
ახალი ამბები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია აფხაზეთიდან დევნილ 103 წლის ლიდია ქებაძეს ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცეს.
მთავრობის თავმჯდომარემ უხუცეს ქალბატონს დღეგრძელობა უსურვა და ყვავილები და საჩუქრები გადასცა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ იუბილარ ლიდია ქებაძეს ერთჯერადი ფულადი დახმარებაც გაუწია.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის მთავრობის რამდენიმე დაწესებულებას ეწვია და შობა-ახალი წელი მიულოცა.
შეხვედრაზე დაწესებულებებში გასული წლის შედეგებზე, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მთავრობის თავმჯდომარემ სურვილი გამოთქვა, რომ დაწესებულების თანამშრომლებმა უფრო მეტი ინიციატივა გამოიჩინონ დევნილთა სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ხელი შეუწყონ საზოგადოებაში მათ აქტიურ ჩართულობას.
ვახტანგ ყოლბაიამ 2016 წელს გაწეული წარმატებული საქმიანობისთვის უწყებების თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და სოციალურ პროექტებში აქტიური მონაწილეობისთვის სიგელები გადასცა.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია ესწრებოდნენ.
მსგავსი ხასიათის შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თვამჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა და აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგებმა და მოსწავლეებმა და სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებმა ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა.
მსვლელობა ვარდების მოედნიდან დაიწყო. ალილოს მონაწილეები ჯერ რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ შეჩერდნენ, სადაც მათ პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები ტკბილეულით დახვდნენ. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება და შემოწირულობები ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.


ნუცუბიძის პლატოზე კომპაქტურად ჩასახლებულ 25 დევნილ ოჯახს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აქციის „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში სადღესასწაულო ნობათები გადასცა და დამდეგი შობის დღესასწაული მიულოცა.
აქციას აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი დემურ კეკელია ესწრებოდნენ.


თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, მსურს მოგილოცოთ დაბადების დღე.
გისურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და კვლავინდებურად სულიერი სიძლიერე ქართველი ერის გასამხნევებლად, ქართული სამოციქულო ეკლესიის მრევლის რწმენაში განსამტკიცებლად და დედა სამშობლოს კეთილდღეობისთვის თქვენი ღვთივსათნო ლოცვების აღსავლენად, რომელიც ასე ძალიან სჭირდება ჩვენს იძულებით დანაწევრებულ ქვეყანას.
განუზომლად დიდია თქვენი ამაგი ქართული სულის გამოცოცხლებაში, ეროვნულ იდენტობასთან დაბრუნებასა და უმეცარი შვილების შერიგების ხანგრძლივ პროცესში.მაგრამ, თქვენი მამობრივი სიყვარულით აღსავსე ღვაწლს თავისი წვლილი შეაქვს ერთიანი, ძლიერი და ტოლერანტული ფასეულობების მქონე სახელმწიფოს შენებაში.
მსურს განგიახლოთ ჩემი პატივისცემა და კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დაბადების დღე.
ღმერთმა გიმრავლოთ სიცოცხლის დღენი.


მინდა დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო მთელ საქართველოს, ჩვენს დევნილ მოსახლეობას. წელსაც, სხვა წლების მსგავსად, ვუსურვებ ჩემს თანამემამულეებს იქ, აფხაზეთში გვეზეიმოს შემდეგი ახალი წელი. იქ, სადაც ჩვენი მამა-პაპისეული სახლია, იქ, სადაც ჩვენი მიწა, ჩვენი ეზო-კარი გველოდება. მე მინდა ჩემს ძირძველ მოსახლეობას, ჩემს აფხაზ თანამემამულეებს, აფხაზ მეგობრებს, ძმებს, დებს, მეზობლებს, ყოფილ თანაკურსელებს, თანაკლასელებს, მივულოცო დამდეგი 2017 წელი. ღმერთმა დაგლოცოთ და უფალი იყოს ჩვენი და თქვენი მფარველი.
ვახტანგ ყოლბაია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი


საქველმოქმედო აქცია „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ქალაქ ზუგდიდში მცხოვრებ ომის ვეტერანებსა და ახალი რაიონის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათები გადასცეს.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. ვახტანგ ყოლბაია ქალაქ ჯვარში ომის ვეტერან ელდარ უბილავას ოჯახს ესტუმრა და 9 წლის შშმ გოგონას საჩუქრად ეტლი და ტკბილეული გადასცა. ასევე პირველად განხორციელდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტუმრობა სოფელ ფოცხოეწერში სადაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თანმხლებ პირებთან ერთად კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და იქ არსებულ პრობლემებს გაეცნო, მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ბავშვებს ტკბილეული გადასცა.
შეხვედრებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე, წალენჯიხის გამგებელი ბესიკ ფარცვანია და ჯვარის დევნილთა პოლიკლინიკის დირექტორი გოჩა ლიპარტია მონაწილეობდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით დევნილი პატარებისა და მოზარდებისთვის ტრადიციულად საახალწლო ზეიმი მოაწყო.
ორი დღის განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში წარმოდგენა „საახალწლო ზღაპარი“ გაიმართა, რომელშიც დ. არაყიშვილის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის მოსწავლეები მონაწილეობენ.
წარმოდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ესწრებოდა.
წარმოდგენის დამთავრების შემდეგ ბავშვებს დაურიგდებათ საახალწლო საჩუქრები.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მერიისა და „ტერაბანკის" ფინანსური მხარდაჭერით, მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში სოციალურად დაუცველ 550 დევნილ ოჯახს საახალწლო ნობათი გადაეცა. აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს დამდეგი შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს და სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქტი გადასცეს. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.
აქციაში ჩართულნი იყვნენ ქალაქ თბილისის მერია, ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, კერძო პირები და მოხალისეები .
მოძრაობის „ვიზრუნოთ ერთმანეთზე" ფარგლებში პროდუქტი დაურიგდათ სოციალურად დაუცველ შემდეგ კატეგორიებს: მეორე მსოფლიო ომის ინვალიდებსა და ვეტერანებს, აფხაზეთის ომის I და II ჯგუფის ინვალიდებს, შშმ არასწრულწლოვანებსა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, იძულებით გადაადგილებულ ეთნიკურად აფხაზ ოჯახებს, 90 წელს გადაცილებულ პირებს, ომში შვილდაღუპულ დედებს.
საქველმოქმედო აქცია წელს მეხუთედ იმართება და მისი მიზანი ადამიანებისადმი თანადგომა და საქართველოში მოხალისეობის კულტურის დანერგვაა.


აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრში კომპოზიტორ გიორგი ყანჩელის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სოხუმის დიმიტრი არაყიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგების მაია ცაავასა და ირმა მორალიშვილის კლასის მოსწავლეები, რომელთაც წარმოადგინეს გია ყანჩელის მუსიკა კინოფილმებიდან და სპექტაკლებიდან.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის ავტონომოიური რესპუბლიკის დეპუტატები, კინორეჟისორი ელდარ შენგელაია და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესის საბჭოს დეპუტატებმა და დევნილმა საზოგადოებამ ბათუმში, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკეს.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია ქალაქ ბათუმის მერ გიორგი ერმაკოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომოიური რესპუბლიკის მინისტრი დავით გვაძაბია და მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, არქიმანდრიტი ადამი (ახალაძე), სკოლა „გორდა"-ს დირექტორი ნინო მურვანიძე და „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის" დამფუძნებელი ნათელა დუმბაძე ესწრებოდნენ.


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერო სკოლა „გორდა"-ს ორგანიზებით ღონისძიება სახელწოდებით „საერთო წარსული, საერთო მომავლისკენ" გაიმართა, რომელიც მდიდარი ქართულ-აფხაზური კულტურის წარმოჩენას ემსახურებოდა.
ღონისძიებაზე სკოლის აღსაზრდელებმა დამსწრე საზოგადოებას აფხაზეთის თემაზე შექმნილი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარუდგინეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის მთავრობის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა ორგანიზაცია „სოროპტიმისტ ინტერნაციონალის" დამფუძნებელი ნათელა დუმბაძე, სკოლა „გორდა"-ს დირექტორი ნინო მურვანიძე, ხოლო მწერალ ანზორ კუდბას დაბადების დღე მიულოცა.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერო პირები და აჭარაში მცხოვრები აფხაზები ესწრებოდნენ.


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით რუსთავში მცხოვრები დევნილებისთვის უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა.
აქციის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილებს დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული გამოკვლევები, ასევე, თბილისის სხვადასხვა წამყვანი კლინიკების ექიმების კონსულტაციები ჩაუტარდათ. დევნილებმა, ექიმის დანიშნულების შესაბამისად, უფასო მედიკამენტები მიიღეს.
