იგორ კოპალიანმა იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

ცენტრალური ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის, ასევე, დონორი და საერთაშორისო, ეროვნული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუშაობენ კონფლიქტით დაზარალებული თემების საკითხებზე, ქალთა ასოციაცია „თანხმობამ“ ჩაატარა კონფერენცია თემაზე: „ადვოკატირების გაფართოებული შეხვედრა იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების გადაუდებელი საჭიროებების მოგვარებისთვის“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანმა.

კონფერენციაზე კონფლიქტით დაზარალებულმა ქალებმა - თემის ლიდერებმა - თავად წარმოადგინეს კონკრეტული გამოწვევები. დისკუსიები გაიმართა სამი ძირითადი მიმართულებით: ინფრასტრუქტურა, სერვისებზე ხელმისაწვდომობა, ადამიანის უსაფრთხოება და კრიზისების მართვა.

ღონისძიების მიზანი იყო სხვადასხვა პასუხისმგებელი უწყების ერთმანეთთან შეხვედრა თანამშრომლობის, ცოდნის გაზიარებისა და შესაბამისი რეაგირების ხელშეწყობისთვის, რათა გაუმჯობესდეს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2020-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის აღსრულება.

ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ქალთა საინფორმაციო ცენტრი, ქალთა ფონდი „სოხუმი“, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის სხვა წევრები.

 

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა

5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ღვაწლმოსილი და წლის საუკეთესო პედაგოგები, აფხაზეთის საჯარო სკოლების მედალოსანი კურსდამთავრებულები და აფხაზეთიდან დევნილი, წარჩინებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ გახსნა.

შეხვედრის მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ.

„ჩემთვის პატივია მოგილოცოთ პროფესიული დღე, თქვენ ემსახურებით რთულ და საპასუხისმგებლო საქმეს. ნებისმიერი ღირსეული პედაგოგის შეგნებული ცხოვრება და საქმიანობა ქვეყნის მომავალი თაობის აღზრდას და განვითარებას ემსახურება. მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტია და მომავალშიც აქტიურად ვიდგებით თქვენს გვერდით ჩვენი მომავალი თაობების საკეთილდღეოდ. ასევე, ჩვენი სკოლების მედალოსან კუსდამთავრებულებს და აფხაზეთიდან დევნილ, წარმატებულ, სტუდენტებს-ჟიული შარტავას, ილია ვეკუას, თამაზ ნადარეიშვილის, ლორიკ მარშანიას, გურამ გაბესკირიასა და მიხეილ ჯინჭარაძის სახელობის სტიპენდიატებს გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ“- განაცხადა მინისტრმა.

ღონისძიების ფარგლებში ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და წლის საუკეთესო მასწავლებლებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები, მედალოსან კურსდამთავრებულებსა და სტიპენდიატებს დიპლომები, სერტიფიკატები და წიგნები გადაეცათ.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები აფხაზეთიდან დევნილ პედაგოგებთან, აფხაზეთის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებთან და აფხაზეთიდან დევნილ წარჩინებულ სტუდენტებთან ყოველწლიურად იმართება.

 

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში მასწავლებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ღვაწლმოსილი პედაგოგები, აფხაზეთის საჯარო სკოლების მედალოსანი კურსდამთავრებულები და აფხაზეთიდან დევნილი, წარჩინებული სტუდენტები დაჯილდოვდნენ.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნეს, რომლებიც პედაგოგებს მიესალმნენ, პროფესიული დღე მიულოცეს და სიგელები და საჩუქრები პირადად გადასცეს.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე მედალოსანი კურსდამთავრებულები და სამინისტროს სტიპენდიატები დაჯილდოვდნენ, რომელთაც დიპლომები, წიგნები და შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები აფხაზეთიდან დევნილ ღვაწლმოსილ პედაგოგებთან, აფხაზეთის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებთან და აფხაზეთიდან დევნილ წარჩინებულ სტუდენტებთან ყოველწლიურად იმართება.

დაიწყო განაცხადების მიღება პროგრამაზე „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ აცხადებს კონკურსს და განაცხადების მიღებას „სასათბურე კონსტრუქციის მოწყობასთან“ დაკავშირებით, რომლის მეშვეობით განხორციელდება აფხაზეთიდან დევნილთა ჯგუფის ხელშეწყობა სასათბურე მეურნეობის პროცესში, შესაბამისი სასათბურე კონსტრუქციის უზრუნველყოფის გზით.

  1. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღონ აფხაზეთიდან დევნილთა ჯგუფს, რომლის წარმომადგენლები გააკეთებენ ერთობლივ განაცხადს სასათბურე კონსტრუქციის მოწყობასთან დაკავშირებით.
  2. ინფორმაცია ქვეპროგრამის ხსენებული ნაწილის შესახებ და კონკურსის პირობები, ეტაპები, კრიტერიუმები და შესავსები განაცხადის ფორმა იხილეთ ლინკზე: ბმული
  3. განაცხადების მიღება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით ხორციელდება 2023 წლის 5 ოქტომბრის 12:00 საათიდან 2023 წლის 22 ოქტომბრის 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“  ან ელ. ფოსტაზე ek@gmail.com
  4. საკონტაქტო პირები: ნუგზარ ბასლანძე - 577092373; ჯანო ქირთბაია - 599855369; ნიკა ჯანგირაშვილი - 599040403

ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაგრაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ლევან ჯანაშიამ 1992 წელს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ.

 

დაიწყო განაცხადების მიღება პროგრამაზე „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ აცხადებს კონკურსს და განაცხადების მიღებას „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერის“ ქვეპროგრამის ჭრილში, რომლის მეშვეობით განხორციელდება აფხაზეთიდან დევნილთა და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების პროცესში, გარკვეული მრავალწლიანი ნერგებით უზრუნველყოფის გზით, კერძოდ: კაკლის/ნიგოზის; ტყემლის; ქლიავისა და მანდარინის ახალი ჯიშის ნერგებით.

1.      ნერგების კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღონ:

  • კაკლის/ნიგოზის ნაწილში, როგორც აფხაზეთიდან იგპ-ს, ასევე გალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირებს;
  • ხოლო ტყემლის, ქლიავისა და მანდარინის ნერგების კონკურსში - მხოლოდ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს. შენიშვნა: ამასთან, მანდარინთან დაკავშირებით, წარმოდგენილ უნდა იქნას საქმიანი წინადადება მანდარინის ახალი ჯიშის პლანტაციის გაშენებასთან დაკავშირებით, 200-დე შესაბამისი ნერგის მეშვეობით.

2.    ინფორმაცია ქვეპროგრამის ხსენებული ნაწილის შესახებ და კონკურსის პირობები, ეტაპები, კრიტერიუმები და შესავსები განაცხადის ფორმა იხილეთ ლინკზე: abkhazia.gov.ge/saministro/MINISTRY-OF-FINANCE-AND-ECONOMY

3.  განაცხადების მიღება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით ხორციელდება 2023 წლის 2 ოქტომბრის 12:00 საათიდან 2023 წლის 22 ოქტომბრის 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მ. თამარაშვილის ქ. N15ა, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“  ან ელ. ფოსტაზე Saagento.ek@gmail.com

საკონტაქტო პირები: მაია ცანავა -  599903372; თეა კვარაცხელია - 579113897; ირმა ფირცხელიანი - 599756775; ნუგზარ ბასლანძე - 577092373; ჯანო ქირთბაია - 599855369; ნიკა ჯანგირაშვილი - 599040403

 

თბილისობის ღონისძიების ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში „აფხაზური ეზო“ მოეწყო

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „აფხაზური ეზო“ მოეწყო.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ გახსნა.

ღონისძიების ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, მოეწყო ტრადიციული კერძების დეგუსტაცია, გასტრონომიული და კალიგრაფიის მასტერკლასები. „აფხაზურ ეზოში“ ასევე წარმოდგენილი იყო აფხაზური ტრადიციული სამოსის, ფოტო მასალისა და ბეჭდური გამოცემების გამოფენა.

თბილისობაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სოხუმურად ქვიშაზე მოდუღებული ყავა დაეგემოვნებინათ და საკუთარი სურვილები და ოცნებები გზავნილის სახით, სიმბოლურად აფხაზეთში გაეგზავნათ.

თბილისობის დღესასწაულზე სტუმრების წინაშე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“, გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „გუმბათი“ და ბავშვთა ანსამბლი „ოტობაია“ წარდგნენ, რომლებმაც აფხაზური და ქართული ფოლკლორული ნაწარმოებები შეასრულეს.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

აფხაზეთის N10 საჯარო სკოლა წლის დემოკრატიულ სკოლად დასახელდა

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ნანა გაბელია მოადგილეებთან ერთად დემოკრატიული სკოლების წლიურ კონფერენცია-გამოფენას დაესწრო.

კონფერენციაზე კონკურსის „წლის დემოკრატიული სკოლა“ ერთ-ერთი გამარჯვებული, ჩხოროწყუში განთავსებული აფხაზეთის N10 საჯარო სკოლა გახდა.

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სპეციალურმა ჟიურიმ 2022-2023 აკადემიური წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით წლის ყველაზე დემოკრატიული ხუთი სკოლა გამოავლინა.

სკოლები წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შეირჩა, მათ შორის: სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან მოსწავლეთა ისეთი საქმიანობის ხელშეწყობა, რომელიც მიზნად ისახავს სკოლისათვის აქტუალური პრობლემების გადაჭრას, სკოლის შიდა რეგულაციებისა და გამჭვირვალობის მექანიზმების არსებობა, რომელიც ხელს უწყობს სკოლაში დემოკრატიული პროცესების წარმართვას და სხვ.

აფხაზეთის N10 საჯარო სკოლას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელით წიგნების ვაუჩერი და მადლობის სიგელი გადაეცა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ვაკის რაიონის გამგებელ დავით კვინიკაძეს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა თბილისში, ვაკის რაიონში მდებარე დევნილთა განსახლების ადგილებში მცხოვრებთა საჭიროებები და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.

იძულებით გადაადგილებულ პირთა წინაშე მდგარი გამოწვევების ადგილზე შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით, მხარებმა დევნილთა განსახლების ადგილებში ერთობლივი შეხვედრები დაგეგმეს.

შეხვედრას სამინისტროსა და ვაკის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

”ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ვაკის რაიონის გამგებელთან დავით კვინიკაძესთან.

შეხვედრაზე ვაკის რაიონში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის წინაშე მდგარი გამოწვევები და მათ განსახლების ადგილებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხები განვიხილეთ.

მხარეებმა მზადყოფნა გამოვხატეთ დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტების ერთობლივად განხორციელების თაობაზე და ამ მიზნით მათთან შეხვედრები დავგეგმეთ.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად, ყველა იმ პრობლემატური, კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად, რაც დევნილებს ეხება.

მნიშვნელოვანია, ისიც, რომ ეტაპობრივად ვახორციელებთ დევნილთა წინაშე მდგარი პრობლემური საკითხების მოგვარებას.“ - დავით ფაცაცია

 

ეთნოგრაფიულ მუზეუმში „თბილისობის“ ღონისძიებები გაიმართა

„თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში საქართველოს რეგიონების მონაწილებით მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი დაესწრნენ.

მთავრობის თავმჯდომარემ გურიის რეგიონისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ მოწყობილი კუთხეები დაათვალიერა და სხვადასხვა თეატრალიზებულ სანახაობებს დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით ჩატარდა კონცერტები, გაიმართა კერძებისა და ღვინის დეგუსტაცია, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენები და ტრადიციული სამზარეულოს მასტერკლასები.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს წიგნის წარდგენას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, მეუფე შიოს წიგნის „ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია)“ წარდგენა გაიმართა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის მთავრობის წევრები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ და ქუთათელ გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა მიმართეს.

წიგნი ასახავს XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეული მოღვაწის, საეკლესიო მწერლის, ღირსი ალექსი სენაკელის ცხოვრებას. ალექსი სენაკელი 1852-1923 წლებში მოღვაწეობდა. მონოგრაფიაში შესწავლილია ღირსი მამის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ყველა სფერო; წიგნი მოიცავს ახლადმიკვლეულ საარქივო მასალას, რომელშიც ასახულია ღირსი მამის ცხოვრების მანამდე უცნობი დეტალები.

წიგნი „ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია)“ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საპატრიარქოს ქართველოლოგიური კვლევის ცენტრის მხარდაჭერით, ღირსი ალექსი სენაკელის გარდაცვალებიდან მე-100 წლისთავზე გამოიცა.

მიიღე კვლევაში მონაწილეობა

აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ატარებს კვლევას, რომლის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმების, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წამოწყების, ასევე ბიზნესის გაფართოების ხელშეწყობა.

კვლევის კითხვარი მოიცავს 5 ძირითად სექციას.

კითხვარის შესავსებად მიჰყევით მოცემულ ბმულს: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfMXejnOtP3kuVRXwxmG1WFs77gLCnNX99Yh8ggmh7etUiOJQ/viewform?usp=send_form

კვლევისას, მონაწილის სურვილისამებრ დაცული იქნება კონფიდენციალურობა.

 

პროექტი „თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა, ონლაინ აკადემია „სქილვილთან“ თანამშრომლობით, პროექტი „თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა გიორგი გაბედავამ გახსნეს. 

პროექტის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ შეისწავლონ IT პროექტების მართვა, UX/UI დიზაინი და ციფრული პროდუქტების ტესტირება.

მონაწილეები 3 თვის განმავლობაში, შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად, თანამედროვე ტექნოლოგიურ პროფესიებს დაეუფლებიან, რაც ხელს შეუწყობს მათ ინტეგრაციასა და დასაქმებას.

იგორ კოპალიანი იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ ორგანიზებით ბორჯომში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ ორგანიზებით, პროექტის „დევნილთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სერვისებზე“ ფარგლებში, ბორჯომში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრაზე საინფორმაციო ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა და ასოციაციის წარმომადგენლებმა დევნილთა საჭიროებების კვლევის შედეგები განიხილეს.

შეხვედრის ფარგლებში, ასოციაციის, ცენტრალური ხელისუფლებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს სხვადასხვა მიმართულებით დანერგილი წარმატებული მიდგომები და კვლევის მიგნებებიდან გამომდინარე დევნილთა სერვისებზე ხელმისაწვდომობისა და ინფორმირებულობის გაზრდის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ პროექტის „დევნილთა ხელმისაწვდომობის გაზრდა სერვისებზე“ მიზანია ხელი შეუწყოს დევნილთა ხელმისაწვდომობის გაძლიერებას არსებულ სერვისებზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირების, პასუხისმგებელ მხარეთა შორის კოორდინაციის გაუმჯობესებისა და ინფორმირებულობის გაზრდის გზით.

 

დავით ფაცაცია პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან ერთად სენაკში გამართულ ღონისძიებას -„30-ე სევდიანი შემოდგომა“ დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, პირველ მოადგილე გურამ მისაბიშვილთან ერთად, სენაკში, აკაკი ხორავასა სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის დაცემისა და საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას გმირული აღსასრულიდან 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოს -„30-ე სევდიანი შემოდგომა“ დაესწრნენ.

საღამოს დაწყებამდე, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ყვავილებით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავას, გენო ადამიას, გურამ გაბესკირიას, ნოდარ კანკიას ბიუსტები და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

ღონისძიებაზე, ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს საქართველოს ეროვნული გმირის - ჟიული შარტავას ცხოვრების გზა, მოღვაწეობის წლები, აფხაზეთში მისი გმირული აღსასრული.

ღონისძიება, ჟიული შარტავას სახელობის ქალაქ სენაკის №2 საჯარო სკოლის ორგანიზებით და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა,