აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მიესალმება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას.
დღეს საქართველომ მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა!
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ 2008 წელს საქართველო იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს უხეშად დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ის წარმოადგენს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის პირველ სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადასტურებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება თავისი მნიშვნელობით წინგადადგმული ნაბიჯია საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით დევნილი საზოგადოების ლეგიტიმური უფლებების დაცვის და კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით.
მადლობას ვუხდი ყველა იმ უწყებას და საჯარო მოხელეს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ აღნიშნული სასამართლო საქმის წარმოებაში და წარმატებით შეძლეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა!
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრებმა მთავრობის წევრებს ოკუპირებულ გალის რაიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალისა და მასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
სხდომაზე ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრებმა მთავრობის წევრებს ოკუპირებულ გალის რაიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალისა და მასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
სხდომაზე, ასევე, დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ ეკა ხოფერიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მიხეილ ჩხენკელმა თავდაპირველად ეკა ხოფერიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
შეხვედრისას მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილეს, ზოგადი განათლების მიმართულების პროექტების განხორციელების გზებზე იმსჯელეს, ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მასწავლებლების პროფესიული მხარდაჭერისა და „ტელესკოლის“ პროგრამების გამდიდრების აუცილებლობა.
მიხეილ ჩხენკელმა სტუმრებს განათლების მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომელთა შორის ცხადია, მოიაზრებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდები, ევროპული დონის განათლების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და მისი დევნილი და ოკუპირებული ტერიტორიების ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის გზებზე. ითქვა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფ. ფოცხოეწერში სწორედ ამ მიზნით უკვე დაიწყო პროფესიული სწავლებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
საქართველოს სახელმწიფო დროშა არის სიმბოლო საქართველოს ისტორიული გზის – ქრისტიანული ბრძოლის, ბრძოლის თავისუფლებისათვის, ღმერთისათვის, ღირსებისათვის და საქართველოს ერთიანობისათვის. ამ დროშის ქვეშ შეიქმნა დიდი ქართული სახელმწიფო, რომელმაც ყველა დამპყრობელი დაამარცხა და კვლავაც დაამარცხებს, რადგან გაუტეხელია ქართული სული და ღირსეული ქართველების სამშობლოსადმი სიყვარული. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ ქართულ ჯარს და ყველა ღირსეულ ქართველს, რომელიც ყოველთვის და ყველგან მზად არის დაიცვას ჩვენი დიდებული სამშობლო – საქართველო!
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძრის კერებმა სერიოზული ზიანი მიაყენა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებას, ასევე რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობას, დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო ნარგავები და მოსახლეობის პირადი საკუთრება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა თავის ხელთ არსებული ყველა არხისა და მექანიზმის გამოყენებით ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება ადგილობრივ მოსახლეობასთან და ცდილობს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს მათ. საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდნირებულად ახორციელებს ფინანსურ დახმარებას უსახლკაროდ დარჩენილი თანამოქალაქეების მიმართ.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად რეგულარულად მუშაობს დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიმართულებით, ასევე მათი სოციალური მდგომარეობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა სახის სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ პირველი შეხვედრა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან რუსლან აბაშიძესთან ერთად, აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებთან გამართა.
შეხვედრაზე, რომელსაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში განთავსებული 13-ივე საჯარო სკოლის დირექტორი ესწრებოდა, პანდემიისგან შექმნილი გამოწვევის - დისტანციური სწავლების - პრობლემებზე იმსჯელეს. დირექტორებმა წარმოადგინეს კონკრეტული ინფორმაცია, თუ რამდენ მოსწავლეს არა აქვს კომპიუტერი და ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა და რამდენი მათგანია ონლაინსწავლების მიღმა დარჩენილი.
ეკა ხოფერიამ და რუსლან აბაშიძემ აღნიშნეს, რომ ისინი ამ ინფორმაციის გათვალისწინებით შეეცდებიან, თითოეულ მოსწავლეს დაეხმარონ კომპიუტერის შეძენასა და ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფაში, რათა მათ ონლაინსაკომუნიკაციო პლატფორმების - Teams Microsoft-ის, Skype-ისა თუ zoom-ის სრულყოფილად გამოყენება შეეძლოთ.
დასასრულ მინისტრმა ეკა ხოფერიამ განაცხადა, რომ ის სათითაოდ მოინახულებს აფხაზეთის ყველა საჯარო სკოლას და მათ ინფრასტრუქტურულ პრობლემებსაც პირადად გაეცნობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ. შეხვედრაში საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე განთავსებული საჯარო სკოლების დირექტორები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე COVID-19-ის პანდემიის პირობებში სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შედეგად სკოლებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. დირექტორებმა მოსწავლეების კომპიუტერთან და ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია წარმოადგინეს.
აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მოსწავლეებს, შესაძლებლობის ფარგლებში, კომპიუტერის შეძენასა და ინტერნეტთან წვდომის უზრუნველყოფაში დაეხმარება, რათა მათ ონლაინსაკომუნიკაციო პლატფორმების - Microsoft Teams-ის, Skype-ისა თუ Zoom-ის სრულყოფილად გამოყენება შეძლონ.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთიდან დევნილ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს მარინა გადელიას სახლში ესტუმრა, შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათი გადასცა.
გუშინ „არტოს ბაღში“, ღია ცის ქვეშ, თბილისის მერიის ინიციატივით, პანდემიით დაზარალებული მომღერლებისა და მოცეკვავეების მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართა. პანდემიამ ყველა სხვა სფეროსთან ერთად ხელოვნების სფეროც გააჩერა: არ იმართება კონცერტები და სპექტაკლები, არ ეწყობა გამოფენები.
ღია ცის ქვეშ გამართულ კონცერტში, სხვა ცნობილ ანსამბლებთან ერთად, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთიც“ მონაწილეობდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ საახალწლო აქციაში მონაწილეობა მიიღო. მინისტრს თან ახლდა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე. მათ შობა ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ქ. თბილისში, ბელიაშვილის N40-ში, თევდორე მღვდლის N13-სა და დისევის ქ.N7-ში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ, 3-დან 8 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
აქცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ჩართულობით მიმდინარეობს.
2021 წლის შობა-ახალი წლის სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ეგიდით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 30000-ზე ნაკლები) ოჯახების 3-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვებს სადღესასწაულო საჩუქრები და ტკბილეული დაურიგეს.
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე თბილისში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა.
ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, აფხაზეთის მთავრობამ წელს "ალილოს" საშობაო ნობათი ეკლესიას გადასცა.
ტაძარში ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე და აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორი ბესიკ სილაგაძე.
სადღესასწაულო შემოწირულობას ტაძრის წინამძღვარი მამა ლევან ჯანაშია მოგვიანებით ბენეფიციარებს გადასცემს.
შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ჩართულობით ქ. თბილისში მიმდინარეობს აქცია, სადაც 3-დან 8 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრებ (სოციალური სარეიტინგო ქულა 30000-ზე ნაკლები) აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები ურიგდებათ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მურად აბლოთია დაინიშნა.
მურად აბლოთია 2012 წლის 7 ნოემბრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტროში, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა.
აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტროში მ. აბლოთია მინისტრის მოადგილის პოზიციაზე მუშაობას 1 იანვრიდან შეუდგა.