-
სამოქმედო გეგმა
-
აფხაზური ენის განვითარება და პოპულარიზაცია
-
აფხაზეთის მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა
-
წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამა
-
ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია
-
აფხაზეთის არქიტექტურულ–ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა
-
abculture.ge
-
აფხაზეთის საჯარო სკოლები
-
რესურსცენტრები
-
ონლაინ მუზეუმი
-
დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები
-
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია
-
ანგარიშები
-
გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია
-
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია
-
ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია

ახალი ამბები













„COVID-19-ის გავრცელების რისკის შემცირებაში შეტანილი წვლილის, ერთგულების, დაუღალავი შრომისა და თავდადებისათვის“ საქართველოს წითელი ჯვრის სიგელი გადაეცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილეს ირმა კეკელიძეს. სიგელს ხელს აწერს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე.
ირმა კეკელიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მოხალისეთაგან ერთ-ერთია, რომელიც „წითელი ჯვრის“ მიერ იყო დატრენინგებული და სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარების კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდა. აპრილ-მაისის ურთულეს დღეებში ირმა კეკელიძე ქ. თბილისის სხვადასხვა რაიონის სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს პირველადი მოხმარების საგნებისა და პროდუქტების ამანათებს ურიგებდა და საჭიროების შემთხვევაში პირველად სამედიცინო დახმარებას უწევდა.
აქცია თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის“ ორგანიზებით და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიმდინარეობდა.


საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2020 წლის 21 სექტემბრის ბრძანების №101/ნ შესაბამისად, რეგისტრაცია შუძლიათ, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხი.
განცხადებები პირის მიერ ელექტრონული ფორმის შევსების საფუძველზე მიიღება 2020 წლის 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრის 18:00 საათამდე.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.
დამატებითი კითხვებისთვის დარეკეთ ნომრებზე:
(032) 2 95 03 24;
+995 595 34 33 20;
+995 599 855 494;
+995 599 855 493.




განსაკუთრებულად მინდა ეს დღე მივულოცო რეგიონებში განთავსებული აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, რომლებიც ახალი გამოწვევების პირობებში, დისტანციური სწავლებისას მიღებული გამოცდილებით აღჭურვილნი, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ პირველად შეაღებენ მონატრებული მშობლიური სკოლების კარებს და მერხებს მიუსხდებიან.
მოსწავლეებო, გილოცავთ და გისურვებთ, განსაკუთრებით წარმატებული და ნაყოფიერი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისათვის ეს წელი! თავიდანვე უნდა გაითავისოთ, რომ გულმოდგინედ სწავლასა და დისციპლინას, მასწავლებლებისა და მშობლებისათვის ყურის დაგდებას ამიერიდან ახალი ვალდებულებებიც უნდა შეუთავსოთ – საკუთარ თავზე უნდა აიღოთ ახალი რეგულაციების დაცვაზე ზრუნვა და გაუფრთხილდეთ როგორც პირად, ისე გვერდით მყოფთა ჯანმრთელობას. ეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გამომუშავებასაც ნიშნავს, რათა მალე სხვა ქალაქების ბავშვებიც მიუსხდნენ სკოლის მერხებს. მასწავლებლებს კი ვუსურვებ, თავიანთი აღსაზრდელებისა თუ აღზრდილების წარმატებებით ეამაყოთ მუდამ!
განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს პირველკლასელებს, რომელთა ცხოვრებაშიც ახალი ეტაპი იწყება.
როლანდ ნიჟარაძე,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე მარინა შენგელია სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში მოქმედ აფხაზეთის რამდენიმე საჯარო სკოლას ეწვია, ახალი სასწავლო წლისთვის მათ მზადებას გაეცნო და აღნიშნა: მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან საგანმანათლებლო რესურსებით.
გარდა ამისა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სავალდებულო რეკომენდაციების გათვალისწინებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ახალი სასწავლო წლისთვის სკოლები აღჭურვილია პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერისა და ზედაპირების სადეზინფექციო სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები.


სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ისტორიულ ციხე-ქალაქში, რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით „მთვარის მოტაცება“ (რეჟისორი გოჩა კაპანაძე) გაიხსნა.
ფესტივალის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელი, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სხვ.
რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი, პანდემიის გათვალისწინებით, ღია ცის ქვეშ, რეკომენდაციების სრული დაცვით ტარდება.


სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის ისტორიულ შენობას, ცნობილი ქართველი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტის, კოტე მარჯანიშვილისა და გიორგი შერვაშიძის პრემიების ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, უკრაინის სახელმწიფო ორდენის კავალერის, სენაკის საპატიო მოქალაქის დიმიტრი ჯაიანის სახელი მიენიჭა. ასევე, შენობაში განთავსდა დიმიტრი ჯაიანის მემორიალური დაფა, რომელიც ხელოვანის ვაჟმა და შვილიშვილმა - ჯაბა და გიორგი ჯაიანებმა გახსნეს. ღონისძიების ფარგლებში დიმიტრი ჯაიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.
საზეიმო ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი როლანდ ნიჟარაძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალის მხატვრული ხელმძღვანელი, მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიმიტრი ჯაიანის ოჯახის წევრები, და თეატრალური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ახლახან მასმედიის რამდენიმე საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ რეჟისორ გოგა ხაინდრავას კომპანიისთვის „კინო და ღვინო“ ფილმის „მუჰაჯირები“ (ციკლიდან „სიმართლე აფხაზეთზე“) გადაღების დაკვეთის ბრძანება გამოსცა და გადაწყვეტილების შესათანხმებლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა.
ფაქტი ისაა, რომ ბრძანება მართლაც გამოიცა, თუმცა ზოგიერთი ტელევიზია რეალობის ფარგლებს გასცდა და აღნიშნა: თითქოს ეს თანხა სამინისტრომ კომპანიის ანგარიშზე 7 აგვისტოს ჩარიცხა, მაშინ, როდესაც ხსენებული ბრძანება 13 აგვისტოს იყო გამოცემული. სიცრუე მას მერე გაცხადდა, რაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ, წარდგენილ დოკუმენტაციაში გარკვეული ცვლილებების შეტანის მიზნით, სამინისტროს თანხმობის განაცხადის უკან გახმობა ურჩია. სამინისტრომ განაცხადი გამოიხმო, რასაც მასთან დაკავშირებული ბრძანების ბათილად ცნობა მოჰყვა. თუმცა შესაბამისი ინფორმაცია არ გავრცელებულა. სიცრუის გამო კი, რომ კომპანია „კინო და ღვინოს“ ანგარიშზე თანხა არ იყო ჩარიცხული, ბოდიშიც არავის მოუხდია.
ამიტომაც სამინისტროს, საკითხის არსში სიცხადის შეტანის მიზნით, მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს, რას ეფუძნებოდა ფილმის გადაღების გადაწყვეტილება:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს აქვს „კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერის“ პროგრამა, რომლის ქვეპროგრამაც „ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაცია“ აფხაზეთთან დაკავშირებულ მთელ რიგ მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად გულისხმობს არა მხოლოდ კონკრეტულად ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციას, არამედ ქართულ-აფხაზური ერთიანი ისტორიული წარსულისა და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენას საქართველოსა და საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე.
ამ შინაარსის განცხადების გავრცელების შემდეგ სამინისტროს მომართა კომპანიამ „კინო და ღვინო“ და წარმოადგინა პროექტი ფილმის „მუჰაჯირები“ (ციკლიდან „სიმართლე აფხაზეთზე“) გადასაღებად. პროექტის განხილვის შემდეგ სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, ფილმის სინოფსის, პროექტის შინაარსისა და ამოცანების განხილვის შემდეგ მიზანშეწონილად მიიჩნია წარმოდგენილი პროექტის ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსება. პროექტისა, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთში რუსული იმპერიალიზმის ყველაზე მძიმე გამოვლინების - XIX საუკუნის მეორე ნახევრის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენის - მუჰაჯირობის, ანუ მშობლიური მიწა-წყლიდან აფხაზებისა და ქართველების იძულებითი განდევნის, ხოლო ამ გზით უბიხების, შაფსუგებისა და აბაზგების მთლიანად გადაშენების რეალური სურათის ჩვენებას დოკუმენტური მასალებისა და ისტორიული წყაროების გამოყენებით. რუსული საოკუპაციო პროპაგანდა ისტორიის გაყალბებით, რეალობის დამახინჯებით, სიცრუითა და ცილისწამებით ცდილობდა და ცდილობს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს. დოკუმენტური ფილმი კი მსოფლიოს გააცნობს ისტორიულ სიმართლეს, რომლის თანახმადაც ქართველი და აფხაზი ერთნაირადაა დიდი იმპერიის მსხვერპლი. გარდა ამისა, დოკუმენტური ფილმი რეალობას გააცნობს მომავალ თაობებს - აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს და დასაბუთებულ პასუხს გასცემს მათ საერთო მტერს.
და ბოლოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ ის მზად არის ნეიტრალური პოზიციის (და არა ტენდენციურ) საინფორმაციო საშუალებებს უფრო ვრცლად და საფუძვლიანად მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია.


