92 წლის ასაკში გარდაიცვალა განათლების სისტემის ღვაწლმოსილი მუშაკი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, აფხაზეთის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე, გორგასლის ორდენისა და 12 მედლის კავალერი, მწერალთა,მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის "ქალდეა" და ფაზისის აკადემიის ნამდვილი წევრი, პროფესორი მირიან ფილიპეს ძე ჯალაღონია.
მირიან ჯალაღონია დაიბადა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ სარაქონში.სწავლობდა სარაქონის დაწყებით, ნაკათის არასრულ საშუალო და ჯიხასკარის სკოლებში. 1950 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის უცხო ენათა ფაკულტეტი. ასევე დაუსწრებლად დაამთავრა ისტორიის ფაკულტეტი. მუშაობდა გაგრაში სკოლის დირექტორად, მასწავლებლად.
1966 წელს ის ოჯახთან ერთად გადმოვიდა სოხუმში საცხოვრებლად. მუშაობდა ქალაქის საბჭოში,ერთდროულად პედაგოგიური ინსტიტუტის უცხოენათა ფაკულტეტის ლექტორად. გამოქვეყნებული აქვს 10 წიგნი დაპუბლიცისტური წერილები.
1993 წლის სექტემბერიდან დევნილობაში, ცხოვრობდა ბათუმში, სადაც აირჩიეს უნივერიტეტის უცხო ენების ფაკულტეტის კათედრის გამგედ. იგი იყო მრავალმხრივ განვითარებული პიროვნება. ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობისას იგი ამჟღავნებდა სისპეტაკეს, სიკეთეს, სინდისიერებას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და აფხაზეთის ავტონომიუირ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მწუხარებას გამოთქვამს მირიან ჯალაღონიას გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის, საბავშვო ბაღისა და სკოლა-ინტერნატის ეზოში შესასვლელ ჭიშკართან რკინის ცხაურის გაკეთება.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების პროგრამის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ქ. თბილისში, კონსტიტუციის ქუჩა №3-ში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის (პროკურატურის ყოფილი შენობა) კიბის უჯრედში 2 ხის ფანჯრის დემონტაჟი და მეტალოპლასტმასის 2 ფანჯრის მონტაჟი.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით დასრულდა ქ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩა, I-შესახ. №13-ში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის (ყოფილი ბაგა-ბაღი №22) სადარბაზოს შესასვლელის გადახურვა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში შექმნილია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი კომისიები“, რომელთა უფლებამოსილებასაც განეკუთვნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით დადგენილი, სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევის ორგანიზება.
2017 წლის 9 თვის განმავლობაში ერთჯერადი დახმარების გამცემმა კომისიებმა 2 125 აფხაზეთიდან იგპ-ზე გასცეს 299 000 ლარის ოდენობის მატერიალური დახმარება.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ 1 027 ბენეფიციარზე გაიცა 148 500 ლარი;
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ 438 ბენეფიციარზე გაიცა 60 000 ლარი;
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მიერ 660 ბენეფიციარზე გაიცა 90 500 ლარი.
ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში არსებულმა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების განმსაზღვრელმა კომისიებმა პროგრამის ფარგლებში განიხილეს და მოთხოვნათა სრული დაცვით, დევნილთა კომპაქტური ჩასახლების 32 ობიექტში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოები დააფინანეს 21 331,57 ლარის ოდენობით.
იმერეთის, გურიის, წარმომადგენლობამ სარემონტო სამუშაოები ჩაატარა 9 ობიექტზე, სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 6 061.44 ლარი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში წარმომადგენლობის მიერ 12 ობიექტზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ შეადგიანა 7 253 ლარი.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ სარემონტო სამუშაოები ჩაატარა 11 ობიექტზე, სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 8 017,13 ლარი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების” ჩატარების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დაფინანსებით
დასრულდა ქ. ქუთაისში, ს.ს „ქვიტირი“ დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტის, ყოფილი კემპინგის შენობის ნაწილობრივ გადახურვა.
საქართველოს მხატვართა საგამოფენო დარბაზში თანამედროვე მხატვრის, აფხაზეთის მხატვართა კავშირის თავმჯდომარის დავით ბაძაღუას პერსონალური გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 45 ფერწერული ტილო, რომელიც ხელოვანის 45 წლის საიუბილეო თარიღს უკავშირდებოდა.
გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, საქართველოსა და აფხაზეთის მხატვართა კავშირების, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დავით ბაძაღუა აფხაზეთიდანაა და მისი ნამუშევრების უმეტესობა აფხაზეთის თემატიკას ეხება. აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანის შემოქმედება აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით. მისი ნამუშევრები ინახება ამერიკისა და ევროპის ქვეყნების კერძო კოლექციებში. მას ხშირად იწვევენ საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებში.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „ყოველთა მწუხარეთა სიხარული" მოილოცეს და ღვთისმშობლის სადიდებელ პარაკლისს დაესწრნენ.
ხატი უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დაიწერა.
„ყოველთა მწუხარეთა სიხარული" აფხაზეთში 24 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოხსენიებისა და აფხაზთა და ქართველთა შერიგების მლოცველთათვის დაიწერა.
მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში „აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გამცემი და აფხაზეთის ა/რ ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიებთან სამუშაო შეხვედრის მიზნით იმყოფებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის წარმომადგენლობების მართვის, კოორდინაციისა და მონიტორინგის სამმართველოს მთავარი სპეციალისტები დალი კენჯია და ნანა ნაჭყებია.
ქ.თბილისში, “ვახუშტის” ხიდთან, გრძელდება ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობა, რომელშიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის უწყებებს შორის, ხუთშაბათობით, აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის მოხალისე თანამშრომლები.
ეკლესიის მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით ფინანსდება. იმ ქველმოქმედთა სახელები, რომლებიც შესაწირს გაიღებენ ტაძრის ასაშენებლად, შეტანილი იქნება ქველმოქმედთა შესახებ გამოცემულ წიგნში.
2017 წლის 30 ოქტომბერს ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო ოლიმპიადა პროგრამირებაში ილია ვეკუას თასზე 2017-ის დახურვის ცერემონია გაიმართა. ოლიმპიადა 2007 წლიდან ტარდება. 2014 წლიდან კი მისი მხარდამჭერები გახდნენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.
ოლიმპიადა წლეულსაც ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველოს ბანკის გენერალური სპონსორობითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. მის დასკვნით ნაწილს ესწრებოდნენ: აფხაზეთის ავტნომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, საქართველოს ბანკის წარმომადგენლები, სტუმრები უკრაინისა და რუსეთის უნივერსიტეტებიდან.
საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ სტუდენტი და სკოლის მოსწავლე პროგრამისტები საქართველოდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან. ამასთან, ოლიმპიადა ამავე ქვეყნების სხვადასხვა ქალაქში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ოლიმპიადის დასკვნით ნაწილზე ოლიმპიადის მონაწილე სტუდენტებსა და მოსწავლეებს, ასევე გამარჯვებულ გუნდებს, სერტიფიკატები და შესაბამისი პრიზები გადაეცათ. ოლიმპიადის ყველაზე წარმატებულ მონაწილეს კი საჩუქრად ილია ვეკუას თასი გადაეცა.
წარმომადგენლობის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების განმსაზღვრელ კომისიას“ განცხადებით მომართა ქ.ქუთაისი, სს „ქვიტირი“ ყოფილი კემპინგის შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა, სადაც აღწერილი იყო შენობაში არსებული პრობლების შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით იმავე დღეს ადგილზე გავიდნენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. ადგილზე დათვალიერებისას გამოიკვეთა, რომ შენობის სახურავი ალაგ-ალაგ არის დაზიანებული, რის გამოც წვიმიან და თოვლიან ამინდში საცხოვრებელი ფართები იტბორება. პრობლემის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საჭიროა შენობის სახურავის დაახლოებით 20 მ/კვ ახლით შეცვლა, რომლის ღირებულება შეადგენს 794,40 ლარი (შვიდას ოთხმოცდათოთხმეტი ლარი და ორმოცი თეთრი). აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი ფინანსური დოკუმენტების მომზადების შემდეგ სამუშაოები შესრულდა და მიმდინარე წლის 1 ნოემბერს ჩაბარდა.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მამა-შვილი, ვახტანგ და ბადრი გზირიშვილები ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახს მიუსამძიმრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით გვაძაბიამ.
2008 წლის აგვისტოს ომის გმირი, კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდა. გარდაცვალების შემდეგ მას ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა. მისი მამა, ბადრი გზირიშვილი კი აფხაზეთის ომში დაიღუპა.
წლეულს ოქტომბრიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით ქ. თბილისის საჯარო სკოლებში პროექტის ,,გავიღრმავოთ ცოდნა აფხაზეთის ისტორიის შესახებ“ განხორციელება დაიწყო. ლექციების ციკლი მოიცავს საქართველოს ისტორიას აფხაზეთის ჭრილში - ანტიკური პერიოდიდან დღემდე. პროექტი საპილოტეა და მისი მიზანია ქ. თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებში აფხაზეთის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცოდნის გაღრმავება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პროექტის განხორციელების მიზნით თბილისის 5 (ხუთი) საჯარო სკოლა შეარჩია №55, №147, №31, №112, №157).
პროექტის მხარდამჭერია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას უზრუნველყოფენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურები.
აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში პროექტში მონაწილეობას მიიღებს 200-მდე ახალგაზრდა. სალექციო კურსს ხელმძღვანელობენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები: ბეჟან ხორავა, კახა კვაშილავა და დამზირ ჯოჯუა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ედიშერ გვენეტაძე. მათთან ერთად პროექტის ფარგლებში აფხაზეთის ა/რ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ლექციებს კითხულობენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი, პროფესორი ირაკლი გელენავა და უფროსის მოადგილე ხელოვნებათმცოდნე გიორგი პატაშური.
პროექტის შემაჯამებელ ეტაპზე ჩატარდება მცირე კვლევა, რომელიც ორგანიზატორებს შესაძლებლობას მისცემს განსაზღვრონ პროექტის განვითარების პერსპექტივები. პროექტის წარმატებულად განხორციელების შემთხვევაში კი გაისად აფხაზეთის თემაზე ახალგაზრდული კონფერენცია ჩატარდება.
არტ გალერეა ვაკეში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდა მხატვრის მარიამ ხორავას პერსონალური გამოფენა მოეწყო. ხელოვანმა საზოგადოებას პორტრეტების სერია წარუდგინა, სადაც გადმოცემულია მრავალფეროვანი ადამიანური ემოციები. მარიამი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტია და ხატვის ხელოვნებას ბავშვობიდან ეუფლება.
გამოფენა ფონდ „ევროარტის" და მისი პარტნიორი, ჰოლანდიური ფონდის „არტექოს" პროექტის „პროფილის ძიებაში" ფარგლებში გაიმართა. ფონდის ამავე პროექტის ფარგლებში იანვარში დაგეგმილია ამავე ექსპოზიციის გერმანიაში, ქალაქ მაკოვსკის გალერეაში გამოფენა.
გამოფენას არტ გალერეა ვაკეში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია დაესწრო. გამოფენაზე იმყოფებოდა ჰოლანდიურ ფონდ „არტექოს" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დალი დე გრააფი, რომელიც ჰოლანდიიდან სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა.
ჰოლანდიური ფონდი „არტექო" მრავალი წელია ქართული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა ევროპის მასშტაბით. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და „არტექოს" ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების არაერთი გამოფენა მოეწყო ჰოლანდიის პრესტიჟულ გალერეებში.
„არტექოს" ორგანიზებით მოწყობილი თითოული გამოფენა 20 წლის წინ ომის იძულებით დატოვებული მშობლიური მხარის - აფხაზეთის კოლორიტით, მოტივებით, ტკივილითა და მონატრებითაა ინსპირირებული და ემსახურება აფხაზური კულტურის ნიმუშების გატანას საქართველოს ფარგლებს გარეთ.