იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ემიგრაციაში მცხოვრები მოზარდებისა და საქართველოში მცხოვრები მათი თანატოლებისთვის დამზადდა ჰუდები.
ჰუდები, ფონდის "დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის" პირველი საერთაშორისო დიასპორული ონლაინ-სკოლის მოსწავლეთათვის დამზადდა, მათთვის შერჩეული სპეციალური დიზაინით - აფხაზეთის ქალაქების სახელწოდებების წარწერებითა და მხარზე საქართველოს რუკით.
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების გამო, მოსწავლეებისთვის შერჩეული საჩუქრების, ჩვენს სამშობლოში გადაცემა ვერ მოხერხდება, თუმცა ისინი 20-მდე ქვეყანაში გაიგზავნა ადრესატებთან.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი და ფონდი "დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის" აფხაზეთის თემის პოპულარიზაციისთვის მომავალშიც გეგმავენ საერთო პროექტების განხორციელებას.
„ტოლერანტობის საერთაშორისო დღე, ერთ-ერთი გამორჩეული დღეა მთელი კაცობრიობისთვის, რომელიც განსაკუთრებით გვახსენებს რომ რასის, რელიგიური აღმსარებლობის თუ პოლიტიკური შეხედულებების, გენდერული თუ სხვა სახის განსხვავებულობის მიუხედავად, ყველას ზოგადსაკაცობრიო ჰუმანური ფასეულობები გვაერთიანებს და ამ ფასეულობების იგნორირებით, ადამიანები ვურთულებთ ერთმანეთს არსებობას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უერთდება მსოფლიო თანამეგობრობის მცდელობას, რომ ყოველი ჩვენთაგანის განსხვავებულობა ვაქციოთ ერთიანი საზოგადოების ძლიერ მხარედ და არა გამყოფ ფაქტორად. ჩვენი საზოგადოების მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტობის გამოცდილება, გვაძლევს რწმენას, რომ ღირსეულად გავუმკლავდებით ამ გამოწვევასაც და უზრუნველვყოფთ უნიკალური იდენტობის შენარჩუნებას,“ - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.
ქ.თბილისში, პაიჭაძის ქ. N 1-ში, მდებარე დევნილთა საცხოვრებელ ობიექტში მცირე და გადაუდებელი სახის სარემონტო სამუშაო შესრულდა. • შენობის პირველი და მეორე სართულების დერეფნებში ხის ფანჯრების მინები შეიცვალა. • სარემონტო სამუშაო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს დაკვეთით განხორციელდა. • დასრულებული სამუშაო აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილემ ვალერი ბედენაშვილმა და რეგიონული განყოფილების უფროსმა ზურაბ ხარაიშვილმა დაათვალიერეს
Covid 19-ის პირობებში, მოცემული რეგულაციების თანახმად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს წვევამდელთა, აღრიცხვის,გაწვევის და მობილიზაციის სამსახურში მიმდინარეობს, სამხედრო სავალდებულო სამსახურში აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეთა 2020 წლის საშემოდგომო გაწვევისათვის ორგანიზებული ხელშეწყობა. • აფხაზეთიდან დევნილი წვევამდელები სამხედრო სავალდებულო სამსახურს გაივლიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის ძალებში. • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სპეციალურ პენიტენციურ სამსახურებში. • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. • საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. • 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეები ვალდებულნი არიან 2020 წლის 26 დეკემბრამდე გამოცხადდნენ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს წვევამდელთა, აღრიცხვის,გაწვევის და მობილიზაციის სამსახურში. • საკონტაქტო ტელეფონი: 0322953289, 577245547. ელექტრონული ფოსტა: asto@abkhazia.gov.ge, aphkhazeti@gmail.com. skype მისამართი: აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანო.
მიმდინარე წლის 13 ნოემბერს, შედგა შეხვედრა - ქ. ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზ. N- 58- მდებარე დევნილთა ჩასახლების ობიექტში. ზემოთ ღნიშნულ მისამართზე მდებარე კორპუსში, სამუსიკო სკოლა 44, დევნილთა რაოდენობა შედგენს 33/116 ოჯახი/სულადობა. ყოფ.სამუსიკო სკოლა 44 (კორპ. ბ), ბმა ოჩამჩირე 2, ოჯახი/სულადობა -32/105. ყოფ.სამუსიკო სკოლა 44 (კორპ. ა) ოჯახი/სულადობა -68/222, ბმა სოხუმი. სამივე კორპუსი პრივატიზებულია და ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. კორპუსი - სამუსიკო სკოლა 44 - რამდენიმეწლიანი მოთხოვნებისა და განცხადებების შემდეგ (რომელშიც აქტიურად იყო ჩართული ტერიტორიული ორგანო, მანამდე აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობა) გამოიცა მთავრობის განკარგულება #2146, 29/10/2020წ, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად.
დევნილთა მოთხოვნები: - ობიექტი არის 3 კორპუსიანი. ეზოში სავალი გზის ნაწილზე დასაგებია ასფალტის საფარი, რომელიც (ჯდება 24 000 ლარამდე). არის შეპირება ქუთაისის მერიიდან, რომ 2021 წლისათვის; - კანალიზაციის პრობლემა მოგვარდება. ჭიდან ჭამდე არის მილი გამოსაცვლელი. საჭიროა დეტალური ხარჯთააღრიცხვის გაკეთება. ამის შესახებ ასევე აქვთ ზეპირი დაპირება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან.
ტერიტორიულ ორგანოში 2020 წელს ობიექტიდან მიღებულია 20 განცხადება, 16 დევნილზე გაცემულია ერთჯერადი მატერიალური დახმარებებები. დანარჩენი კი განიხილება მომდევნო პერიოდში.
დასახლებაში დევნილებს შეხვდნენ იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა.რ. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ბესიკ ჭანტურია და დევნილთა სამსახურის უფროსი სპეციალისტი აბესალომ ჩარქსელიანი.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა- დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოში ჩატარდა ტერიტორიული ორგანოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურებისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის სხდომა. სხდომაზე განხილულ იქნა მოქალაქეთა განცხადებები მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის კუთხით და კომისიის მიერ მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები.
ქვეყანაში COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისა და წერტილოვანი შეზღუდვების პირობებში, იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანო, სამოქმედო რეგიონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხორციელებას და თანამშრომელთა მონაცვლეობით (მორიგეობითი) სამუშაო რეჟიმში განაგრძობს ტერიტორიული ორგანოსადმი დაკისრებული სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორცილებას. კერძოდ:
მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა და/ან ფოტოიდენტურობის დადგენის; • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების; • დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის და სხვა სახის დახმარების გაწევის; • წვევამდელთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, რეზერვში ჩარიცხვის; • და სხვა მიმართულებებით. საკონტაქტო ინფორმაცია: ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის 27, მე-3 სართ. საკონტაქტო ტელეფონი (ცხელი ხაზი): 598328432 ელექტრონული ფოსტა: amragovimeri@gmail.com. skype : იმერეთის ტერიტორიული ორგანო
აზერბაიჯანის საელჩოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ფაიგ გულიევს შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სრული მხარდაჭერა.
შეეხნენ ბოლო პერიოდში მთიანი ყარაბახის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომელიც საბოლოოდ რეგიონში მშვიდობის დამყარებით დასრულდა.
რუსლან აბაშიძემ ელჩს ასევე გააცნო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს არსებული მდგომარეობა.
შეხვედრაზე სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კულტურულ-საგანმანათლებლო კუთხით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
შეხვედრას საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველი ელდარ ბაირამოვი, საელჩოს პირველი მდივნები სეიმურ ილიასლი და ანარ რასულოვი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტების წარმომადგენლებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლების დირექტორებს შორის ვიდეოკონფერენცია შედგა. შეხვედრაზე განიხილეს ამ სკოლების მე-11 და მე-12 კლასელებთან ღია კარის დღეების ჩატარების საკითხი.
აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებმა ვრცლად ისაუბრეს აბიტურიენტებისათვის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციის დროულად და ამომწურავად მიწოდების მნიშვნელობაზე. ფაკულტეტის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოპულარიზაციის აუცილებლობაზე. შეხვედრაზე შეთახმდნენ ღია კარის დღის ჩატარების ფორმატსა და თარიღებზე. ითქვა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს სოხუმის უნივერსიტეტის წინსვლა-განვითარებას და დაეხმარება აბიტურიენტებს სწორი არჩევანის გაკეთებაში.
დასასრულ სოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსს ნინო ლობჟანიძეს აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორებთან ონლაინკონფერენციის ორგანიზებისათვის.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე და აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე ქ. რუსთავში დევნილთა საცხოვრებელ ობიექტებში იმყოფებოდნენ.
მინისტრი სამუშაოების მიმდინარეობის შეფასების პარალელურად, შეხვდა ობიექტებზე მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას, მოისმინა არსებული პრობლემები და იმსჯელა მათი მოგვარების შესაძლებლობებზე.
სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ჟურნალ „სითის“ ერთობლივი პროექტის „მე აფხაზეთისთვის“ მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა.
კონკურსის ნომინანტებს სპეციალური პრიზები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ და პროექტის ავტორებმა გადასცეს.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, ირინე ჟორდანიას მოკლემეტრაჟიანი ფილმის „მარქსის ქუჩა №12“ ჩვენება მოეწყო.
პროექტი „მე აფხაზეთისთვის“ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, წარმატებული აფხაზეთელების საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად.
კონკურსის შედეგად შერჩეულ საუკეთესო და საინტერესო ისტორიის მქონე გმირებზე მომზადდება სპეციალური ფოტოპროექტი, დაიწერება მცირე ისტორიები და შემდეგ ჟურნალ „სითიში“ გამოქვეყნდება. მასალა განთავსდება ასევე გამომცემლობის ონლაინ პლატფორმასა და სააგენტოს ვებგვერდზე.
სამომავლოდ პროექტი „მე აფხაზეთისთვის“ მუდმივ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან თანამშრომლობით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კოლეჯი„სპექტრი“, რომელიც ქვეყანაში სამშენებლო მიმართულების განვითარებასა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაზეა ორიენტირებული, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს 3-თვიან უფასო მომზადება-გადამზადების პროგრამებს სთავაზობს.
კოლეჯი „სპექტრი“ აცხადებს საბუთების მიღებას 5 ნოემბრიდან ყველაზე მოთხოვნად პროფესიაზე.
გაიცემა სერტიფიკატი. წარმატებული კურსდამთავრებულები დასაქმდებიან სამშენებლო ობიექტებზე.
ინტერიერისა და ექსტერიერის მღებავი;
შემდუღებელი (ელექტრორკალური);
თაბაშირ-მუყაოს სპეციალისტი;
დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი;
კერამიკული ფილებით მომპირკეთებელი;
ლამინირებული ავეჯის დამზადება;
სხვადასხვა მასალის დამუშავება თანამედროვე CAM პროგრამების გამოყენებით, 3 D მოდელირება და რთული მრავალკომპონენტიანი ნაკეთობების პროექტირება;
მძიმე ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი;
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს დაფინანსებით, ფოთის მუნიციპალიტეტში, ნ. ვაჩნაძის ქ. N24 მდებარე დევნილთა ჩასახლების ობიექტში (ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა) სარემონტო-აღდგენითი სახის სამუშაოები ჩატარდა.
სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგად განხორციელდა შენობის სახურავის სარემონტო სამუშაოები, რომლის ღირებულებამ შეადგინა 9625,31 ლარი.
იმერეთის, გურიის, რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ა/რ ტერიტორიული ორგანოს სოციალური პროგრამების განყოფილების უფროსი რომან ყოლბაია და უფროსი სპეცილისტი აბესალომ ჩარქსელიანი ქუთაისში, ბუკიას ქ. N -14, ბ/ბაღი და ავტომშნებელისქ. N- 13 , განათლების ბ/ბაღი ქ. N -1 - ში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ.
დაახლოებით 7 წლის წინ ორივე კორპუსი სრულად გარემონტდა USAID - ის მიერ. თუმცა, ობიექტებზე მწვავედ დგას წყლისა და კანალიზაციის პრობლება. წვიმის დროს იტბორება მთლიანად ეზო წყლით, გზის საფარს აქვს ცუდი დაქანება (დაქანებულია კორპუსისკენ), რის გამოც წყლის ნაკადი გუბდება ეზოში. საკანალიზაციო ჭა ვიწროა და მიწის ზედაპირიდან მაღალზე დგას, ამდენად, მასში წყალი შეფერხებით მიედინება, სრულად იტბორება ეზო და პირველ სართულზე მცხოვრებ დევნილების საცხოვრებელ ბინაში შედის, რის გამოც დანესტიანებულია საცხოვრებელი სახლები. დევნილების თქმით აუცილებელია გაიჭრას ახალი არხი, რომელიც დაუკავშირდება ცენტრალურ სანიაღვრე სისტემას. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია მუნიციპალიტეტი. ელოდებიან რეაგირებას.
2020 წლის 4 ნოემბერს, მაფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი დავით ძალამიძე და სარემონტო-აღდგენითი სამუშაოს განმსაზღვრელი კომისიის წევრები ქ. რუსთავში, ბოსტან ქალაქის ქუჩა N-1 და კოსტავას ქ. N-35-ში მდებარე დევნილთა საცხოვრებელ ობიექტებში იმყოფებოდნენ და ადგილზე გაეცნენ სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს.
მინისტრი სამუშაოების მიმდინარეობის შეფასების პარალელურად, შეხვდა ობიექტებზე მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას, მოისმინა არსებული პრობლემები და იმსჯელა მათი მოგვარების შესაძლებლობებზე.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით განხორციელდა პროექტი "ინგლისური ენის შემსწავლელი ონლაინ კურსი“.
პროექტის დასრულების შემდგომ, მზიურის პარკში წარმატებულ კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი გაიმართა.
პროექტის მონაწილეებს მიესალმნენ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები - კემბრიჯის განათლების სახლის დირექტორი, ეკა მელაძე და საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი, ირმა ჯანგირაშვილი.
დავით ფაცაციამ დევნილი ახალგაზრდების პროექტში ჩართულობასა და მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებში მათი მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა და წარმატებები უსურვა.
ონლაინ-კურსში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთიდან დევნილმა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ახალგაზრდებმა და პროექტის მიზანია მათთვის ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა, ხელი შეუწყოს დევნილი ახალგაზრდების პოტენციალის მიზნობრივ განვითარებასა და აფხაზეთიდან დევნილების საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პროცესში უფრო ეფექტურ ჩართულობას.
აღსანიშნავია, რომ მინისტრის აპარატის მიერ მსგავსი ღონისძიებები მთელი ქვეყნის, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიის მასშტაბით მომავალშიც იგეგმება.