აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სიახლეები

სოხუმის დაცემიდან 18 წელი გავიდა

სოხუმის დაცემის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ გამართა ღონისძიება სახელწოდებით ,,მე მიყვარს აფხაზეთი". რომელიც სიმბოლურად ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს ჩატარდა. ამფითეატრში ქართველები და აფხაზები საღამოს ერთად ესწრებოდნენ. ღონისძიების დროს შედგა აფხაზეთზე შექმნილი ახალი სიმღერის პრემიერა, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის დათო არჩვაძემ დაწერა, ტექსტი კი ნინო მაჭავარიანმა შექმნა. სიმღერა სოფო ხალვაშმა შეასრულა. ღონისძიების მონაწილეებს და საღამოზე მისულ სტუმრებს  თეთრი ყელსახვევი ეკეთათ წარწერით - ,, მე მიყვარს აფხაზეთი". ასევე, გაიმართა ბანერული ფოტოგამოფენა, რომელზეც 1-18 წლამდე ასაკის აფხაზეთიდან დევნილი 18 ბავშვის პორტრეტი იყო გამოსახული, წარწერით- „მუდმივი მისამართი-აფხაზეთი".

განმუხურის ამფითეატრში შეკრებილ საზოგადოებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა. ,, 27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში მეტად ტრაგიკული დღეა! 18 წლის წინ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს ბევრი ღირსეული მამულიშვილი შეეწირა. ასი ათასობით ადამიანმა იძულებით დატოვა თავისი ძირძველი მიწა-აფხაზეთი. დღევანდელი საღამო მიეძღვნა სწორედ იმ მამულიშვილების ხსოვნას,  რომლებიც ასე გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე. ეს საღამო მნიშვნელოვანია იმითაც, რომ უფროს თაობასთან ერთად შეიკრიბა ახალგაზრდა თაობაც. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დევნილობაში დაიბადნენ და აფხაზეთი არც უნახავთ , მათში მშობლიური მხარის სიყვარული გენეტიკურადაა ჩადებული. ამაზე მეტყველებს ბანერებზე გამოსახული წარწერა-,, მუდმივი მისამართი-აფხაზეთი". სწორედ ახალგაზრდა თაობის მისწრაფება აფხაზეთში დაბრუნებისკენ, მათი მზადყოფნა აფხაზ თანატოლებთან საერთო ენის გამონახვისა გვაძლევს იმედს, რომ  ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთში და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება" - განაცხადა გიორგი ბარამიამ.

შეგახსენებთ, რომ ღონისძიების მიზანი იყო, აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდა თაობას, რომელთა მუდმივი საცხოვრებელი მისამართი აფხაზეთია, სამშვიდობო გზავნილი გაეგზავნა აფხაზი თანატოლებისთვის, მათთან ერთად  მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ერთიანი მომავლის შენების მიზნით.

ასევე, აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები 27 სექტემბრის ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ  და  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას  კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი. მათ გვირგვინით შეამკეს დაღუპულთა მემორიალი.

აფხაზეთის მთავრობა სოხუმის დაცემის 18 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებას განმუხურში გამართავს

27  სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით  ღონისძიებას  ,, მე მიყვარს აფხაზეთი" , განმუხურში გამართავს.

ღონისძიების ფარგლებში განმუხურის ამფითეატრის ტერიტორიაზე მოეწყობა  ბანერული გამოფენა აფხაზეთიდან დევნილი 18 ბავშვის პორტრეტით ასაკის მიხედვით (1-დან 18 წლამდე),  წარწერებით „მუდმივი მისამართი-აფხაზეთი."

სცენაზე განთავსებულ ეკრანზე გაშუქდება აფხაზეთის ომამდელი კადრები, რომლებიც ასახავს აფხაზებსა და ქართველებს შორის არსებულ მშვიდობიანი თანაცხოვრების პერიოდს.

ღონისძიების განმავლობაში შესრულდება აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული  სიმღერები, წაკითხული იქნება ლექსები აფხაზურ ენაზე.  აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე  გიორგი ბარამია სიტყვით მიმართავს ქართულ და აფხაზურ საზოგადოებას.

ღონისძიების მიზანია, აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდა თაობამ, რომელთა მუდმივი საცხოვრებელი მისამართი აფხაზეთია, სამშვიდობო გზავნილი გაუგზავნოს აფხაზ თანატოლებს, მათთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ერთიანი მომავლის შენების მიზნით.

სამშვიდობო გზავნილი ვიდეო მიმართვის საშუალებით გაშუქდება, რომელშიც აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ქართულ და აფხაზურ ენებზე მიმართავენ თავიანთ თანატოლებს.

ღონისძიების ბოლოს ახალგაზრდები ცაში აუშვებენ ქაღალდის ფარნებს, რომლებიც იქნება  სიმბოლური სამშვიდობო გზავნილები აფხაზეთისათვის.

ღონისძიების მთავარი სიმბოლო იქნება თეთრი ყელსახვევი წარწერით - ,,მე მიყვარს აფხაზეთი".

ღონისძიება ხვალ 19:00 საათზე დაიწყება.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ ზუგდიდში აფხაზეთის №1 საჯარო სკოლა გახსნა

დღეს, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ  მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება რეაბილიტირებული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის გახსნით მიულოცა. სკოლის გახსნას  აფხაზეთის ა/რ განათლების მინისტრი დალი ხომერიკიც ესწრებოდა.

აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია „CHF -international"-ის  პროგრამა  „ბავშვი"-ის  ფარგლებში  USAID დაფინანსებით და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. აღნიშნულ დონორთა დახმარებით ამჟამად მიმდინარეობს აფხაზეთის №21 და №6 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება.

სასკოლო ინვენტარი  აფხაზეთის №1 საჯარო სკოლისთვის  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყო, ხოლო აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით მოხდა აფხაზეთის საჯარო სკოლების სასკოლო და სპორტული ინვენტარით განახლება.

,,ახალი სასწავლო წლის დაწყება მინდა, მივულოცო აფხაზეთიდან დევნილ ყველა მოსწავლეს, ამ დღეს განსაკუთრებულად ვულოცავ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ ბავშვებს, რომლებიც წელს პირველად მიდიან სკოლაში. ისინი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არიან,რადგანაც შარშან წარმატებული  მოსწავლეების დიდი ნაწილი გალის უკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლებიდან იყო. დარწმუნებული ვარ, მოსწავლეები გარემონტებულ სკოლაში მეტი მონდომებით გააგრძელებენ სწავლას და კარგი განათლებით შექმნიან ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მომავალს" -განაცხადა გიორგი ბარამიამ.

წელს, აფხაზეთის საჯარო სკოლებში 200-ზე მეტი პირველკლასელია, ყველა მათგანს გადაეცემა ნეტ-ბუქი, აგრეთვე 700-ზე მეტი სოციალურად დაუცველი მოსწავლე სასკოლო სახელმძღვანელოებს მიიღებს.

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები ათენის მერიის საბავშვო ბანაკში დაისვენებენ

აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებითა და ათენის მერიის მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი ქართველი და აფხაზი ბავშვები საბერძნეთში, ატიკის ნახევარკუნძულზე  დასასვენებლად გაემგზავრნენ. 

პროექტის ფარგლებში მათთვის კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები ჩატარდება.  მოზარდები საბერძნეთის ისტორიულ და ღირსშესანიშნავ ადგილებს დაათვალიერებენ. 

ბავშვები საბერძნეთში აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბობოხიძემ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა გააცილეს.

დევნილი მოზარდები საქართველოში 3 სექტემბერს დაბრუნდებიან.

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

აფხაზეთის მთვრობის წევრებმა  1992-1993 წლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებების დაწყების 19 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
,,14 აგვისტო არის ის საბედისწერო დღე, როდესაც დაიწყო ძმათამკვლელი ომი აფხაზეთში. მთელი მსოფლიოსთვის  ცნობილი გახდა, რომ ეს კონფლიქტი რუსეთის მიერ იყო ინსპირირეული, რის შედეგადაც დღეს საქართველოს ტერიტორიის 20 %ოკუპირებულია. ჩვენ ყოველწლიურად ვიკრიბებით გმირთა მემორიალთან და პატივს მივაგებთ დაღუპული მეომრების ხსოვნას’’, -განაცხადა აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბობოხიძემ.

აფხაზეთის ა/რ მთავრობა ხსოვნის კვირეულს შეუერთდა

2008 წლის აგვისტოს მოვლენებისადმი მიძღვნილი ხსოვნის კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ბარამიამ დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მუხათგვერდის სასაფლაოზე მიაგო.

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა ომში გმირულად დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივისცემა და სოლიდარობა მკერდზე დამაგრებული ყაყაჩოს სიმბოლოებით გამოხატეს და  მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო გვირგვინით შეამკეს.

გიორგი ბარამიამ საქართველოში სამი წლის წინ განვითარებული მოვლენები, 90-იან წლების რუსული აგრესია და ეთნოწმენდა შეაფასა. მთავრობის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უნდა შეწყდეს რუსული საოკუპაციო პოლიტიკა და დევნილებს საკუთარ სახლებში ღირსეულად დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეთ.

,,ჩვენი გმირების სამშობლოსთვის გაღებული მსხვერპლი აუცილებლად მოიტანს შედეგს. ჩვენი ბრძოლა  სრული დეოკუპაციით დამთავრდება და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება. ამ მიზანს ემსახურებოდა ქართველი მამულიშვილების თავგანწირვა, ეს იყო მათი ოცნება და ჩვენ ღირსეულად უნდა გავაგრძელოთ მათ მიერ დაწყებული გზა,’’ - განაცხადა გიორგი ბარამიამ. 

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ჩრდილოეთ საბერძნეთის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობას და პალატის წევრებს შეხვდა

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ საბერძნეთის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელობას და პალატის წევრებს შეხვდა. 

მხარეებმა საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო განიხილეს და  ინვესტიციების შემოდინების საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრისას გადაწყდა, რომ ბერძენი ბიზნესმენები საინვესტიციო გარემოს შესასწავლად საქართველოში პირადად ჩამოვლენ.

,,ჩვენ დეტალურად ავუხსენით, თუ როგორი საინვესტიციო გარემო არსებობს დღეს საქართველოში და რა ტემპით მიმდინარეობს ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა.  მათ გამოთქვეს სურვილი, რომ ჩამოყალიბდეს ბიზნესმენთა ჯგუფი, რომელიც საქართველოში ბიზნესის წარმოებით დაინტერესდება,’’- განაცხადა გიორგი ბარამიამ.

აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები საბერძნეთში გაემგზავრნენ

აფხაზეთის მთავრობის თვმჯდომარის გიორგი ბარამიას ინიციატივით აფხაზეთიდან დევნილი, სოციალურად დაუცველი 31 ბავშვი საბერძნეთში  გაემგზავრა. 10-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები საბერძნეთის რესპუბლიკის ხალკიდიკის მუნიციპალიტეტის დაბა სკიონში  არსებულ  საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში ორი კვირის განმავლობაში დაისვენებენ. 

ბავშვებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები ჩატარდება, რომლის  ფარგლებში მათთვისსხვადასხვა სახის ექსკურსია მოეწყობა. დევნილი მოზარდები საბერძნეთის ისტორიულ და ღირსშესანიშნავ ადგილებს დაათვალიერებენ. 

ბავშვები ორთაჭალის ავტოსადგურიდან აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბობოხიძემ გააცილა.