თბილისის საკრებულოს საგამოფენო დარბაზში, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გამოფენა - „,ფერწერა აფხაზეთიდან“ მოეწყო. აქ აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების 30-მდე ფერწერული ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
გამოფენა, ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით შედგა.
გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია ესწრებოდნენ.
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თბილისის საკრებულოს საგამოფენო დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ფერწერული ნამუშევრების „ფერწერა აფხაზეთიდან“ გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე 30-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ნუგზარ მგალობლიშვილი და თბილისის საკრებულოს წევრები იმყოფებოდნენ.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
გამოფენის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი, მხატვრული ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდების მხარდაჭერა და მათი შემოქმედების პოპულარიზაცია.
პროგრამის განხორციელებისთვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 660 000 ლარი გამოიყო. ერთჯერადი დახმარება მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებზე გაიცა.
აფხაზეთის დევნილთა მინისტრი, ლევან თევზაია რეგიონებში დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებსა და კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში არსებული პრობლემების გაცნობას აგრძელებს.
ამჯერად, მინისტრი , პირველ მოადგილესთან გურამ მისაბიშვილთან ერთად ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ობიექტს ეწვია და დევნილი ოჯახების პრობლემები მოისმინა.
აღნიშნულ ობიექტში იძულებით გადაადგილებული 15-ზე მეტი ოჯახია ჩასახლებული. მოსახლეობის თქმით, ხშირი ნალექისა და წვიმის დროს, შენობის გარე კედლები ნესტიანდება.
მინისტრი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ უახლოეს მომავალში სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყოფა ფინანსური რესურსი და მოხდება შენობის კედლების სრულად რეკონსტრუქცია.
2020 წელს, აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს მიერ სარემონტო სამუშაოების პროგრამით 1 600-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა. მცირე და ფართომასშტაბიანი სარემონტო-აღდგენითი სამუშოები, მთელი საქართველოს მასშტაბით 32 დევნილთა ჩასახლების ობიექტში ჩატარდა. პროგრამებს სამინისტროს ბიუჯეტიდან 100 000 ლარზე მეტი მოხმარდა
აფხაზეთის დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია, პირველ მოადგილესთან გურამ მისაბიშვილთან და ფოთის ვიცე-მერთან მამუკა პაპასკირთან ერთად, გაგრის ქუჩაზე მდებარი დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტში მცოვრებ მოსახლეობას შეხვდა. მინისტრმა დევნილი ოჯახების პრობლემები ადგილზე მოისმინა და მათ დახმარებას დაჰპირდა. აღნიშნულ დევნილთა ჩასახლების ობიექტში სახურავის ნაწილი დაზიანებულია და გადახურვას საჭიროებს. ლევან თევზაიას განცხადებით, უახლოეს მომავალში სამინისტრო გამოაცხადებს ტენდერს და გამარჯვებული კომპანია დაიწყებს აღნიშნულ ობიექტის გადახურვით სამუშაოებს, რაც სრულად მოაგვარებს გაგრის ქუჩაზე მცხოვრები დევნილი ოჯახების დღემდე არსებულ პრობლემებს. გასულ წელს, აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს სარემონტო სამუშაოების პროგრამის ფარგლებში 1 600-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა. მცირე და ფართომასშტაბიანი სარემონტო-აღდგენითი სამუშოები, მთელი საქართველოს მასშტაბით 32 დევნილთა ჩასახლების ობიექტში ჩატარდა. სამუშაოებს სამინისტროს ბიუჯეტიდან 100 000 ლარზე მეტი მოხმარდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია თბილისში განთავსებულ აფხაზეთის მეორე და მესამე საჯარო სკოლებს ეწვია. მან მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საკლასო ოთახებში დაბრუნება და სწავლის განახლება მიულოცა.
ეკა ხოფერია Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში არსებული საგანმანათლებლო გარემოს უსაფრთხოებას და ხარისხიანი განათლების მიღების მიზნით გაწეულ სამზადისს გაეცნო. მისი თქმით, ორივე სკოლა აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რესურსით და ზედმიწევნით იცავს სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებსა და შესაბამის რეკომენდაციებს.
მინისტრი სკოლების ინფრასტრუქტურითაც დაინტერესდა. კმაყოფილება გამოთქვა მეორე საჯარო სკოლის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურის გამო და თავის მხრივ აღნიშნა, რომ სამინისტრო სკოლას შესასვლელის მოპირკეთებასა და ბაღის მოწყობაში დაეხმარება. ხოლო რაც შეეხება მესამე საჯარო სკოლას, აქ სამინისტროს მეტი ძალისხმევა მართებს: საჭიროა მეორე გასასვლელის გაჭრა (უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით), გამოსაცვლელია იატაკი და გასარემონტებელია სააქტო დარბაზი.
აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ,,პითაგორას აკადემიი“-ს ინიციატივით, დევნილი მოსწავლეებისთვის -,,ალგორითმულ აზროვნებასა და პროგრამირებაზე“ უფასო ონლაინ ტრენინგ- კურსი დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთის საჯარო სკოლებიდან მათემატიკისა და ფიზიკის საგნებში მაღალი აკადემიური მოსწრების 15 მოსწავლე შეირჩა. ,,ალგორითმული აზროვნება და პროგრამირების საბაზისო კურისი’’ მოიცავს 12 აკადემიურ საათს მოსწავლეებთან, რომლის ფარგლებში დევნილი მოზარდები გაივლიან ალგორთმული აზროვნების ფუნდამენტურ საკითხებს, ლოგიკური აზროვნების განვითარებასა და პროგრამირების შესავალს. კურსის ავტორი და ხელმძღვანელია, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი სოფიო შინჯიკაშვილი, რომელიც ამჟამად მუშაობს Microsoft-ის ჩეხეთის ოფისში. ტრენინგ კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
2020 წელს, აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს მცირე სარემონტო სამუშაოების პროგრამით 1 471 ოჯახმა ისარგებლა. მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილთა 26 ჩასახლების ობიექტს, მცირე და გადაუდებელი სახის სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. პროგრამის ფარგლებში, სამუშაოებს სამინისტროს ბიუჯეტიდან 27 ათას ლარამდე მოხმარდა.
პროგრამის ფარგლებში, სამუშაოებს სამინისტროს ბიუჯეტიდან 80 ათას ლარამდე მოხმარდა. სამშენებლო -სარემონტო სამუშაოები ჩატარდა: ✅ ქ. რუსთავში, კოსტავასა და ბოსტანქალაქის ქუჩებზე მდებარე სამსართულიან კორპუსებში; ✅ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მდებარე დევნილთა საცხოვრებელ ბინებში, სადაც გამოიცვალა არსებული კარ-ფანჯრები ; ✅ ქ.ფოთში ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარე ობიექტში, სადაც შეკეთდა სახურავი ; ✅ ქუთაისში ლესელიძისა და სოხუმის ქუჩებზე მდებარე დევნილთა ჩასახლების ობიექტებზე წყალშემკრავი ღარების რემონტი და სახურავების აღდგენითი სამუშაოები.
პროგრამის ფარგლებში, აღნიშნულ დევნილთა ჩასახლების ობიექტებში მცხოვრებმა 144 ოჯახმა ისარგებლა.
2021 წლის 10 თებერვალს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს აგრარულ და დარგობრივ საკითხთა სამსახურის უფროსი ბატონი თ. ცინარიძე, ა(ა)იპ ,,საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისთვის’’ მენეჯერი ნინო კიკნაძე, სსიპ აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ბატონი გოგიტა თედორაძე და ვიცე-პრეზიდენტი ბატონი დავით რაფავა ეწვივნენ აფხაზეთიდან დევნილ ინ. მეწარმეს ია ხარჩილავას და გაეცნენ მის საქმიანობას. დაათვალიერეს პროგრამის ფარგლებში შეძენილი სამკერვალო ტექნიკა. აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა წარმოადგენს ა(ა)იპ „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“ თანადამფუძნებელს. საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის პროგრამის, მცირე ბიზნესის მატერიალური მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში გამარჯვებულმა აპლიკანტმა - აფხაზეთიდან დევნილმა ინდ. მეწარმემ ია ხარჩილავამ, ორგანიზაციის მიერ შეძენილი ტექნიკის მეშვეობით გააფართოვა ბიზნესი და შექმნა დამატებითი სამუშაო ადგილები.
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.
ასევე განიხილეს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია სოციალურად დაუცველ, ორ მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა. ლევან თევზაიამ აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს უფროსთან, დავით ძალამიძესთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, ოჯახებს პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტები გადასცა.
ლილოს დასახლებაში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი ლალა ცინდელიანი 7 შვილის დედაა , მუხიანში მცხოვრები ნათია ჩალაძე მე-5 შვილს ელოდება.
სამინისტრო სოციალური პროგრამის ფარგლებში, მოწყვლად ჯგუფებს პერიოდულად უწევს სხვადასხვა სახის ჰუმანიტარულ დახმარებას.
საქართველოს საპატრიარქოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მიტროპოლიტს მის მაღალყოვლადუსამღვდელოსობას მეუფე შიოს შეხვდა.
შეხვედრას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორი ბესიკ სილაგაძე და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ა(ა)იპ „სულიერების ცენტრის“ მიერ განხორციელებული პროექტები განიხილეს, ასევე განსახორციელებელ პროგრამებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე ოკუპირებული რეგიონებიდან გადმოსული პაციენტების მართვის გეგმა, მათი სამედიცინო საჭიროებები და ჯანდაცვის პოლიტიკა განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხებს, ისაუბრეს არსებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ არსებულმა რეფორმებმა დევნილთა სოციალური კეთილდღეობა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს.
შეხვედრაში, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია და დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი მონაწილეობდნენ.
ეკა ხოფერია, აფხაზეთის საჯარო სკოლების გაცნობის მიზნით, ბორჯომში განთავსებულ აფხაზეთის 22-ე საჯარო (დაწყებითი I-VI კლასები) სკოლას ეწვია.
სწავლა აქ საკლასო ოთახებში მიმდინარეობს და მინისტრმა სათითაოდ ყველა მოსწავლეს „ბიბლუსის“ მიერ შერჩეული წიგნები გადასცა. შეხვედრაზე მოსწავლეებმა პირობა დადეს, რომ აუცილებლად წაიკითხავენ ნაჩუქარ წიგნებს და შთაბეჭდილებებს მოგვიანებით თვითონ მას გაუზიარებენ.
ეკა ხოფერია სკოლის საჭიროებებს გაეცნო და აღნიშნა, რომ სამინისტრო უახლოეს მომავალში სპორტული დარბაზის აუცილებელი ინვენტარით აღჭურვაზე იზრუნებს.