერბურგის თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა

აფხაზეთის ვ. არქანიას სახელობის არტ-გალერეაში   თანამედროვე ხელოვნების გამოფენა -  სფუმატო გაიხსნა. გამოფენის ორგანიზატორები არიან აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითი კავშირი, საერთაშორისო მედიალაბორატორია CYLAND  და არტ-ცენტრი „ПУШКИНСКАЯ  -  10“.

გამოფენაზე ქართველ ხელოვნების მოყვარულებს სანკტ-პეტერბურგის თანამედროვე ხელოვნების უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მიეცათ.

მედია არტ ლაბორატორია CYLAND არის სამხატვრო ლაბორატორია, რომელმაც გააერთიანა მხატვრები, კრიტიკოსები, კურატორები, პროგრამისტები, ინჟინრები და მედია-აქტივისტები მთელი მსოფლიოდან. CYLAND-ი ვალერი არქანიას არტ-გალერეაში, „სფუმატო“-ს გამოფენაზე წარმოადგინეს ელენა გუბანოვას, ივან გოვორკოვის, ალექსანდრა დემენტევას, ლუდმილა ბელოვას, ანნა ფრანცის, ალექსანდრ ტერებენინის, ალექსანდრ შიშკინ-ხოკუსაის, სერგეი კომაროვის, ალექსეი გრაჩოვის, ვიტა ბუივიდ და ნატალია ლიახის ინსტალაციები.

არტ-ცენტრი „ПУШКИНСКАЯ - 10“ დამთვალიერებელს შესთავაზა ცნობილი პეტერბურგელი მხატვრებისა და ფოტოგრაფების - ანდრეი ჩეჟინის, ბორის სმელოვის, ალექსანდრე რეცის, ალექსანდრე სოკოლოვის, სერგეი ფალინის, სერგეი კოვალსკის, ანდრეი (ვილი) უსოვის ნამუშევრები.

გამოფენა გახსნა მხატვარმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ნუგზარ მგალობლიშვილმა, წარმოდგენილი ნამუშევრების არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა იულ რიბაკოვმა, ნონკონფორმისტული ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელმა სანკტ-პეტერბურგში.

გამოფენის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ხელოვანები ესწრებოდნენ.

 

თანამედროვე ხელოვნების გამოფენა „სფუმატო“ გაიხსნა

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითმა კავშირმა, საერთაშორისო ლაბორტორია „CYLAND"-მა და არტცენტრმა „ПУШКИНСКАЯ-10" თანამედროვე ხელოვნების გამოფენა - „სფუმატო" წარმოადგინა.

მედია არტ ლაბორატორია „CYLAND" არის სამხატვრო ლაბორატორია, რომელმაც გააერთიანა მხატვრები, კრიტიკოსები, კურატორები, პროგრამისტები, ინჟინრები და მედია-აქტივისტები მთელი მსოფლიოდან. „CYLAND"-მა „სფუმატო"-ს გამოფენაზე წარმოადგინა ელენა გუბანოვას, ივან გოვორკოვის, ალექსანდრა დემენტევას, ლუდმილა ბელოვას, ანნა ფრანცის, ალექსანდრ ტერებენინის, ალექსანდრ შიშკინ-ხოკუსაის, სერგეი კომაროვის და ალექსეი გრაჩოვის ინსტალაციები.

არტ-ცენტრმა „ПУШКИНСКАЯ-10" ექსპოზიციაზე ცნობილი პეტერბურგელი მხატვრებისა და ფოტოგრაფების ნამუშევრები წარმოადგინა, რომლებიც ექსპერიმენტებს ატარებენ  ფოტოგრაფიის ანალოგურ და ციფრულ შესაძლებლობებში. ფოტოგრაფია, როგორც რეალობის ფიქსაცია ფიზიკური და ქიმიური პროცესების დახმარებით ახდენს რეალობის ტრანსფორმაციას და ჩვენს თვალწინ ირაციონალური, პარალელური სივრცე წარმოიშვება. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ანდრეი ჩეჟინის, ბორის სმელოვის, ალექსანდრე რეცის, ალექსანდრე სოკოლოვის, სერგეი ფალინის, სერგეი კოვალსკის, ანდრეი (ვილი) უსოვის ნამუშევრები.

გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ხელოვანი ადამიანები ესწრებოდნენ.