მთავარი/სამინისტრო/იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი/ახალი ამბები
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი

ახალი ამბები

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ ხონის მუნიციპალიტეტში დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე გახსნა. ადგილზე, ორი თვის განმავლობაში, 14 წლიდან 18 წლამდე ახალგაზრდები გადამზადდებიან სხვადასხვა მიმართულებებით, გაივლიან საგანმანათლებლო-შემეცნებით ტრენინგებს, ჩაერთვებიან სახალისო აქტივობებში.
 
მინისტრის განცხადებით, პრიორიტეტულია რეგიონებში მცხოვრები დევნილი ახალგაზრდების გაძლიერება, არაფორმალური განათლების პროცესში მათი აქტიური ჩართულობა, რაც აფხაზეთის მთავრობის მიერ ახალგაზრდებისთვის შეთავაზებულ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
 
აღნიშნული პროექტი წარმატებით განხორციელდა ფოცხო-ეწერში, ქალაქ ფოთში, რუსთავსა და ზუგდიდში, მისი ეფექტურობიდან გამომდინარე, მინისტრის აპარატი მომავალშიც განაგრძობს ამ მიმართულებით მუშაობას.
 
დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცის გახსნას ქალაქ ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, ასევე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები მოქალაქეები, მინისტრის აპარატისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია მინისტრის მოადგილე მარინე გითოლენდიასთან ერთად არსებულ სერვისებზე დევნილთა ხელმისაწვდომობის შესახებ შეხვედრას დაესწრო.
იგპ ქალთა ასოციაციის პროექტი მიზნად ისახავს დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერას, მათი საჭიროებების იდენტიფიცირებას, პასუხისმგებელ მხარეთა შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას და ინფორმირებულობის გაზრდას.
აღნიშნულ ღონისძიებაში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და იურიდული დახმარების სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დავით სიმონიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრი გახსნეს.
საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის მიზანია სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის დახმარება.
აღნიშნული სერვისი ითვალისწინებს სამართლებრივი დოკუმენტების (საჩივარი, სარჩელი, განცხადება, შუამდგომლობა, შესაგებელი და სხვ.) შედგენას და საადვოკატო მომსახურებას, მათ შორის კანონით გათვალისწინებული გადახდისუუნარო პირებისთვის უფასოდ, რაც თავისთავად უზრუნველყოფს აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფების ბენეფიციარების ხელმისაწვდომობას კონკრეტულ სერვისებზე.
ნებისმიერ სამართლებრივ თემაზე უფასო კონსულტაცია შესაძლებელი იქნება, როგორც ადგილზე მისვლისას, ასევე დისტანციურ რეჟიმში.
იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრის გახსნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის, იურიდიული დახმარების სამსახურისა და ადგილობრივი ხელისფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საკონსულტაციო ცენტრის სერვისების შესახებ საინფორმაციო შეხვედრაში, გარდა სამთავრობო უწყების წარმომადგენლებისა, ზუგდიდში მოქმედი, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ამ თემით დაინტერესებული, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის პროექტი ,,მშვიდობის სკოლა“ ითვალისწინებს, 6 თვის განმავლობაში, აფხაზეთის საკითხებით დაინტერსებული 10 ახალგაზრდის გადამზადებას შემდეგი მიმართულებებით:

  • დეზინფორმაცია და მედია
  • ადამიანის უფლებები და უფლებრივი მდგომარეობა
  • შერიგება და კონფლიქტის ტრანსფორმაცია

პროექტის მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტრენინგები აფხაზეთის თემატიკის ირგვლივ სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, დეზინფორმაციის იდენტიფიცირებაზე და სწორი ინფორმაციის გავრცელების მექანიზმებზე.

ბენეფიციარები, ასევე, დატრენინგდებიან ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და გადამზადდებიან შერიგებისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის კუთხით, რაც ითვალისწინებს თემატურ სიმულაციებში მონაწილეობას, დებატებსა და მოლაპარაკებებში დახელოვნებას.

ტრენინგები ჩატარდება როგორც სააუდიტორიო, ასევე დისტანციურ ფორმატში.

სააუდიტორიო შეხვედრები გაიმართება შაბათს და კვირას, ქ. რუსთავში, მინისტრის აპარატის სარგებლობაში არსებულ სივრცეში და ორივე მიმართულებით ტრანსპორტირება იქნება უზრუნველყოფილი.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებულ, 20-დან 30 წლის ჩათვლით, ახალგაზრდებს.

სასურველია სოციალური მედიის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

შერჩეული აპლიკანტები გაივლიან გასაუბრებას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 7 მარტი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა შეავსოთ ქვევით მოცემული სარეგისტრაციო ფორმა.

https://forms.gle/2hLHKHcxk5tMDtGG9

გისურვებთ წარმატებებს!

 

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია, არაფორმალური განათლების, სამოქალაქო ინტეგრაციისა და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით მომუშავე წარმატებულ დევნილ ახალგაზრდებს შეხვდნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს.
 
ნანა გაბელიას განცხადებით, სწორედ ახალგაზრდები არიან ის მნიშვნელოვანი სამშვიდობო რესურსი, რომელთა მაქსიმალური ჩართულობით ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა დევნილი და არადევნილი მოზარდების განვითარებისა და მხარდაჭერისთვის.
 
შეხვედრას მინისტრის აპარატის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
შესაბამის დოკუმენტს ხელი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნაპოლეონ მილორავამ მოაწერეს.
 
თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და იძულებით გადაადგილებული პირების ინტეგრაციასა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, ერთობლივი პროგრამების განხორციელებას და საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია შშმ მოზარდებისა და ახალგაზრდების ინტეგრაციისა და ჩართულობის ბანაკის მონაწილეებს შეხვდნენ.

მინისტრის აპარატის ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი შშმ მოზარდები ბაკურიანში ათი დღის განმავლობაში სხვადასხვა საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობებში იღებდნენ მონაწილეობას.

აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარები დარგის ექსპერტების ჩართულობით ინტეგრაციის, პიროვნული განვითარების, ადამიანის უფლებებისა და სხვა აქტუალური საკითხების მიმართულებით ორგანიზებულ ტრენინგებს ესწრებოდნენ.

შეხვედრის ბოლოს ბანაკის მონაწილეებს მინისტრმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და სიმბოლური საახალწლო საჩუქრები გადასცა.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ორგანიზებითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა ღონისძიება „ჩვენი დროის მშვიდობისმყოფელები“.
 
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის ნანა გაბელიას განცხადებით, აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებდა ქართველი და უკრაინელი დევნილი მოზარდების დამეგობრებას, კონფლიქტების შესახებ მათი ცნობიერების ამაღლებას, სამშვიდობო გზავნილების პოსტერებისა და ნახატების შექმნასა და გამოფენას.
 
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი ირაკლი გაბისონია, საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგი სოფიკო გორგილაძე, ამავე სკოლისა და სსიპ მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქ. თბილისის 41-ე საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
 
ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს სიმბოლური საახალწლო და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
ქ. მადრიდში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
 
ნანა გაბელიამ დევნილ ემიგრანტენთან მინისტრის აპარატის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
 
„ჩვენ განვიხილეთ ემიგრანტებთან კომუნიკაციის ყველა შესაძლო მეთოდი, მათ შორის, ვისაუბრეთ ქართული დიასპორებისათვის საკომუნიკაციო ონლაინ პლატფორმის შექმნის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე. დავსახეთ მინისტრის აპარატის სამომავლო პროგრამებში ქართული დიასპორების ჩართულობის უზრუნველსაყოფად ყველა აუცილებელი ქმედება და აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით“-განაცხადა მინისტრმა.
 
შეხვედრისას, მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი გაბედავამ აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებსა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე ისაუბრა.
 
ღონისძიებას ,ასევე ,ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე ესწრებოდა.
 
შეხვედრის დასკვნით ნაწილში, საზოგადო მოღვაწის გიორგი აფხაზის ნამუშევრების ვირტუალური გამოფენა მოეწყო.
 
დევნილ ემიგრანტებთან შეხვედრა, პროგრამის „დიასპორა და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერა“ ფარგლებში, მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია ოფიციალური ვიზიტით ქ. მადრიდში იმყოფებიან.
 
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდის „FINSOL“ შტაბ-ბინაში გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს მოზარდებისა და ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვას ესპანეთში.
 
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და ესპანური მხარის სახელით, ესპანური ასოციაციის "TODOS SOMOS NIÑOS“ პრეზიდენტმა ანხელ მარუგან კალვომ.
 
პროექტის ფარგლებში მოზარდები შეირჩევიან წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით, მათ შორის, პრიორიტეტი მიენიჭებათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის მაცხოვრებლებს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს და სხვა.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა ნანა გაბელიამ გახსნეს.
აღნიშნული გზამკვლევის შექმნის მიზანია შერიგებაზე და ქართულ-აფხაზური საზოგადოების გაერთიანებაზე ორიენტირებული სამართლებრივი დახმარება, კონფლიქტით დაზარალებულ საზოგადოებებს შორის ობიექტური, რეალური ინფორმაციის გაცვლა და კონსტრუქციული ტიპის დიალოგის ხელშეწყობა.
შეხვედრისას, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და ექსპერტები გზამკვლევში მოცემულ ინფორმაციას გაეცნენ.
დისკუსიებისა და განხილვის შედეგად მიღებული დამატებითი შენიშვნები დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში აისახება.
ღონისძიება მინისტრის აპარატის პროგრამის ,,სამშვიდობო რესურსი-ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა“ ფარგლებში ჩატარდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია აფხაზეთის კონფლიქტის თემატიკაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
 
პანელური დისკუსიის ფარგლებში, მონაწილეებმა იმსჯელეს სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას, დევნილთა წინაშე არსებულ საჭიროებებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
 
„დევნილთა პრობლემების მოგვარების, ნდობის მშენებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ფარგლებში, ჩვენ აქტიურად ვახორციელებთ სხვადასხვა პროგრამებს. სამოქალაქო სექტორის, სამთავრობო და არასამთავრობო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით შევთანხმდით კონკრეტულ ქმედებებზე და პერიოდულად, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას“-განაცხადა ნანა გაბელიამ.
 
ღონისძიება „სამშვიდობო რესურსი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მხარდაჭერა“ პროგრამის ფარგლებში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა.
 
შეხვედრაში აფხაზეთის მთავრობის წევრები, მინისტრის აპარატის წარმომადგენლები და მოწვეული სპიკერები მონაწილეობდნენ.
მინისტრის საათის ფორმატში, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა.
 
გამოსვლისას ნანა გაბელიამ ისაუბრა მინისტრის აპარატის მიერ ბოლო ცხრა თვის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე, მათ შორის, წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებსა და წარმატებულ პროგრამებზე. ასევე, მომავალში დაგეგმილ აქტივობებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და საარქივო საქმიანობის ფარგლებში არსებულ გამოწვევებზე.
 
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ძირითად ამოცანებსა და მიმართულებებზე, რომლებიც მინისტრის აპარატის გუნდის ერთობლივი მუშაობის შედეგად იქნა მიღებული.
 
„მინისტრის აპარატმა , ვფიქრობ, ნაყოფიერად და წარმატებულად იმუშავა ყველა იმ პრიორიტეტული მიმართულებით, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების, ინტერესებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებას ემსახურება, მათი შემდგომი გადაჭრის გზების მოძიების პროცესში“-აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრის აპარატი აგრძელებს რეგიონებში, კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში, ახალ პროექტს „დევნილ მოზარდთა სამოქალაქო ჩართულობის სივრცე“.
 
ამჯერად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ყოველ შაბათ-კვირას დევნილი მოზარდები ესწრებიან საგანმანათლებლო-შემეცნებით ტრენინგებს, მონაწილეობენ საინტერესო და გუნდურ აქტივობებში, რაც ხელს უწყობს მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარებას, უზრუნველყოფს აქტუალურ საკითხებზე მათ ინფორმირებულობას და მიმდინარე პროცესებში აქტიურ ჩართულობას.
 
ფოცხო-ეწერის, ფოთისა და რუსთავის შემდეგ, ეს რიგით მეოთხე, არაფორმალური განათლების სივრცეა, რომელიც იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია ევროინტეგრაციის საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებს შეხვდნენ.
 
ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია ევროკავშირის ინსტიტუციონალურ მოწყობაზე, ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცედურებსა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე.
 
შეხვედრას ასევე ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელი, გენერალური დირექტორი ირაკლი ყურაშვილი და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი ზურაბ ხამაშურიძე ესწრებოდნენ.
 
აღნიშნული ღონისძიება მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.