აფხაზეთის ავტონოიური რესპუბლიკის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ბათუმში იმყოფებოდა, სადაც პროექტის "ევროპული არდადეგების" ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ბათუმის თოჯონებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა დევნილი ბავშვებისათვის ავთო ვარსიმაშვილის სპექტაკლი "მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ" წარმოადგინა. ღონისძიება აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით და იმერეთის, გურიის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების ბოლოს ბავშვებს საჩუქრები გადეცათ. ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე; იმერეთის, გურიის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოადგილე ნათია კოპალიანი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“ ფარგლებში ფოთსა და ბათუმში მცხოვრები 17-დან 22 წლამდე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ბათუმის ბოტანიკურ ბაღში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ერთდღიანი სემინარი ჩატარდა. აღნიშნული სემინარები ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ მეტი ინფორმაცია დასავლური ინტეგრაციის პროცესის უპირატესობებთან დაკავშირებით და ხელს შეუწყობს ანტიდასავლური პროპაგანდის, გავრცელებული მითებისა თუ სტერეოტიპების დაძლევას.
სემინარის მონაწილე ახალგაზრდებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი მიესალმნენ, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და პროექტის ყველა მონაწილეს წარმატება უსურვეს.
ღონისძიებაზე ასევე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ნარდაიამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, მიზნებსა და ამოცანებზე, შექმნის ისტორიაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკასა დასამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
სემინარის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა. ასევე, დევნილი ახალგაზრდებისთვის ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და დელფინარიუმში ექსკურსია მოეწყო.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, მათი ჩართულობის ზრდა აღნიშნულ პროცესებში და საქართველოს შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.
საგანმანათლებლო პროექტში 300-მდე დევნილი ახალგაზრდა მონაწილეობს, რომლებიც საქართველოს 5 სხვადასხვა რეგიონს ეწვევიან, ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს მოინახულებენ და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ინფორმაციას მიიღებენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნულ ფედერაციას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა აფხაზეთის საცხენოსნო ფედერაციის დაფუძნების, ტურნირის - ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საცხენოსნო შეჯიბრი აფხაზეთის თასზე“ ჩატარებისა (სავარაუდოდ სექტემბერში) და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი, საქართველოს საცხენოსნო ხალხური თამაშობების განვითარების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ცირეკიძე, ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ყიფიანი და ფედერაციის წარმომადგენელი ვაჟა ქუთათელაძე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“-ს ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ცენტრის 20 დღიანი სტაციონარული სარეაბილიტაციო პროგრამით უსასყიდლოდ ისარგებლებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები. სწორედ ამ პროგრამის დევნილი მოსახლეობისთვის გაცნობის მიზნით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები ქ. თბილისში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებთან შეხვედრებს აწყობენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველი, ფილტვის რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი „აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“2019 წელს დაარსდა. ცენტრი განთავსებულია დაბა აბასთუმნის შესასვლელში, ორი ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დამატებით დაირგო 200-მდე იშვიათი ჯიშის, ძირითადად წიწვოვანი ხემცენარე.
აბასთუმნის ფილტვის ცენტრი“ წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებას, რომელშიც მუშაობენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. დაწესებულება აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით. ცენტრის ბაზაზე შესაძლებელია ჩატარდეს ყველა თანამედროვე კლინიკურ-ლაბორატორიული, რადიოლოგიური და ფუნქციური კვლევა.
ცენტრში განთავსებულია 50 ორკაციანი პალატა (ინდივიდუალური სველი წერტილით და საშხაპეთი) და შექმნილია ყველა პირობა ბენეფიციარების სარეაბილიტაციო პროგრამის განსახორციელებლად. პულმონური სარეაბილიტაციო ვარჯიშებისათვის ორგანიზებულია სპეციალური სავარჯიშო დანადგარებით აღჭურვილი დარბაზი. ფუნქციონირებს ფიზიოთერაპიის კაბინეტი. დაწესებულებაში მოწყობილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამზარეულო. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია პაციენტების სამჯერადი კვება სამკურნალო მენიუზე დაყრდნობით.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:
სალხინოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა.
პროექტში მონაწილეობდნენ სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები, რომელთა ორგანიზებული დასწრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრომ უზრუნველყო. ჩატარდა ერთდღიანი სემინარების ციკლი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე. გაიმართა შემეცნებით-გასართობი ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებსაც სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ასევე, დევნილი ახალგაზრდებისთვის სალხინოს ტერიტორიაზე ექსკურსია მოეწყო.
პროექტის გახსნაზე ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ მიმართეს.
პროექტი საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებითი კომპონენეტებისგან შედგება. მისი მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, მათი ჩართულობის გაზრდა აღნიშნულ პროცესში, ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა.
პროექტს „ევროპული არდადეგები“ იმერეთის რეგიონმა უმასპინძლა. პროექტში მონაწილეობდნენ წყალტუბოსა და ქუთაისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები, რომელთა ორგანიზებული დასწრება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტრომ უზრუნველყო. სათაფლიაში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ერთდღიანი სემინარი ჩატარდა. სემინარის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა. გაიმართა შემეცნებით-გასართობი ვიქტორინა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, რომლის გამარჯვებულებსაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე მონაწილეობდნენ.
საგანმანათლებლო პროექტში 300-მდე დევნილი ახალგაზრდა მონაწილეობს, რომლებიც საქართველოს 5 სხვადასხვა რეგიონს ეწვევიან, ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს მოინახულებენ და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ინფორმაციას მიიღებენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ დავით ფაცაციასთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს უფროს ბესიკ ჭანტურიასთან ერთად ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაში იმყოფებოდა. მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების მოწესრიგების კუთხით ჩატარებული სამუშაოების მიმდინარეობას. ასევე, რუსლან აბაშიძემ მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დევნილების საჭიროებების მოგვარებაზე იმსჯელა.
პროექტს „ევროპული არდადეგები“ იმერეთის რეგიონმა უმასპინძლა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში წყალტუბოსა და ქუთაისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის სათაფლიაში საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ერთდღიანი სემინარი ჩატარდა. სემინარის ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა. გაიმართა შემეცნებით-გასართობი ვიქტორინა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, რომლის გამარჯვებულებსაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ასევე, ახალგაზრდებისთვის მოეწყო ექსკურსია სათაფლიის ნაკრძალში, სადაც „საქართველოს ეროვნული პარკების“ წარმომადგენლმა ახალგაზრდებს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ესაუბრა.
ღონისძიებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარა წულეისკირი, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ლიკა კვარაცხელია და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე მონაწილეობდნენ.
საგანმანათლებლო პროექტში 300-მდე დევნილი ახალგაზრდა მონაწილეობს, რომლებიც საქართველოს 5 სხვადასხვა რეგიონს ეწვევიან, ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს მოინახულებენ და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ინფორმაციას მიიღებენ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანთან და ფოთის მუნიციპალიტეტის მერ გოჩა კურდღელიასთან ერთად ფოთის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა. მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო დევნილი მოსახლეობის საჭიროებებს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე და იმ შესაძლო პროექტების განხორციელებაზე იმსჯელა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების თვითდასაქმებას შეუწყობს ხელს.
სალხინოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტის „ევროპული არდადეგები“ გახსნითი ღონისძიება გაიმართა.
პროექტის გახსნაზე ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ მიმართეს.
პროექტის ფარგლებში სენაკის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ერთდღიანი სემინარების ციკლი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე. გაიმართა შემეცნებით-გასართობი ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებსაც სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ასევე, დევნილი ახალგაზრდებისთვის სალხინოს ტერიტორიაზე ექსკურსია მოეწყო.
ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარინა შენგელია იმყოფებოდნენ.
პროექტი საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებითი კომპონენეტებისგან შედგება. მისი მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, მათი ჩართულობის გაზრდა აღნიშნულ პროცესში, ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა. ასევე, ახალგაზრდებისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტურისტული პოტენციალის, ღირსშესანიშნაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.
25 ივნისს Georgian Junior Academy • საქართველოს ახალგაზრდული აკადემიას ორგანიზებით, ინტერნეტსივრცეში დაიწყო საბავშვო მუსიკალური კონკურსი 16 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის. მონაწილეობის მსურველებს საკუთარი ნამღერის ვიდეო (სოლო ან მეგობრებთან ერთად ნამღერი - დუეტი, ტრიო ან კვარტეტი) უნდა გაეგზავნათ ან #smulecom აპლიკაციის საშუალებით მათთვის სასურველი სიმღერა უნდა ემღერათ, რაც #JuniorAcademyდა #SmuleGeorgiaJunior შემოწმების შემდეგ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდებოდა.
კონკურსი 6 ივლისს დასრულდა და მისი გამარჯვებული და ხალხის რჩეული გახდა აფხაზეთიდან დევნილი მოზარდი სალომე ზუხბაია. მან სმულეს (#smulecom) 1-წლიანი VIP ანგარიში მოიპოვა. საქართველოს ახალგაზრდულმა აკადემიამ გოგონა ასევე უფასო მასტერკლასებით დაასაჩუქრა. სალომე ზუხბაია 3 წლიდან, დედასთან ერთად, იტალიაში ცხოვრობს. ის ამჟამად მილანში, ლა-სკალას აკადემიის გუნდის პირველი ქართველი მოზარდი მომღერალია (50 ბავშვიდან 13 საუკეთესოთა შორის აღმოჩნდა).
კონკურსის ფინალისტები არიან ასევე აფხაზეთიდან დევნილი მოზარდები: „#ბასტიბუბუს“ აღსაზრდელი თეკლა წურწუმია (მეორე ადგილი) და ლილე ბენდელიანი (მესამე ადგილი). ორივე მათგანიც სმულეს (smule.com) 1-წლიანი VIP ანგარიშით დააჯილდოვა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ახალგაზრდებში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის და კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში 16 ივლისს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის დაიწყება ერთობლივი პროექტი „ევროპული არდადეგები“. პროექტი მოიცავს როგორც საგანამანათლებლო, ისე კულტურულ-შემეცნებით კომპონენტს. ზაფხულის განმავლობაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული 300-მდე ახალგაზრდა სხვადსხვა რეგიონიდან გაეცნობა ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს, მიიღებს ინფორმაციას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსის შესახებ.
პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე, მათი ჩართულობის გაზრდა აღნიშნულ პროცესში, ანტიდასავლური პროპაგანდის, მითების და სტერეოტიპების დაძლევა და ნდობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა. ასევე, ახალგაზრდებისთვის საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტურისტული პოტენციალის, ღირსშესანიშნაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას და ფრანგ ხალხს გილოცავთ დიდ ეროვნულ დღესასწაულს - ბასტილიის აღების დღეს, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა არა მხოლოდ საფრანგეთის აღმშენებლობაში, არამედ ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში.
ძალიან მნიშვნელოვანია საფრანგეთის რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის საქმეში, რაც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გატარებაში, დევნილი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი საზოგადოების უფლებების დაცვასა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების თანადგომაში გამოიხატება.
მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი პატივისცემა და მთელი გულით ვუერთდები ფრანგი ხალხის დღესასწაულს და ვუსურვებ მათ მშვიდობას, კეთილდღეობას და წინსვლას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ „ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ დირექტორ ზაზა ავალიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმწიფო პროგრამას, რომელიც სასუნთქი გზების ქრონიკული პათოლოგიის მქონე პაციენტებისათვის უფასო კურსს ითვალისწინებს. პროგრამა მოიცავს ბენეფიციარების განთავსებას, სამჯერად კვებას და სარეაბილიტაციო პროცედურებს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და შპს ,,აბასთუმნის ფილტვის ცენტრს“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პაციენტები ცენტრში 20 დღიან უფასო, მრავალპროფილურ, სარეაბილიტაციო თერაპიის კურსს გაივლიან. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ითანამშრომლებს საორგანიზაციო საკითხებში, რათა რაც შეიძლება მეტი დევნილი პირი ჩაერთოს აღნიშნულ პროგრამაში. ბენეფიციარების უფასო ტრანსპორტირებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა უზრუნველყოფს.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწე ნანა გოგოხია და „ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ დირექტორის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში თამარ როსტიაშვილი ესწრებოდნენ.
სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგარდულ საქმეთა სააგენტოს“ ორგანიზებით და აფხაზეთის კალათბურთის ფედერაციის მონაწილეობით თბილისის ზღვის კომპაქტური ჩასახლების ტეროტორიაზე 3x3 კალათბურთში ტურნირი გაიმართა. ტურნირში კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
ტურნირში გამარჯვებული ახალგაზრდები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ. შეჯიბრის ყველა მონაწილეს სხვადასხვა სახის სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
დევნილთა ჩასახლებაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგარდულ საქმეთა სააგენტოს“ დირექტორი ლიკა კვარაცხელია, აფხაზეთის კალათბურთის ფედერაციის დამფუძნებელი ლიკა ქაჯაია და ცნობილი ქართველი სპორტსმენები იმყოფებოდნენ.
ტურნირის პარტნიორი იყო მინერალური წყლების კომპანია ბორჯომი.
ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.